განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ჰიგიენა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ჰიგიენა

განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ჰიგიენა
ბეჭდური თუ სამაუწყებლო მედიის საშუალებით სულ უფრო ხშირად ისმის მოწოდებები და რეკომენდაციები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისათვის სოციუმში ინტეგრაციის მაქსიმალურად გაადვილების შესახებ. თუმცა სერიოზული სოციალური პროექტების დაწყებისას ხშირად მთავარი დავიწყებულია, რომ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა დიდი ნაწილი უკომფორტოდ და არასრულფასოვნად ყველაზე მეტად ზოგჯერ საკუთარ სახლში გრძნობს თავს.


აბაზანა ის ადგილია, სადაც ნებისმიერ ადამიანს განმარტოება და საკუთარ თავზე ზრუნვა სჭირდება, ზოგი პირად ჰიგიენას დამოუკიდებლად ვერც კი წარმართავს, ამ დროს ძლიერ ითრგუნება ადამიანის თავმოყვარეობა. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების სოციუმში ინტეგრაცია იმით
უნდა დაიწყოს, რომ მათ თავის მოვლა დამოუკიდებლად შეძლონ. სახლსა თუ სტაციონარში ამ კატეგორიის ადამიანთა ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად, საბედნიეროდ, მრავალფეროვანი პროდუქცია იქმნება, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის პირებსა და მათი ოჯახის წევრებს მნიშვნელოვნად უადვილებს ჰიგიენური წესების სრულფასოვან განხორციელებას.

დაბანა წყლის გარეშე
ამგვარი პროცედურისათვის ბევრი საშუალება არსებობს, რომლებიც აადვილებს
ეტლში მსხდომთა თუ ხანგრძლივად საწოლს მიჯაჭვულთა ჰიგიენას.

ასეთი საშუალებებით მნიშვნელოვნად იზოგება დროც და მსგავსი კატეგორიის პაციენტების მომვლელთა შრომაც. მათი გამოყენებისას აღარ არის საჭირო აბაზანის დეზინფექცია, პაციენტის გადაყვანა ერთი ადგილიდან მეორეში და სხვა.

არსებობს მთელი სხეულისა და მისი ნაწილობრივი დამუშავების საშუალებები, ასეთებია:

  • დასაბანი ლოსიონით გაჟღენთილი ჰიგიენური ხელთათმანები. მათი დახმარებით შესაძლებელია ფიზიოლოგიური მომენტებისას შეუკავებლობის მქონე ან საკუთარი თავის მოვლის უნარშეზღუდული პაციენტების მოვლა.
  • ჰიპოალერგიული ლოსიონი, რომელიც არ საჭიროებს ჩამობანას – გაშრობისას იგი კანზე დამცავ ფენას ქმნის, რომელიც სველი ხელსაწმენდის საშუალებით სცილდება კანის საფარველს და ატენიანებს კიდეც მას. არ შეიცავს სპირტს.
  • შამპუნი მწოლიარე პაციენტებისთვის, მათი უნიკალურობა ისაა, რომ ასევე არ საჭიროებენ წყალს და თმას შესანიშნავად აცილებენ უსიამოვნო სუნს. ამ შამპუნის ფორმულა იმგვარადაა შედგენილი, რომ თმაზე დარჩენილი პროდუქტი უვნებლად იშლება. გამოყენების წესი: წაუსვით შამპუნი პაციენტს თმაზე, ქაფი ნელი მოძრაობით შეაზილეთ თმაში და დატოვეთ რამდენიმე წუთით, შემდეგ შეუმშრალეთ პირსახოცით.
  • თმის დასაბანი ქუდები – ეს შამპუნისა და კონდიციონერის კომბინაციაა.

გამოყენების წესი: ქუდი უნდა დააფაროთ თავზე, შემდეგ ასევე ნაზი მასირებით შეაზილეთ დასაბანი საშუალება თავის კანსა და თმებში, მოხადეთ ქუდი, თმა კი შეამშრალეთ და დავარცხნეთ.

  • მალამოები, ჟელეები, ლოსიონები და ქაფები – ისინი ასევე განკუთვნილია ყოველდღიური ტუალეტისთვის, შეიცავენ ანტიბაქტერიულ დანამატებს, რომლებიც ხელს უშლიან ნაწლავის ჩხირის, სტაფილოკოკების, სტრეპტოკოკების, სალმონელების მაინფიცირებელ მოქმედებას, არბილებენ კანს და მტკიცე დაცვის გარანტიას იძლევიან. ასეთ საშუალებათა უმრავლესობა შეიცავს ალოეს, პანთენოლს და კრეატინს.

ელექტრონული ტუალეტები

ელექტრონული ტუალეტების დამონტაჟებით საკმაოდ ბევრ ქვეყანაში მნიშვნელოვნად შეიცვალა განსაკუთრებული საჭიროების მქონეთა ცხოვრების ხარისხი.

სპეციალური სადგამების საშუალებით მათ დამოუკიდებლად შეუძლიათ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, სპეციალური, უნიტაზში დამონტაჟებული საბანი მოწყობილობა კი მოშარდვისა და დეფეკაციის შემდგომ ინტიმური ზონების დაბანის საშუალებას იძლევა.

დაბანის შემდგომ ირთვება სპეციალური საშრობი, ასე რომ, შეზღუდულ პორობებშიც კი ადამიანს არ ესაჭიროება დამატებითი მოძრაობა და ხელის დახმარება.

ერთჯერადი ტუალეტები

ეს ჰიგიენური პაკეტებია, რომლებიც ძალიან ჰგავს ერთჯერად ტუალეტს. ისინი არ ატარებენ სითხეს, რამდენადაც სპეციალური შიდა საფენები სითხესა და პაკეტის შიგთავსს ჟელესმაგვარ ნივთიერებად გარდაქმნიან. მათ გააჩნიათ თვითწელვადი თასმები, რომლებიც სუნისა და ექსკრემენტების საწოლში გადმოღვრის იზოლაციას ახდენენ.

გამოყენების წესი: შესაბამისი ზომის პაკეტი უნდა ჩამოეცვას სუდნოს ან ღამის ქოთანს, გამოყენების შემდგომ ის იხსნება, იკვრება და უტილიზდება.

მწოლიარე პაციენტებისთვის რეკომენდებულია ასევე სითხის შემწოვი ერთჯერადი ზეწრებისა და საფენების გამოყენება.

სავარძელი და სკამ-ტუალეტები

არსებობს სავარძლისა და სკამ-ტუალეტების რამდენიმე მოდიფიკაცია. მათი დასადგამი პირდაპირ უნიტაზზე მაგრდება, რაც ზრდის ჯდომისთვის საჭირო ადგილს და სიმაღლეს.

ისინი განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის, ეტლში მსხდომთათვის და ხანგრძლივი რეაბილიტაციის პირობებში გამოიყენება.

პამპერსები და ერთჯერადი ტრუსები


ერთჯერადი ტრუსები გამოიყენება პამპერსების ალტერნატივად, რადგანაც მათი ტარება გაცილებით კომფორტულია.

კანისა და შინაგანი ორგანოების ჯანმრთელობისთვის აუცილებელია მათი გამოყენების რამდენიმე წესის დაცვა: პამპერსებისა და ერთჯერადი ტრუსების ტარებისას საჭიროა გარკვეული რეჟიმის დაცვა და ჰიგიენური პროცედურების ჩატარება.

უროლოგიური საფენები შექმნილია სხვადასხვა ხარისხით გამოხატული შარდის შეუკავებლობისას. მათი შემწოვი უნარის მიხედვით, განირჩევა ქალისა და მამაკაცის სატარებელი საშუალებები, რაც გასათვალისწინებელია მათი შეძენისას.

პამპერსებსა და ტრუსებზე შეწოვილი სითხის რაოდენობა მარკირებულია მილილიტრებითა და წვეთებით, როდესაც ვითარება მათი ხშირი ცვლის საშუალებას არ იძლევა, უმჯობესია მაღალი აბსორბციის მქონე პროდუქციის შეძენა.

არსებობს დღისა და ღამის მოდელები, ეს უკანასკნელნი მაღალი აბსორბციით გამოირჩევიან. დიდი ზომის პამპერსების შეძენა არ ამართლებს - ერთი მხრივ, პაციენტისთვისაა უსიამოვნო, მეორე მხრივ კი, ე.წ. “ავარიულ სიტუაციებს” იწვევს.

თანამედროვე პამპერსების სტრუქტურა ორგვარია: ერთის გარეთა შრე დამზადებულია ჰაერგამტარი მასალისგან, მეორე - ტრადიციული საფენია.

ე.წ. “მსუნთქავი” საფენები მინიმუმამდე ამცირებენ ნაწოლებისა და ალერგიის გაჩენის ალბათობას. აქტიურმა ადამიანებმა უმჯობესია ერთჯერადი, შეუმჩნეველი საფენები ატარონ, რომლებიც მოძრაობისას არ შრიალებენ. ისინი საიმედო მწებავი სამაგრებით მაგრდება თეძოებზე, მუცელსა და საზარდულზე. ზოგიერთი აღჭურვილია სითხის მგრძნობიარე ინდიკატორით.

აბაზანაში საჭირო დამხმარე აქსესუარები

განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირის აბაზანა აუცილებლად აღჭურვილი უნდა იყოს დამხმარე საყრდენი საშუალებებით, ისინი ასევე საჭიროა ხანდაზმულების, ფიზიკურად დასუსტებული ადამიანების, მოძრაობისას კოორდინაციის დარღვევის შემთხვევაში, ოპერაციებისა და ტრავმების შემდგომ პერიოდში.

ასეთებია:

  • სკამი-საყრდენი - აბაზანისა და შხაპისთვის;
  • აბაზანის კიბე - ეს ის დამხმარე საშუალებებია, რომლებიც წყლის პროცედურებს გაცილებით კომფორტულსა და უსაფრთხოს ხდიან;
  • გასაბერი თავსაბურავი და სხეულსაბურავი - მწოლიარე პაციენტის თავისა და სხეულის დამოუკიდებლად დაბანისას გამოიყენება, მათი დახმარებით შესაძლოა ცალკე თავისა და ცალკე სხეულის დაბანა;
  • აბაზანის ხელსაკიდები - საჭიროა იმ ადამიანთა დასაზღვევადაც, რომელთაც კოორდინაციისა და წონასწორობის დარღვევები ახასიათებთ;
  • აბაზანაში ჩასადგომის დამონტაჟებაც შესაძლებელია ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ მდგომარეობაში, რაც უნივერსალურია სხვადასხვა სიმაღლის ადამიანებისთვის, ასევე ამპუტირებული კიდურების მქონეთათვის.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
პირადი ჰიგიენა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით წელიწადის ცხელ პერიოდში, ბუნებაში აქტიურად ყოფნისას.
რა მდგომარეობაა თბილისის სილამაზის სალონებში, არსებობს თუ არა C ჰეპატიტით,
ნახეთ ვიდეო: რეალური ისტორია - როგორ ავრცელებდა მზარეული ეპიდემიას: ათასობით ადამიანი ტიფით დაავადდა.
ინდოელი მუსულმანი აქტივისტები ოჯახებში დადიან და "დასავლურ" უნიტაზებს ამტვრევენ, რათა ჭეშმარიტმა მუსულმანმა
გაეროს ბავშვთა ფონდმა 15 ოქტომბერი ხელების დაბანის მსოფლიო დღედ გამოაცხადა (Global Handwashing Day). როგორც გაეროს და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტები აცხადებენ, დაუბანელი ხელების პრობლემას, მსოფლიოს მასშტაბით, კატასტროფული შედეგები აქვს.
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკები შედის. აღნიშნულ ლითონს ანტიმიკრობული თვისებები აქვს – 650 სახეობის მიკრობის განადგურება შეუძლია,
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად