მენინგიტის საწინააღმდეგო ვაქცინა იქნება ცხვირის წვეთების სახით - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

მენინგიტის საწინააღმდეგო ვაქცინა იქნება ცხვირის წვეთების სახით

მენინგიტის საწინააღმდეგო ვაქცინა იქნება ცხვირის წვეთების სახით
უწყინარი ბაქტერია Neisseria lactamica (N. Lactamica) ჯანმრთელი ადამიანის, უფრო ხშირად ბავშვების ცხვრ-ხახაში ბინადრობს.
ითვლება, რომ ცხვირ-ხახაში  N. Lactamica-ს არსებობა იცავს მენინგიტის განვითარებისაგან, რადგანაც არ აძლევს ლორწოვან გარსში ამ დაავადების გამომწვევ Neisseria meningitidis (N. meningitidis) ბაქტერიას გამრავლების საშუალებას.

პროფესორ რობერტ რიდის (Robert Read) და მისი კოლეგების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა აღნიშნული ფენომენის არსებობა- N. Lactamica შემცველი ნაზალური წვეთები ხელს უშლიდნენ N. Meningitides ბაქტერიის ცხვირ-ხახაში გამრავლებას კვლევის მონაწილეთა 60%-ში.

მეცნიერებმა გადაწყვიტეს გაეზარდათ N. Lactamica ბაქტერიის აქტივობა და გადაექციათ იგი ცოცხალ ვექტორად, რომელიც
იმუნურ სისტემას "გააცნობდა" მენინგიტის გამომწვევს. ამისათვის  N. Lactamica-ს დნმ-ში შეიყვანეს   N. Meningitides-ის  გენი, მაკოდირებელი ზედაპირული ცილა, რომლის საშუალებითაც ბაქტერია ემაგრება ცხვირ-ხახის ლორწოვან გარსს.

გენმოდიფიცირებული N. Lactamica-ს შემცველი ცხვირის წვეთების კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ამგვარი ვაქცინა იწვევს მძლავრ იმუნურ პასუხს.

ამას გარდა, ამგვარი ბაქტერია დიდ ხანს
დარჩა ცხვირ-ხახაში, ყოველგვარი გვერდითი ეფექტების გამოწვევის გარეშე, კვლევის მონაწილეთა უმრავლესობაში, ერთჯერადი ჩაწვეთების შემდეგ. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ხანგრძლივ საიმედო დაცვას მენინგიტისგან. ვაქცინაციის აღნიშნული მეთოდი შესაძლებელია გამოყენებული იქნას სხვა ინფექციური დაავადებებისგან თავდასაცავად.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
კატეგორიის სხვა სტატიები
ცოფი (ლათინურად „რაბიეს“) მეტად საშიში, მომაკვდინებელი დაავადებაა.
უკანასკნელ პერიოდში, სავალდებულო აცრებთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი აზრი სამ ძირითად ჯგუფად გაიყო:
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრიპის ვირუსისგან თავდაცვის უსაფრთხო და ეფექტური მეთოდია.
ჩიკაგოს უნივერსიტეტის ექსპერტებმა დაადგნეს, მოსახლეობის რომელ ჯგუფშია გრიპით დასნებოვნების ყველაზე მაღალი რისკი.
ხათუნა ზახაშვილი - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი.
2017-2018 წლების გრიპის სეზონისთვის, საქართველოში ვაქცინაციისათვის რისკის პრიორიტეტულ ჯგუფებად განისაზღვრა:
გვესაუბრება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი:
- გრიპის საწინააღმდეგო აცრა უნდა გაუკეთდეს თუ არა ალერგიულ ბავშვს?
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად