პროფილაქტიკა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

პროფილაქტიკა

ყველა ოჯახს ცხოვრების საკუთარი რიტმი, სტილი, თავისი საყვარელი საქმიანობა და ჩვევები აქვს, რაც ბინის შესაბამისად მოწყობას მოითხოვს. ბინის მორთულობა არა მხოლოდ ლამაზი, ფუნქციურიც უნდა იყოს, მაგრამ ის, რაც მოხერხებულია ერთი ოჯახისთვის, შესაძლოა სრულიად გამოუსადეგარი იყოს მეორისთვის. ბინა ესთეტიკურიც უნდა იყოს და ჯანმრთელიც. მისი არჩევისა და მოწყობისას უამრავი ნიუანსი უნდა გავითვალისწინოთ, უპირველეს ყოვლისა კი ოჯახის ყველა წევრის მოთხოვნილებები, თვისებები, პროფესია და ჯანმრთელობა. თუ ბინის შეძენას აპირებთ, ნუ დაიზარებთ და ჩამოწერეთ ყველა თქვენი პრიორიტეტის სია.
კარგი ძილი ჯანსაღი ცხოვრების აუცილებელი კომპონენტია. კარგად გამოძინებული ადამიანი მთელი დღე მხნედ არის. ძილი ძალთა აღდგენის საშუალებად და საუკეთესო წამლად მიიჩნევა. როგორ გძინავთ, რამდენ ხანს გძინავთ და რა ხდება ძილის დროს - ეს ყველაფერი საკვანძო როლს ასრულებს ენერგიის წარმოქმნაში. ბედნიერია ის, ვისაც ძილი განსაზღვრულ დროს, განსაზღვრული ხნით ეწვევა და როგორც მოვიდა, ისევე ჩუმად და შეუმჩნევლად ტოვებს. ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ, როგორი ძილი ითვლება სწორ ძილად, რა და როგორ უნდა გააკეთოთ დაძინების წინ და მრავალ სხვა საინტერესო ფაქტს.
ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ყველა სასიცოცხლო პროცესი კვების რეჟიმსა და საკვების შემადგენლობაზეა დამოკიდებული. ცოცხალი ორგანიზმი ცხოველმყოფელობის პროცესში განუწყვეტლივ ხარჯავს საკვებში შემავალ ნივთიერებებს. ამ ნივთიერებათა უმრავლესობა "იწვება" (იჟანგება) ორგანიზმში, რის შედეგადაც გამოთავისუფლდება ენერგია. ამ ენერგიას ორგანიზმი იყენებს სხეულის მუდმივი ტემპერატურის შესანარჩუნებლად, შინაგანი ორგანოების (გული, სასუნთქი აპარატი, სისხლის მიმოქცევის ორგანოები, ნერვული სისტემა და სხვა) ნორმალური ფუნქციობისთვის, ფიზიკური სამუშაოს შესასრულებლად. კვება სიცოცხლის პირველი და აუცილებელი პირობაა.
ცხოვრების ჯანსაღი წესი - ხშირად გვესმის და ალბათ არაერთხელ დავფიქრებულვართ კიდეც ამ ფორმულირებაზე. მაინც რა არის ეს ჯანსაღი წესი, რას გულისხმობს, რას მოიცავს? თუმცა მთავარი დეტალები ბევრს სათანადოდ არც კი აქვს გაცნობიერებული, მაინც ყველამ იცის, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი ორგანიზმის ჯანმრთელობის, დღეგრძელობის, სოციალურ ფუნქციათა სრულფასოვნად განხორციელების საწინდარია. სხვა საკითხია, ვინ როგორ მისდევს ამ წესს. ან კი როგორ უნდა მისდიოს ზოგიერთმა, თუ მისი არსიც კი არ აქვს გათავისებული?! ამიტომაც გადავწყვიტეთ, ჩვენი ჟურნალის ერთ-ერთი ნომერი ამ უმნიშვნელოვანესი თემისთვის მიგვეძღვნა, მკითხველისთვის სასარგებლო რჩევების ფონზე კიდევ ერთხელ განგვემარტა ცხოვრების ჯანსაღი წესის არსი, მისი მთავარი პრინციპები, მათი დანერგვისა და დაცვის აუცილებლობა. ასე რომ, დაიწყეთ ახალი წელი ცხოვრების ახალი, ჯანსაღი წესით!
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს სიკვდილიანობის მაჩვენებლით ისევ ლიდერის პოზიცია უჭირავს. რასაკვირველია, ექიმები მრავალ დაავადებას მკურნალობენ და წამლებიც გვეხმარება, თითქმის ჩვეული რეჟიმით ვიცხოვროთ, მაგრამ რაღაცაზე უარის თქმა მაინც გვიხდება, ამიტომ უმჯობესია, თუ დაავადებამდე საქმეს არ მივიყვანთ, ამისთვის კი უნდა ვიცოდეთ, რა უყვარს გულს. გულს ყველაზე მეტად ალბათ მოძრაობა სურს. უმოძრაოდ ყოფნას ხანმოკლე ვარჯიშიც კი სჯობს. დღეში 30 წუთის განმავლობაში სიარული - ეს ის მინიმუმია, რომელიც აუცილებელია გულის ფორმაში შესანარჩუნებლად.
ნაჩვენებია მე-2 გვერ 3 - დან
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
ზაფხული, სხვა ღირსებებთან ერთად, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ჩვენს განწყობას ჩვენივე ტვინის ქიმია განსაზღვრავს. მისმა მცირე ძვრამაც კი შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად