იმუნიზაცია მსოფლიოში ყოველწლიურად 3 მილიონ ბავშვს სიკვდილისგან იცავს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იმუნიზაცია მსოფლიოში ყოველწლიურად 3 მილიონ ბავშვს სიკვდილისგან იცავს

იმუნიზაციის კვირეული ფოკუსირებულია დაავადებებზე, რომელთა თავიდან აცილება ვაქცინაციით არის შესაძლებელი. საქართველო, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის წევრი ქვეყანა, იმუნიზაციის კვირეულში 2007 წლიდან მონაწილეობს.

იმუნიზაციას, როგორც მეცნიერებას, 200 წლის ისტორია აქვს. იმუნიზაცია ყოველწლიურად სიკვდილისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმე დარღვევებისგან მილიონობით ბავშვს იცავს.

ვაქცინაციის წყალობით დამარცხებულია ყვავილი, თითქმის განადგურებულია პოლიომიელიტი, მკვეთრადაა შემცირებული წითელათი, ცოფით და წითურათი ავადობა. ამ ვირუსულ დაავადებებთან ერთად აღსანიშნავია სხვა მიკროორგანიზმებით გამოწვეული დაავადებები - შავი ჭირი, ქოლერა, ტუბერკულოზი, დიფთერია, ტეტანუსი, ყივანახველა, ტულარემია, ჯილეხი.

ვაქცინა ორგანიზმში შეყვანისას არ იწვევს დაავადებას. მისი მეშვეობით ვითარდება ხელოვნურად შექმნილი ინფექციის საწინააღმდეგო იმუნიტეტი.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მსოფლიოში იმუნიზაციის გაფართოებული პროგრამის ფარგლებში 20 წლის განმავლობაში ვაქცინაციით ყოველწლიურად თავიდან აცილებულია ბავშვთა სიკვდილის სულ ცოტა 3 მილიონი შემთხვევა. გარდა ამისა, ნახევარ მილიონზე მეტი ბავშვია გადარჩენილი სიბრმავის, ინვალიდობის, გონებრივი ჩამორჩენილობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმე დარღვევებსაგან.

სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე მსოფლიოში 80–იან წლებში ავადდებოდა: წითელათი 25 მლნ ადამიანი, ხოლო კვდებოდა 2,5 მლნ; ყივანახველით – 700 000 ადამიანი; ახალშობილთა ტეტანუსით – 1,1 მლნ ადამიანი; პოლიომიელიტით ინვალიდდებოდა 500 000 ადამიანი; დღეს ყოველწლიურად: ტეტანუსით ავად ხდება 300 000 – 500 000 ადამიანი, აქედან იღუპება 45%. წითელათი მეტი ბავშვი იღუპება, ვიდრე საომარი მოქმედებებისას და შიმშილობის შედეგად, 2001 წელს აღირიცხა წითელას 30 მლნ შემთხვევა, მათ შორის გარდაიცვალა 745 000. ყოველწლიურად 1 მილიონზე მეტი ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვი იღუპება პნევმოკოკური და როტავირუსული ინფექციებით.

აცრების შედეგად: ყვავილი, ლიკვიდირებულია 1978 წელს. ყოველწლიურად მსოფლიოში კვდებოდა 5 მილიონამდე ადამიანი. ამერიკის რეგიონში 2002 წელს მოხდა წითელას ლიკვიდაცია ზუსტად 12 წლის განმავლობაში. 1990 წელს ამ რეგიონში დაფიქსირდა წითელას მასშტაბური აფეთქება - დაავადების 250 000-ზე მეტი და გარდაცვალების 10 000-ზე მეტი შემთხვევა. წითელას საწინააღმდეგო აცრების შედეგად სიკვდილს გადაურჩა 2 მლნ–ზე მეტი ბავშვი, ხოლო დაინვალიდებას 350 000 ბავშვი; 1988 წლიდან პოლიემიელიტის ინციდენტობა შემცირდა 99%–ით ანუ 350 000 შემთხვევიდან 1352 შემთხვევამდე 2010 წლისათვის; მხოლოდ სამი ქვეყანა (ავღანეთი, ნიგერია და პაკისტანი) რჩება პოლიომიელიტისადმი ენდემურ კერებად, მაშინ, როდესაც 1988 წელს მათი რიცხვი შეადგენდა 125-ს; 2002 წელს ევროპის რეგიონი და მათ შორის საქართველო გამოცხადდა პოლიმიელიტისაგან თავისუფალ ზონად. ქვეყანაში ველური პოლიომიელიტის ვირუსით გამოწვეული ბოლო ადგილობრივი შემთხვევა აღირიცხა 1992 წელს, ხოლო შემოტანილი შემთხვევა - 2001 წლის ბოლოს. ნეონატალური ტეტანუსით გარდაცვალების 790 000 შემთხვევიდან (1988 წელი), შემცირდა 59 000-მდე.

პროფილაქტიკური აცრები ხელს უწყობს ბავშვის იმუნიტეტის ჩამოყალიბებას კონკრეტული დაავადების მიმართ. სახელმწიფო უზრუნველყოფს 11 ინფექციის - ტუბერკულოზის, დიფთერიის, ყივანახველას, ტეტანუსის, პოლიომიელიტის, ყბაყურას, წითურას, წითელას, ბ ჰეპატიტის, როტავირუსული ინფექციის და ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი ბ საწინააღმდეგო ვაქცინაციას. 2014 წლიდან დაგეგმილია პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვა. ჩამოთვლილი დაავადებების პროფილაქტიკა ხორციელდება 8 ვაქცინის საშუალებით, ესენია:BCG (ტუბერკულოზი), Hep B (ბ ჰეპატიტი), DPT-HIb-HepB (დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი ბ, ბ ჰეპატიტი) DT (დიფთერია, ტეტანუსი),Td (ტეტანუსი, დიფთერია), OPV (პოლიომიელიტი), MMR (წითურა, წითელა, ყბაყურა), და Rota (როტავირუსული ინფექცია);

პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალედრის მიხედვით საქართველოში:

BCG აცრა კეთდება დაბადებიდან 0-5 დღის განმავლობაში;

Hep B (მონო) - დაბადებიდან 12 საათის განმავლობაში;

DPT-HIb-HepB - 2.3.4 თვის ასაკში;

OPV - 2, 3, 4, 18 თვის, 5 წლის ასაკში;

ROTA - 2, 3 თვის ასაკში;

MMR - 12 თვის და 5 წლის ასაკში;

DT – 5 წლის ასაკში;

Td - 14 წლის ასაკში და შემდეგ ყოველ 5 წელიწადში 55 წლის ასაკამდე.

სპეციალისტების მტკიცებით, დაუშვებელია აცრების გადავადება ისეთი ცრუ უკუჩვენებების გამო, როგორიცაა გაციება, ხველა, სურდო, ალერგია, ქრონიკული დაავადებები და ა.შ. "თანამედროვე ვაქცინები უსაფრთხოა, თუმცა ყველას აქვს იმუნიზაციის შემდეგ არასასურველი მოვლენების განვითარების იშვიათი რისკი. იმუნიზაციის შემდეგ განვითარებული არასასურველი მოვლენები იმდენად უმნიშვნელოა დაავადებისა და მისგან გამომდინარე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან შედარებით, რომ ვაქცინაციის აუცილებლობა და ეფექტურობა უდავოა", - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

აცრის შემდეგ 1-3 დღის განმავლობაში სხეულის ტემპერატურამ შესაძლოა მოიმატოს 38.50 C-მდე, შეინიშნებოდეს ზოგადი აგზნებადობა, აცრის ადგილის შეწითლება, შეშუპება და მტკივნეულობა. ეს ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა და მის ჯანსაღ იმუნურ სისტემაზე მეტყველებს. აცრის შემდგომ არასასურველი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, მშობელმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.

"საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოიყენება მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული და სერტიფიცირებული ვაქცინები. აქედან გამომდინარე, ყველა ვაქცინა, მიუხედავად მწარმოებელი ქვეყნისა და/ან კომპანიისა, გამოირჩევა მაღალი ეფექტურობისა და უსაფრთხოების მაჩვენებლით. თუმცა ვაქცინის ეფექტურობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ვაქცინირებული პირის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე სრულყოფილი იმუნიტეტის გამომუშავების თვალსაზრისით. პროგამული ვაქცინები უფასოა მომხმარებლისთვის, რადგან ამ ვაქცინის ღირებულებას სრულად ფარავს სახელწიფო იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში.

ვაქცინის ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე დიდ გავლენას ახდენს ასევე ვაქცინაციის პროცესის განხორციელების წესების დაცვა, ვაქცინის შენახვისა და ტრანსპორტირების შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა ვაქცინის მოწოდების ყველა ეტაპზე მწარმოებლიდან მიმღებ ორგანიზმამდე", - ამბობენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. იხილეთ აგრეთვე