მენინგიტის საწინააღმდეგო ვაქცინა იქნება ცხვირის წვეთების სახით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მენინგიტის საწინააღმდეგო ვაქცინა იქნება ცხვირის წვეთების სახით

ითვლება, რომ ცხვირ-ხახაში  N. Lactamica-ს არსებობა იცავს მენინგიტის განვითარებისაგან, რადგანაც არ აძლევს ლორწოვან გარსში ამ დაავადების გამომწვევ Neisseria meningitidis (N. meningitidis) ბაქტერიას გამრავლების საშუალებას.

პროფესორ რობერტ რიდის (Robert Read) და მისი კოლეგების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა აღნიშნული ფენომენის არსებობა- N. Lactamica შემცველი ნაზალური წვეთები ხელს უშლიდნენ N. Meningitides ბაქტერიის ცხვირ-ხახაში გამრავლებას კვლევის მონაწილეთა 60%-ში.

მეცნიერებმა გადაწყვიტეს გაეზარდათ N. Lactamica ბაქტერიის აქტივობა და გადაექციათ იგი ცოცხალ ვექტორად, რომელიც იმუნურ სისტემას "გააცნობდა" მენინგიტის გამომწვევს. ამისათვის  N. Lactamica-ს დნმ-ში შეიყვანეს   N. Meningitides-ის  გენი, მაკოდირებელი ზედაპირული ცილა, რომლის საშუალებითაც ბაქტერია ემაგრება ცხვირ-ხახის ლორწოვან გარსს.

გენმოდიფიცირებული N. Lactamica-ს შემცველი ცხვირის წვეთების კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ამგვარი ვაქცინა იწვევს მძლავრ იმუნურ პასუხს.

ამას გარდა, ამგვარი ბაქტერია დიდ ხანს დარჩა ცხვირ-ხახაში, ყოველგვარი გვერდითი ეფექტების გამოწვევის გარეშე, კვლევის მონაწილეთა უმრავლესობაში, ერთჯერადი ჩაწვეთების შემდეგ. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ხანგრძლივ საიმედო დაცვას მენინგიტისგან. ვაქცინაციის აღნიშნული მეთოდი შესაძლებელია გამოყენებული იქნას სხვა ინფექციური დაავადებებისგან თავდასაცავად.