ვაქცინაციის წარმატება აცრის გაკეთების დროზეცაა დამოკიდებული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვაქცინაციის წარმატება აცრის გაკეთების დროზეცაა დამოკიდებული

თუ დაზიანების ნიშნებს. ირლანდიის სამეფო ქირურგიული კოლეჯის დოცენტის ენი კერტისის (Annie Curtis) განცხადებით, ამ უჯრედების ადგილსამყოფელს დღეღამის ამა თუ იმ პერიოდში განსაზღვრავს ჩვენი შინაგანი ბიოლოგიური საათი. დღის საათებში იმუნური უჯრედები მიგრირებენ ქსოვილებში, ხოლო ღამით ცირკულირებენ მთელ სხეულში, ჩერდებიან რა ლიმფურ კვანძებში, რაც ინფექციასთან ეფექტიანი ბრძოლის შესაძლებლობას იძლევა.

როგორც კვლევებმა აჩვენა, ბიოლოგიური რითმები მოქმედებს ვირუსებისა და ბაქტერიების შეჭრის საპასუხოდ იმუნური რეაქციის სიმძაფრეზე და იმაზეც თუ რამდენად კარგად გაუმკლავდება ესა თუ ის ტიპის იმუნური უჯრედი თავის სამუშაოს. ამიტომ სრულიად ლოგიკურია, რომ აცრის გაკეთების დრო მნიშვნელოვანია მისი ეფექტურობისათვის.

მაგალითად კვლევის შედეგებით, რომელიც 2016 წელს გამოქვეყნდა ჟურნალში Vaccine, გრიპის საწინააღმდეგო აცრის დილას (9.00-დან 11.00-მდე) გაკეთებისას, ვირუსის მიმართ მეტი ანტისხეულები გამომუშავდება, ვიდრე დღის მეორე ნახევარში (15.00 - 17.00) ვაქცინირებისას. 2020 წლის ივლისში ჟურნალ JCI-ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, დილის 8 სთ-დან 9 სთ-მდე გაკეთებული ტუბერკულოზის საწინააღმდეგო აცრა უფრო ძლიერ იმუნურ პასუხს იძლევა, ვიდრე შუა დღეს ვაქცინაციისას.

ზოგადად, მრავალი ვაქცინის შემთხვევაში, ადრე დილით გაკეთებული აცრა, შუა დღესა და საღამოს გაკეთებულ ვაქცინაციაზე უფრო ეფექტურია.

"ამ ეფექტის ზუსტი მიზეზები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ ამის საფუძველი ჩვენი შინაგანი ბიოლოგიური საათით იმუნური სისტემის აქტივობის რეგულირებაა"- წერს კერტისი.