პირადი ჰიგიენის წესები
თერმორეგულაციის, ცვლითი, იმუნური, სეკრეტორული, რეცეპტორული, სასუნთქი და სხვა ფუნქციები.
· ყოველდღე დაიბანეთ ტანი თბილი წყლით. ადამიანის კანიდან კვირის განმავლობაში გამოიყოფა 300 გრ-მდე ცხიმი და 7 ლ-მდე ოფლი. კანის დამცველობითი ფუნქცია რომ არ დაირღვეს, აუცილებელია ამ გამონაყოფის რეგულარული ჩამობანა. წინააღმდეგ შემთხვევაში კანზე იქმნება მიკრობების, სოკოებისა და სხვა მავნე მიკროორგანიზმების გამრავლებისთვის ხელსაყრელი პირობები.
· ყურადღება მიაქციეთ ხელებისა და ფრჩხილების სისუფთავეს. კანის ღია უბნები განსაკუთრებით ექვემდებარება დაბინძურებას. ჭუჭყში არსებული მიკროებები შეიძლება ხელიდან პირში მოხვდეს საკვებთან ერთად. დიზენტერიას ასეც უწოდებენ "ჭუჭყიანი ხელების დაავადებას". ხელი უნდა დავიბანოთ საპირფარეშოში შესვლამდე, აუცილებლად, ტუალეტის შემდეგ, ჭამის წინ და შემდეგ, ცხოველებთან კონტაქტის შემდეგ. ქუჩაში ყოფნისას, ხელები გაიწმინდეთ სველი ხელსახოცით, მიკრობების ნაწილის მოშორების მიზნით.
· ფეხები უნდა დაიბანოთ ყოველდღე გრილი წყლითა და საპნით, რაც ოფლის გამოყოფასაც შეამცირებს.
ლალი ჩხიკვაძე