უსაფრთხოა თუ არა რენტგენოლოგიური და კომპიუტერული კვლევის მეთოდები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

უსაფრთხოა თუ არა რენტგენოლოგიური და კომპიუტერული კვლევის მეთოდები

უსაფრთხოა თუ არა რენტგენოლოგიური და კომპიუტერული კვლევის მეთოდები

ძნელად მოიძებნება ადამიანი, რენტგენოლოგიური ან ექოგრაფიული გამოკვლევა რომ არ ჩაეტარებინოს. უსაფრთხოა თუ არა ეს პროცედურები ორგანიზმისთვის? ამის თაობაზე გვესაუბრება სამედიცინო ცენტრ "NEOklinikis", შპს "Health"-ის, შპს "live tecnics"-ის ექიმი რადიოლოგი მარიკა მიქაძე.


- ქალბატონო მარიკა, რენტგენოლოგიური გამოკვლევისას რა დოზის დასხივებას იღებს ადამიანი და რამდენად უვნებელია ეს დოზა ჯანმრთელობისათვის?

- ბოლო დროს სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებამ, ახალი აპარატების შექმნამ მაინც ვერ დააკნინა რენტგენოლოგიური კვლევის მნიშვნელობა. ეს მეთოდი დიაგნოზის სწრაფად და ზუსტად დასმის საშუალებას იძლევა. რენტგენოსკოპიას - რენტგენით გაშუქებას და რენტგენოგრაფიას

- რენტგენის სურათის გადაღებას - დიაგნოზის დასასმელად იყენებენ. რენტგენის სხივები ადამიანის ორგანიზმში გავლისას შლის ზოგიერთ უჯრედს. ჩვენ ვიცით, რომ ორგანიზმში განუწყვეტლივ ხდება უჯრედების კვდომა და განახლება, ამიტომ თუ დასხივება არ იქნება დასაშვებზე მეტი, დანაკლისს ორგანიზმი თვითონვე აღადგენს. დაზიანების მასშტაბი დამოკიდებულია რენტგენის გამოსხივების ინტენსივობასა და დასხივების ხანგრძლივობაზე. დასხივების საშუალო დოზა
სხვადასხვა გამოკვლევისას სხვადასხვაა:

  • სტომატოლოგიური რენტგენი - 0,005 მილიზივერტი;
  • ძვლის სიმკვრივის ამსახველი რენტგენი - 0,001 მზვ;
  • გულმკერდის რენტგენი - 0,1 მზვ;
  • მენჯის რენტგენი - 1,0 მზვ და ა.შ.

ადამიანისთვის აბსოლუტურად სასიკვდილო დოზა ერთჯერადი დასხივებისას დაახლოებით 600 მზვ-ს შეადგენს.


- სტომატოლოგიური პროცედურების დროს რენტგენოლოგიურ კვლევას ხშირად მიმართავენ (თქვენც ახსენეთ ზემოთ სტომატოლოგიური რენტგენი). რამდენად უსაფრთხოა ეს პროცედურა ადამიანისათვის?
- დენტალური რენტგენოგრამების ნებადართული რაოდენობა მოზრდილისთვის დღეში 15-30-ია, ბავშვებისთვის კი 5-მდე. განმეორებითი გადაღება მოზრდილებისთვის ნებადართულია 1 კვირის შემდეგ, ხოლო ბავშვებისთვის - 3-5 კვირის შემდეგ. ეს პროცესი ექიმის მეთვალყურეობით მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, განსაზღვრული რისკი არსებობს რენტგენოსკოპიისა და რენტგენოგრაფიის დროსაც, მაგრამ ექიმი ითვალისწინებს რენტგენოგრამების დასაშვებ რაოდენობას, ორსულობის შემთხვევაში - ორსულობის ვადას. ორსულობისას დენტალური რენტგენოგრამის გადაღება არასასურველია. თუ სხვა გზა არ არის, აუცილებელია ტყვიის წინსაფრის გამოყენება. დენტალური რენტგენის სხივი არასოდეს არის მიმართული პირდაპირ შინაგანი ორგანოებისკენ. ისინი მხოლოდ ირიბ ზემოქმედებას განიცდის. ასეთ დროს დასხივება შესაძლებელია სხივის არეკვლის ან გაფანტვის შემთხვევაში.


- რენტგენოსკოპია უფრო ინფორმაციულია თუ რენტგენოგრაფია?
- მრავალი ექიმი დღეს რენტგენოგრაფიას ანიჭებს უპირატესობას, რადგან მიაჩნია, რომ რენტგენოსკოპია ძალზე სუბიექტური მეთოდია და უფრო სკრინინგისთვის არის გამოსადეგი, ხოლო რენტგენოგრაფია იძლევა რენტგენოფირს, რომელიც საბუთია და რომლის ანალიზი სხვა ექიმსაც შეუძლია.


- რამდენად უსაფრთხოა კომპიუტერული ტომოგრაფია?
- კომპიუტერული ტომოგრაფიის წილად რადიოლოგიური კვლევების მხოლოდ 4% მოდის. კტ-ისა და რენტგენოლოგიური კვლევის დროს ერთი და იგივე სხივები და ერთი და იგივე პრინციპი გამოიყენება. ორივე მეთოდს ახლავს რისკი, თუმცა დიაგნოზის მნიშვნელობა ბევრად აღემატება გამოკვლევის დროს მიყენებულ ზიანს. სხეულის განსაზღვრული უბნის დასხივებით მიიღება ორგანიზმის შრეობრივი გამოსახულება. კტ-ის საშუალებით ადრეულ სტადიაშივე გამოვავლენთ მრავალ დაავადებას, მათ შორის - სიმსივნურსაც, მაშინაც კი, როცა პაციენტი არაფერს უჩივის. თუმცა ბოლო დროს ჩატარებული გამოკვლევების შედეგები საფუძველს იძლევა ვივარაუდოთ, რომ მთელი სხეულის კომპიუტერული ტომოგრაფია არსებითად ზრდის კიბოს განვითარების რისკს. მთელი სხეულის კტ-ის ერთჯერადი პროცედურის დროს დასხივების სტანდარტული დოზა დაახლოებით 12 ერთეულია. თუ მთელი სიცოცხლის განმავლობაში 10 ასეთ გამოკვლევას ჩავიტარებთ, 120 ერთეულს მივიღებთ. შედარებისთვის: ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომური ბომბარდირების შემდეგ გადარჩენილ ადამიანებს, რომლებმაც საშუალოდ 29 ერთეული დასხივება მიიღეს, აღენიშნებოდათ ონკოლოგიური დაავადებების განვითარების სტატისტიკურად დამაჯერებელი რისკი. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 45 წლის მამაკაცისთვის მთელი სხეულის კტ კიბოთი სიკვდილის ალბათობას 0,08%-ით ზრდის, ხოლო 30 ასეთი გამოკვლევა 45-დან 70 წლამდე - 1,9%-ით (კომპიუტერული ტომოგრაფის სხვადასხვა მოდელს დაზიანების სხვადასხვა ხარისხი აქვს). მრავალშრიანი სკანერის დოზა ერთშრიანი სპირალური სკანერისას ოდნავ აღემატება - მრავალშრიანი სკანერები უფრო სწრაფად მუშაობენ, უფრო მეტი შრე გამოიკვლევა და გაძლიერების სხვადასხვა ფაზაში უფრო მეტი გამოსახულება მიიღება, რასაც რადიაციის დოზის ზრდა ახლავს თან. რადიოლოგს უნდა ჰქონდეს მაღალი კვალიფიკაცია, რათა მკაცრად აკონტროლოს კტ გამოკვლევის საჭიროება.


- რამდენად უსაფრთხოა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული გამოკვლევა?
- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ორგანიზმში არსებული წყალბადის ატომბირთვებისგან ინფორმაციის მიღებას გულისხმობს. ეს მეთოდი ყველაზე ეფექტურია თავისა და ზურგის ტვინის გამოსაკვლევად (გაფანტული სკლეროზი, მრავალი კეროვანი დაზიანება და სხვა). ეფექტურია მცირე მენჯის გამოკვლევის დროსაც. საკმაოდ ინფორმაციულია ახალშობილებში; გვეხმარება ნაყოფის სიმახინჯეების გამოვლენაში. გარდა ამისა, აქტიურად გამოიყენება ძვალსახსროვანი სისტემის გამოსაკვლევად. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დროს სისხლის ნაკადი ასრულებს საკონტრასტო ნივთიერების როლს და სისხლძარღვთა გამოსაკვლევად დამატებითი ჩარევა საჭირო აღარ არის. სწორედ ეს გახლავთ ბირთვული მაგნიტური რეზონანსის უპირატესობა.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
კატეგორიის სხვა სტატიები
ჩიკაგოს უნივერსიტეტის ექსპერტებმა დაადგნეს, მოსახლეობის რომელ ჯგუფშია გრიპით დასნებოვნების ყველაზე მაღალი რისკი.
ხათუნა ზახაშვილი - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი.
2017-2018 წლების გრიპის სეზონისთვის, საქართველოში ვაქცინაციისათვის რისკის პრიორიტეტულ ჯგუფებად განისაზღვრა:
გვესაუბრება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი:
- გრიპის საწინააღმდეგო აცრა უნდა გაუკეთდეს თუ არა ალერგიულ ბავშვს?
თურმე მამაკაცებს, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ, უფრო იშვიათად ემართებათ კიბო. ბოლო ხანს ონკოლოგები კიბოს პროფილაქტიკის ერთ-ერთ
თანამედროვე ადამიანის კვებითი რაციონი იმდენად სახეცვლილია, რომ მრავალი სპეციალისტის აზრით, პოლივიტამინებისა და საკვები დანამატების გარეშე ორგანიზმი ჯანმრთელობას ვერ შეინარჩუნებს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონულმა ბიურომ 2014 წლის 22-26 აპრილის პერიოდი ევროპის იმუნიზაციის კვირეულად გამოაცხადა. კვირეულის კონცეფციაა "იმუნიზაცია სიცოცხლისათვის".
ზაფხული, სხვა ღირსებებთან ერთად, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ჩვენს განწყობას ჩვენივე ტვინის ქიმია განსაზღვრავს. მისმა მცირე ძვრამაც კი შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად