გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია

დადგენილია, რომ დროულად ჩატარებული გრიპის საწინააღმდეგო აცრა 70-90%-ით იცავს 65 წელზე უმცროსი ასაკის ჯანმრთელ მოსახლეობას გრიპით დაავადებისაგან და 30-70%-ით ამცირებს 65 წელზე უფროსი ასაკის პირთა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებს გრიპის ცალკეულ გართულებათა გამო (პნევმონია და სხვა გართულებები).

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო-ს) მონაცემებით, სეზონულ გრიპთან დაკავშირებული რესპირატორული დაავადებებით ევროპის რეგიონში ყოველწლიურად 44 000 ათასზე მეტი ადამიანი იღუპება, მსოფლიო მასშტაბით კი ცალკეული გართულებებით გამოწვეული ლეტალობა 650 000-ს აღწევს.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია. ვაქცინაცია გრიპისა და განსაკუთრებით მისი გართულებების არიდების ძირითადი საშუალებაა.

გრიპის ვირუსის მუდმივად ანტიგენური ცვლილებების გამო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველწლიურად აახლებს თავის რეკომენდაციებს ვაქცინის შემადგენლობასთან დაკავშირებით იმ ვირუსების წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლისათვის, რომელთა გამრავლება და ცირკულაციაც ყველაზე მეტად არის მოსალოდნელი მოახლოებულ სეზონზე. ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ქვეყნებში გრიპის სეზონად, ჩვეულებრივ, შემოდგომა და ზამთარი მიიჩნევა.

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები გამიზნულია გრიპის 3 ან 4 ვირუსისგან დასაცავად (შესაბამისად, სამვალენტიანი და ოთხვალენტიანი ვაქცინები). სადღეისოდ გრიპის საწინააღმდეგო სამვალენტიანი ვაქცინები შეიცავს А(H1N1) პდმ 09 და А (H3N2) ვირუსებს და B გრიპის ვირუსის ერთ შტამს, ოთხვალენტიანი ვაქცინები კი შეიცავს А (H1N1) პდმ 09 და А (H3N2) ვირუსებს და B გრიპის ვირუსის ორ შტამს.

იმის გამო, რომ გრიპის მოცირკულირე ვირუსები, საზოგადოდ, ხშირად მუტირებენ (ანუ განიცდიან მუტაციას), შესაძლოა ვაქცინის წარმოების პროცესში სახეშეცვლილი ვირუსები განსხვავდებოდნენ სეზონზე მოცირკულირე შტამებისაგან, ამის გამო გრიპის შესაბამის სეზონზე ვაქცინის ეფექტურობა შესაძლოა მოსალოდნელზე რამდენადმე დაბალი აღმოჩნდეს.

ვაქცინის ეფექტურობის ხარისხი გრიპის სეზონზე დამოკიდებულია არა მხოლოდ ვაქცინის პრეპარატზე, აგრეთვე ვაქცინირებულ პირებზე, მათ ასაკსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მოცირკულირე ვირუსების ტიპებსა და ქვეტიპებზე, ჩატარებული აცრების ვადებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის ეფექტურობა სეზონიდან სეზონამდე შეიძლება რამდენადმე ვარირებდეს, ვაქცინაციას მაინც დიდი შედეგი მოაქვს მოსახლეობისათვის. ის ამცირებს გრიპით დაავადების ზოგად რისკს, როგორც ვაქცინირებული პირებისათვის, ასევე სხვათათვის. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ვაქცინაცია გრიპის მძიმე გართულებათა საპროფილაქტიკო ეფექტური საშუალებაა.

ვისთვის არის განსაკუთრებულად საჭირო ვაქცინაცია?

  • იმ პირებისათვის, რომლებსაც გრიპის შემდგომი გართულებების მაღალი რისკი აქვთ. ესენი არიან 65 წელს გადაცილებული პირები, ასევე ბავშვები და მოზრდილები, რომლებსაც აღენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებები, სასუნთქი სისტემის პათოლოგიები, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, იმუნოდეფიციტი;
  • მათთვის, ვისაც პროფესიული საქმიანობის გამო, ყველაზე მეტად ემუქრება გრიპით დაავადება (სამკურნალო დაწესებულებათა მედპერსონალი, სოციალური სფეროს მუშაკები, მასწავლებლები და სხვა);
  • ყველასათვის, ვისაც სურს გრიპის გართულებათა არიდება (პედაგოგები, სტუდენტები, სპორტსმენები და ა. შ.).

ვაქცინაციის უკუჩვენებებიდან აღსანიშნავია:

  • ალერგიული რეაქციები ვაქცინის კომპონენტებზე – ქათმის ცილაზე;
  • მწვავე ცხელებითი მდგომარეობა;
  • ქრონიკულ დაავადებათა გამწვავება;
  • თირკმელზედა ჯირკვლების დაავადებები;
  • ნერვული სისტემის მემკვიდრული და დეგენერაციული პათოლოგიები.

ვაქცინაციასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვები

1) ნუთუ ასე საშიშია გრიპი, რომ აუცილებელი ხდება სეზონური გრიპისგან ვაქცინაციით დაცვა?

გრიპმა შესაძლოა მძიმე გართულებები და ლეტალური გამოსავალიც კი გამოიწვიოს. განსაკუთრებულად საშიშია ის მოხუცების, ბავშვებისა და ორსულებისათვის, ქრონიკულად მოავადე და დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პირებისათვის, მათთვის, ვისაც შაქრიანი დიაბეტი, გულის პათოლოგიები და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება აღენიშნება. გრიპისგან ყოველწლიურად ათასობით ადამიანი იღუპება.

2) შეუძლია თუ არა ვაქცინას გრიპის გამოწვევა?

გრიპის ვაქცინა თავად ვერ გამოიწვევს დაავადებას, რადგან არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს.

3) რატომ არის საჭირო ყოველწლიურად აცრა?

როგორც უკვე აღინიშნა, გრიპის ვირუსები მუდმივად მუტირებენ, შესაბამისად, ყოველ წელს, გრიპის სეზონზე ახალი შტამები ცირკულირებენ, გარდა ამისა, ვაქცინაციით შექმნილი გრიპის საწინააღმდეგო იმუნიტეტი თანდათანობით სუსტდება. სეზონური ვაქცინების შემადგენლობა ყოველ წელს ახლდება, რათა ახალ სეზონზე მოცირკულირე შტამებისაგან მაქსიმალური დაცვა უზრუნველყოს.

4) როდის უნდა ჩატარდეს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია?

ვაქცინაციის ჩატარება უმჯობესია გრიპის სეზონის დაწყებამდე, ოქტომბერ-ნოემბერში, სანამ დაიწყება ვირუსების ცირკულაცია, თუმცა, ვაქცინის მიღება გრიპის სეზონზეც კი არ არის გვიან, რადგან ვაქცინაცია ამცირებს გრიპით ავადობის შესაძლებლობას, რაც მთავარია – იცავს გართულებებისაგან.

5) რამდენად უსაფრთხოა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა?

აღნიშნული ვაქცინა 50 წელზე მეტია გამოიყენება. მას მილიონობით ადამიანი იღებს და მისი უვნებლობა წლებია მოწმდება. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ფუნქციობს ზედამხედველობა-კონტროლის (ე.წ. მონიტორინგის) სისტემები, რომლებიც საფუძვლიანად იკვლევენ და შეისწავლიან გრიპის წინააღმდეგ მიმართული იმუნიზაციის შედეგად აღმოცენებულ ნეგატიურ შემთხვევებს.