ქალის ჰიგიენა კლიმაქსურ და კლიმაქსის შემდგომ პერიოდში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქალის ჰიგიენა კლიმაქსურ და კლიმაქსის შემდგომ პერიოდში

სასქესო ორგანოთა ჰიგიენა

სასქესო ორგანოთა ჰიგიენა იმ წესებისა და პრაქტიკული ღონისძიებების ერთობლიობაა, რომლებიც სასქესო ორგანოთა ნორმალურ ფუნქციობას, ამა თუ იმ დაავადებისგან დაცვას უზრუნველყოფს. მთავარი პირობა სისუფთავის დაცვა და რეგულარული დაბანაა. აი, რა უნდა გაითვალისწინონ ქალებმა მენოპაუზის (მენსტრუაციის ფიზიოლოგიური შეწყვეტის) შემდგომ პერიოდში:

  • სასქესო ორგანოთა მოვლა, დაბანა, სისუფთავის დაცვა და ჯანმრთელობის კონტროლი ისევე რეგულარული და ინტენსიური უნდა იყოს, როგორც აქტიური მენსტრუაციული ფუნქციის პერიოდში. უფრო მეტიც: განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაბანის წესს - არ არის სასურველი ძლიერი მადეზინფიცირებელი საშუალებების (მათ შორის - კალიუმის პერმანგანატისა და სოდიანი ხსნარის) ხშირი გამოყენება, ვინაიდან ისინი აშრობს სასქესო ორგანოთა კანს და აქვეითებს მათ სენშეუვალობას. აქედან გამომდინარე, კლიმაქსურ და კლიმაქსის შემდგომ პერიოდში ჰიგიენური პროცედურებისთვის რეკომენდებულია მზესუმზირას სტერილიზებული ზეთისა და მცენარეთა პროფილაქტიკური ნაყენების გამოყენება.
  • მენოპაუზა ხშირად საშოს სიმშრალის მთავარი მიზეზია. კლიმაქსურ და კლიმაქსის შემდგომ პერიოდში, როდესაც მცირდება ქალის სასქესო ჰორმონების - ესტროგენებისა და პროგესტერონის გამომუშავება, ქვეითდება იმ უჯრედების ფუნქციაც, რომლებიც საშოს დამატენიანებელი სპეციალური სეკრეტის (გამონაყოფის) წარმოქმნაზე აგებენ პასუხს. ფიზიოლოგიურად ამ უჯრედების ფუნქციას ჰორმონებთან ერთად ვეგეტატიური ნერვული სისტემაც არეგულირებს. კლიმაქსურ პერიოდში ნერვული სისტემის ამ რგოლის ფუნქციური ცვლილებები საშოს უჯრედების აქტივობაზეც უარყოფითად აისახება და საბოლოო ჯამში ქალს უამრავ პრობლემას უქმნის: საშოს სიმშრალის გამო მტკივნეული ხდება სქესობრივი კონტაქტი, სეკრეტის სიმცირე, მის შემადგენლობაში შემავალი ლეიკოციტებისა და იმუნოგლობულინების ნაკლებობა ასუსტებს საშოს დამცავ ძალებსა და მიკრობებისადმი წინააღმდეგობის უნარს. ამის გამო ქალმა მენოპაუზის შემდგომ პერიოდში დიდი რაოდენობით სითხე უნდა მიიღოს, თუ, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა ამის საშუალებას აძლევს. ყოველ შემთხვევაში, სითხის სათანადო, დღიური ულუფის მიღება მაინც მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს. გარეთა სასქესო ორგანოების დასამუშავებლად რეკომენდებულია ქაცვის ზეთის, E და A ვიტამინების შემცველი კრემების გამოყენება.
  • ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ძვრებისა და ნერვული სისტემის ფუნქციური ცვლილებების გამო კლიმაქსურ პერიოდში ხშირია გარეთა სასქესო ორგანოების ქავილი და სხვადასხვა ტიპის მომატებული მგრძნობელობა. ამის გამო დიდი ყურადღება უნდა მიექცეს საცვლების ხარისხს, სისუფთავეს, კვების რაციონს. რეკომენდებულია მხოლოდ ბამბისა და სელის საცვლების ტარება, რაციონიდან უნდა გამოირიცხოს მარილიანი და ცხარე კერძები, შებოლილი სურსათი. სასქესო ორგანოთა ჰიგიენის პარალელურად დიდი ყურადღება უნდა მიექცეს მთელი სხეულის სისუფთავესა და მოვლას. საშოს ნორმალური მიკროფლორის დისბალანსის გამო, აგრეთვე - მოსალოდნელი ინფექციების თავიდან ასცილებლად, აბაზანებზე მეტად შხაპის მიღებაა რეკომენდებული. შხაპი რეგულარული უნდა იყოს. გარდა ამისა, სასურველია, სხეული ყოველდღე დაიზილოთ ოთახის ტემპერატურის წყლით. ამით მხოლოდ კანის სიქორფეს კი არ შეინარჩუნებთ, არამედ ნერვულ სისტემასაც გაიჯანსაღებთ და ორგანიზმსაც გაიკაჟებთ. აუცილებელია აგრეთვე კანის დამატენიანებელი კრემების ან ქაცვის ზეთის სისტემატური შეზელა - კანი ხომ ესტროგენების დონის შემცირების კვალდაკვალ უფრო და უფრო შრება, ჭკნება და ბერდება.

 

კვების ჰიგიენა

კვების ჰიგიენა კლიმაქსურ და კლიმაქსის შემდგომ პერიოდში ისევე აქტუალურია, როგორც სასქესო ორგანოთა და, საზოგადოდ, სხეულის ჰიგიენა. კვების რაციონალურ რეჟიმსა და რაციონის სრულფა-სოვნებაზე დამოკიდებულია კლიმაქსური პერიოდის ნორმალური მიმდინარეობა და ორგანიზმის სიჯანსაღე ხანდაზმულ ასაკში. აუცილებელია კალციუმით, მაგნიუმით, მიკროელემენტებითა და ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება. ქალის ორგანიზმში ესტროგენების დონის შემცირება განსაკუ-თრებულ დაღს ასვამს კალციუმის ცვლას, ამიტომაც არის, რომ ძვლების გამეჩხერება (ოსტეოპოროზი), ზოგადი სისუსტე, ადვილად დაღლა, კუნთებისა და ძვლების ტკივილი, სიარულის მანერის შეცვლა, ნევროლოგიური ხასიათის დარღვევები მენოპაუზის შემდგომ პერიოდში ასე ხშირია. კალციუმის იონები აუცილებელია არა მხოლოდ კუნთოვანი სისტემის კოორდინირებული ფუნქციობისთვის (შეკუმშვითი ფუნქციის რეგულაციისთვის), არამედ ჰორმონთა ცვლისთვის, სასიცოცხლო პროცესთა ნორმალურად წარმართვისთვის, მჟავატუტოვანი წონასწორობის შენარჩუნებისთვის, ფერმენტთა გააქტიურებისთვის, ნეირორეგულატორების (ნეირონთაშორისი კომუნიკაციის აღმასრულებელი ქიმიური ნივთიერებების) გამოყოფისა და, საზოგადოდ, ნერვული სისტემის ნორმალური მუშაობისთვის. ამ თვისების გამო ზოგიერთი ნეიროფიზიოლოგი კალციუმს საუკეთესო ბუნებრივ დამამშვიდებელ საშუალებად მიიჩნევს. აქედან გამომდინარე, ქალის ორგანიზმისთვის ის მეტად მნიშვნელოვანი ელემენტია. კლიმაქსურ პერი-ოდში კვების რაციონი განსაკუთრებით მდიდარი უნდა იყოს რძის ნაწარმით, ხილითა და ბოსტნეულით. რეკომენდებულია უჯრედისითა და ცხოველური ცილით მდიდარი სურსათი. უნდა შეიზღუდოს ცხოველური ცხიმისა და ძნელად მოსანელებელი კომპონენტების შემცველი საკვები.

 

შრომისა და ფიზიკური აქტივობის ჰიგიენა

შრომის, ფიზიკური აქტივობისა და დასვენების მართებული რეჟიმი ქალის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიურ ძვრებს აბალანსებს, ხელს უწყობს ენდოკრინული (შინაგანი სეკრეციის) და ნერვული სისტემების გადაწყობას, მათი ფუნქციური ცვლილებების უპრობლემოდ წარმართვას. კლიმაქსურ და კლიმაქსის შემდგომ პერიოდში, როგორც არასდროს, ისეა საჭირო სუფთა ჰაერზე სეირნობა, ფიზიკური აქტივობა, გამაჯანსაღებელი ვარჯიშების რეგულარული შესრულება, მაგრამ დაუშვებელია გადატვირთვა, ფიზიკური თუ ფსიქიკური გადაძაბვა. სათანადო დრო უნდა დაეთმოს დასვენებას. აქტიური დასვენება უფრო ეფექტური და სასარგებლოა. აუცილებელია ძილის რეჟიმის მოწესრიგება. ძილის ნაკლებობა, ღამისთევა, ბიოლოგიური რიტმის აღრევა ამძიმებს კლიმაქსური პერიოდის მიმდინარეობას, ასუსტებს ქალის ორგანიზმს. გადაღლასა და უძილობას მწყობრიდან გამოჰყავს ისედაც რთული ფუნქციური ცვლილებების წინაშე მდგარი ორგანიზმის ცალკეული სისტემები. არანაკლებ მნიშვნელოვანია შრომის ჰიგიენაც. საყვარელი საქმისადმი განწყობა-დამოკიდებულების შეცვლა, წლების განმავლობაში წესად ქცეულ საქმიანობასა თუ, საზოგადოდ, სამუშაოზე გულის აცრუება, კლიმაქსურ პერიოდში ბევრ ქალს ახასიათებს. ზოგიერთს ეს ადრე თუ გვიან გაუვლის, ზოგიერთს კი სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვება. ეს ბუნებრივი მოვლენა ქალის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური ძვრების ბრალია. საქმის იძულებით კეთება და ფსიქიკური მდგომარეობის უფრო მეტად დამძიმება არამც და არამც არ შეიძლება. შრომა და საქმიანობა ამ პერიოდში ერთიორად სახალისო და სასიამოვნო უნდა იყოს.

 

ფსიქოჰიგიენა

კლიმაქსურ პერიოდში ქალს ახლობელთა განსაკუთრებული სითბო, ალერსი და ყურადღება სჭირდება. უსიამოვნება, სტრესები, გამაღიზიანებელი ფაქტორები ხელს უწყობს ნევრასთენიული სინდრომის ჩამოყალიბება-გაღრმავებას. ნევრასთენია გახლავთ ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური ხასიათის დარღვევა, ნევროზის ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც ასთენიური სინდრომი ახასიათებს (ასთენია სისუსტეს ნიშნავს). ამAპათოლოგიის კლინიკურ სურათში ჭარბობს ასთენიური გამოვლი-ნებები: ფსიქიკური და ფიზიკური დაღლილობა, ძლიერი სისუსტე, შრომისუნარიანობის, მეხსიერებისა და გუნება-განწყობის დაქვეითება, დაბნეულობა, მოსვენებისა და განმარტოებისკენ ლტოლვა, მოთხოვნილება ხანგრძლივი დასვენებისა, რომელიც ენერგიას ვერ აღგიდგენთ. ნევრასთენიის დროს ქალები უჩივიან სასიცოცხლო ძალთა განლევას, ენერგიისა და სიცოცხლის ხალისის გაქრობას, გუნება-განწყობის დაქვეითებას, სისუსტეს. ბევრი მცირედ დატვირთვასაც კი ვერ უძლებს. სქესობრივი ფუნქციის დაქვეითების გამო ზოგიერთს დეპრესია იპყრობს. მათ უგუნებობასა და გაღიზიანებას ალერსი, სითბო და სიყვარული უნდა დაუპირისპიროთ.