აცრის ეფექტურობა ადამიანის ასაკზეა დამოკიდებული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

აცრის ეფექტურობა ადამიანის ასაკზეა დამოკიდებული

აღმოჩნდა, რომ ხანდაზმული ადამიანები სხვებზე უფრო ხშირად ავადობენ გრიპით და უფრო ნაკლებად უყალიბდებათ იმუნიტეტი აცრის შემდეგ ვირუსის მიმართ.

ეს დასკვნა მეცნიერებმა გააკეთეს მას შემდეგ, რაც გააანალიზეს გრიპის ვირუსზე აცრილი 12 ხანდაზმული და 30 ახალგაზრდა მოხალისეს სისხლი. სისხლის ნიმუშებიდან გამოყვეს B-უჯრედების განსაკუთრებული ქვეტიპი - პლაზმობლასტები - უჯრედები, რომლებიც აწარმოებენ ანტისხეულებს უკვე ნაცნობი ვირუსების მიმართ.

აღმოჩნდა, რომ ხანდაზმული ადამიანების B-უჯრედები უფრო ცოტა, შედარებით სუსტ ანტისხეულებს გამოიმუშავებენ, რომლებიც რეაგირებდნენ ვირუსების ფართო სპექტრზე. ახალგაზრდა პირების პლაზმობლასტები გამოიმუშავებდნენ მეტი რაოდენობით სხვადასხვა ანტისხეულს, რომელიც მიმართული იყო კონკრეტული სახეობის ვირუსის საწინააღმდეგოდ. ამ მიზეზით ვაქცინებმა შეიძლება შედარებით სუსტი იმუნიტეტი განავითაროს ასაკოვან ადამიანებში.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასაკოვანმა პირებმა, რომლებიც ვირუსულ დაავადებათა რისკ-ჯგუფში შედიან, პროფილაქტიკური ვაქცინაცია არ უნდა ჩაიტარონ, პირიქით, სწორედ იმის გამო, რომ მათ დაბალი იმუნიტეტი აქვთ, ვაქცინაცია აუცილებელია. კვლევის შედეგები მხოლოდ იმას გვიხსნის, თუ რატომ არის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში აცრილ ადამიანს დაავადება მაინც ემართება.