რატომ არის აუცილებელი საყოველთაო იმუნიზაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ არის აუცილებელი საყოველთაო იმუნიზაცია

- ქალბატონო მანანა, რა არის იმუნიზაციის მიზანი?

- იმუნიზაციის მიზანი იმუნიტეტის ჩამოყალიბებაა. იმუნიტეტი არის ორგანიზმის შეუვალობა ან მომატებული გამძლეობა ამა თუ იმ ვირუსის ან ბაქტერიის მიმართ. თუ იმუნიზაცია სწორად ჩატარდა, ადამიანს დაავადება ან არ დაემართება, ან მსუბუქი ფორმით გაუვლის, თუმცა არის შემთხვევები, - საბედნიეროდ, იშვიათი, - როდესაც ორგანიზმის თავისებურებათა გამო იმუნიტეტი არ გამომუშავდება.

 

- რატომ არის აუცილებელი, ბავშვის იმუნიზაცია დროულად დავიწყოთ?

- სიცოცხლის პირველი 6 კვირის განმავლობაში ბავშვს დედისგან მიღებული ანტისხეულები იცავს (ცხა-დია, თუ დედას თვითონვე აქვს ბუნებრივად გადატანილი ინფექციის ან იმუნიზაციის შედეგად ჩამოყა-ლიბებული იმუნიტეტი), მერე კი პატარა უმწეო ხდება ინფექციათა წინაააღმდეგ. გარდა ამისა, ადრეულ ასაკში დაწყებული ვაქცინაცია რეაქციებს ნაკლებად იწვევს.

- რა მოხდება, თუ ბავშვმა ვაქცინაცია გამოტოვა?

- თუ ბავშვს ვაქცინის მომდევნო დოზა დაუგვიანდა, იმუნიზაციის თავიდან დაწყება არ არის საჭირო - ვაქცინაცია სქემის მიხედვით უნდა გავაგრძელოთ, ისე, თითქოს კალენდარი არ დარღვეულა. იმ პერიოდში, როდესაც დოზა გამოტოვებულია, პატარა სათანადოდ არ არის დაცული ინფექციისგან, მაგრამ თუ ვაქცინაციას განვაგრძობთ, ბავშვი საბოლოოდ სრულფასოვან იმუნიტეტს შეიძენს.

 

- მიზანშეწონილია თუ არა სკოლაში ან ბაღში არაიმუნიზირებული ბავშვის მიღება?

- მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში ასეთი მიდგომაა დამკვიდრებული: საზოგადოებრივ დაწესებულებაში ბავშვს არ მიიღებენ, თუ მას ყველა აცრა არ აქვს ჩატარებული, საქართველოში კი ამას ყურადღებას, შეიძლება ითქვას, არც კი აქცევენ.

 

- რა საჭიროა იმუნიზაციის გაგრძელება, თუ დაავადებები, რომელთა წინააღმდეგაც ტარდება იმუნიზაცია, თითქმის დამარცხებულია?

- თუ მოსახლეობა სათანადოდ არ იქნა დაცული, შესაძლოა, ეპიდაფეთქება მოხდეს. სწორედ იმუნი-ზაციის დარღვევის შედეგია ბოლო ხანს აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთში, უკრაინასა და საქართველოში აღრიცხული დიფტერიის ეპიდემიები, 2004-2005 წლების წითელას ეპიდემია საქართველოში, როცა დაავადდა 8 ათასზე მეტი ადამიანი, 9 კი გარდაიცვალა. ჯანმოს მონაცემებით, მსოფლიოში წითელათი ყოველდღიურად 663 კაცი იხოცება.

 

- შეიძლება თუ არა ვაქცინური ვირუსით ოჯახის წევრების  დაინფიცირება? მაგალითად, შეიძლება თუ არა, აცრილი ბავშვისგან ვირუსი დედას გადაედოს?

- არ შეიძლება. ეს აბსოლუტურად მცდარი შეხედულებაა.

 

- სად ხდება ბავშვების იმუნიზაცია?

- პოლიკლინიკებში, ამბულატორიებში, ოჯახის ექიმის ცენტრებში. ბოლო ხანს შესაძლებელი გახდა იმუნიზაციის ჩატარება კერძო იმუნიზაციის ცენტრებშიც, რომლებსაც აქვთ რეგისტრირებული მაღალხარისხიანი, ლიცენზირებული ვაქცინები. კერძო იმუნიზაციის ცენტრების პრაქტიკა მთელ მსოფლიოში არსებობს და მათი საქმიანობა კი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს, არამედ უნდა ეხმარებოდეს ქვეყნის ჯანდაცვას.

 

- რა გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოიწვიოს იმუნიზაციამ?

- გვერდითი ეფექტი ორნაირია: ადგილობრივი და ზოგადი. ადგილობრივი ეფექტებია საინექციო ადგილის მტკივნეულობა, შეშუპება, შეწითლება. ისინი საშიში არ არის და სპეციფიკურ მკურნალობას არ საჭიროებს. ზოგადი მოვლენები - ტემპერატურის მომატება, ადინამია, ჭირვეულობა, უმადობა - უფრო უსიამოვნოა, თუმცა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის სახიფათო არც ისინი გახლავთ. თანამედროვე ვაქცინების გამოყენებისა და ვაქცინაციის სწორად ჩატარების შემთხვევაში სერიოზული გართულება პრაქტიკულად გამორიცხულია. ვაქცინის შემდგომი სერიოზული რეაქციის რისკი ახლოსაც ვერ მოვა იმ საფრთხესთან, რომელსაც ორგანიზმს იმუნიტეტის უქონლობა უქადის.


- იცავს თუ არა ძუძუთი კვება ბავშვს ინფექციებისგან?

- ძუძუთი კვება ერთხანს მართლაც იცავს ბავშვს ინფექციური დაავადებებისგან, ვინაიდან დედის რძეში ანტისხეულებია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ამიტომ ვაქცინაცია აუცილებელია. როგორც კი ძუძუთი კვება დასრულდება, მკვეთრად იზრდება ინფექციებისადმი ბავშვის მიმღებლობა. გარდა ამისა, ბავშვებში, რომლებსაც კვება აკლიათ, ინფექციური დაავადებები უფრო მძიმედ მიმდინარეობს. ასეთ ბავშვებს უფრო მეტი აქვთ ალბათობა ისეთი ინფექციებისგან დაღუპვისა, როგორიც არის, მაგალითად, წითელა და ყივანახველა.

 

- ახლახან მთელ საქართველოში ჩატარდა მასობრივი იმუნიზაციის კამპანია წითელასა და წითურას დასამარცხებლად. რას წარმოადგენს ეს დაავადებები, რატომ არის სავალდებულო მათ საწინააღმდეგოდ აცრა?

- მასობრივი იმუნიზაცია ერთ-ერთი ყველაზე სასიკეთო საქმეა. წითელა საკმაოდ მძიმე დაავადებაა, რომელმაც შესაძლოა იმსხვერპლოს კიდეც ადამიანი. ის არცთუ იშვიათად რთულდება სასუნთქი სისტემის პათოლოგიებით, ენცეფალიტითა და მენინგოენცეფალიტით. მუცლადყოფნის პერიოდში ინფიცირების შემთხვევაში შესაძლოა ჩამოყალიბდეს ნელი ინფექცია პროგრესირებადი ქვემწვავე მასკლეროზებელი პანენცეფალიტის სახით. წითურას ვირუსს ტერატოგენული (ნაყოფის დამაზიანე-ბელი) მოქმედება ახასიათებს, ამიტომ განსაკუთრებით საშიშია ორსულებისთვის. ორსულობის პირველ ტრიმესტრში ინფიცირებულთა შვილების 3/4-ს აღენიშნება თანდაყოლილი წითურას სინდრომი, რომელიც მოიცავს გულის თანდაყოლილ მანკებს, კატარაქტას, სიბრმავეს, სიყრუეს, მიკროცეფალიას, გონებრივ ჩამორჩენილობას...

თანდაყოლილი წითურას სინდრომით დაბადებული ბავშვები წითურას ვირუსს დაბადებიდან 1-2 წლის განმავლობაში გამოყოფენ და ავრცელებენ. 1960-1964 წლებში აშშ-ში წითურათი დაავადდა 50 000-მდე ორსული, რის შედეგადაც დაიბადა თანდაყოლილი წითურას სინდრომის მქონე 20 000-მდე ბავშვი, აღირიცხა მკვდრადშობადობისა და თვითნებური აბორტის 10 000-ზე მეტი შემთხვევა. აღსანიშნავია, რომ ორსულთა უმრავლესობას წითურას უსიმპტომო ფორმა ჰქონდა. მასობრივი იმუნიზაციის შედეგად 2000 წლისთვის აშშ-ში თანდაყოლილი წითურას სინდრომის მხოლოდ 4 შემთხვევა იქნა რეგისტრირე-ბული. ბოლოდროინდელი გამოკვლევების შედეგად 12-დან 15 წლამდე ასაკის გოგონების მხოლოდ 50-65%-ს აღმოაჩნდა წითურას ვირუსის მიმართ დამცველობითი ანტისხეულების ტიტრი.

ზოგადად, ევროპაში წითელათი ავადობა იკლებს, თუმცა ევროკავშირის წევრ ზოგიერთ ქვეყანაში ამ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაცია მოსახლეობის არათუ 90%-ს, არამედ 80%-საც კი ვერ მოიცავს. 2002 წლის ზაფხულში იტალიაში წითელას ეპიდაფეთქება მოხდა. აღირიცხა 368 შემთხვევა, რომელ-თაგან 3 სიკვდილით დასრულდა. სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგა-ნიზაციის ევროპის რეგიონულმა კომიტეტმა მიზნად დაისახა, რომ 2007 წლისთვის წითელას ვირუსი გაძევებულ უნდა იქნეს ევროპის რეგიონიდან, ხოლო 2010 წლისთვის ვირუსის ელიმინაცია ყველა ქვე-ყანაში უნდა დადასტურდეს.

ელიმინაცია არ გულისხმობს შემთხვევათა აბსოლუტურ არარსებობას - საუბარია იმ მდგომარეობის მიღწევაზე, როდესაც აღარ მოხდება ინფექციის სტაბილური გადაცემა, ხოლო მოგზაურთა მიერ შემო-ტანილი ინფექციის მეორეული გავრცელება დამოუკიდებლად დასრულდება. ბოლო ხანს ამ ინფექციებით უპირატესად მოზარდები და მოზრდილები ავადმყოფობენ (ბავშვების წილად წითელათი ავადობის მხოლოდ მესამედი მოდის), რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ამ ვირუსის მიმართ ორგანიზმი მიმღებლობას მოზარდ და მოწიფულ ასაკშიც ინარჩუნებს. აქედან გამომდინარე, წითელა-წითურას ელიმინაციის მიზნით იმუნიზაციის პროგრამა ითვალისწინებს ყველა იმ ადამიანის ვაქცინაციას, ვისაც არ მიუღია წითელა-წითურას ვაქცინის ორი დოზა. მრავალ ქვეყანაში წითელა-წითურას ან წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინის მეორე დოზას უკეთებენ სკოლამდელი ასაკის ყველა ბავშვს, თუნდაც ამ კომბინირებული ვაქცინის პირველი დოზა 2-დან 5 წლამდე ასაკში ჰქონდეს მიღებული.

აქვე აღვნიშნავ, რომ არანაკლებ საფრთხეს უქმნის მომავალ თაობას ყბაყურა. ის მძიმე გართულებებს: ორქიტს (სათესლე ჯირკვლების ანთებას) და ოოფორიტს (საკვერცხეების  ანთებას) იწვევს, რაც უარყოფითად მოქმედებს შვილოსნობის ფუნქციაზე და არცთუ იშვიათად უნაყოფობის მიზეზად იქცევა.

მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სწორად ჩატარებული ვაქცინაციის შემთხვევაში დამცველობითი ანტისხეულები აცრილთა 95-98%-ს გამოუმუშავდება. ამ დროს წარმოქმნილი იმუნიტეტი მყარი და ხანგრძლივია - თითქმის მთელი სიცოცხლე მიჰყვება ადამიანს. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ვაქცინაცია უალტერნატივოა. მთელი ცივილიზებული მსოფლიო მას ერთხმად უჭერს მხარს და ენდობა.