როგორ შევარჩიოთ ტანის ლოსიონი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევარჩიოთ ტანის ლოსიონი

მაგრამ კანის მოვლამ ეფექტი რომ გამოიღოს, აუცილებელია, სწორად, ორგანიზმის მოთხოვნისამებრ შევარჩიოთ მოსავლელი საშუალებები. ზოგ ქალს ბუნებრივად აქვს ცხიმიანი კანი. ასეთ კანს მხოლოდ წყლის ბალანსის შენარჩუნება და სასარგებლო მიკროელემენტებით კვება სჭირდება. ზოგს შხაპის შემდეგ კანის დაჭიმულობა და აქერცვლა აწუხებს, ამიტომ იძულებულია, უხვად გამოიყენოს დამატენიანებელი კრემები და ლოსიონები.

რა არის ტანის ლოსიონი და რით ვიხელმძღვანელოთ მისი შერჩევისას?

ტანის ლოსიონი კოსმეტიკური პროდუქტია, რომლის ძირითადი ფუნქციაა კანის დანოტივება. ის კრემზე გაცილებით მსუბუქია და კონსისტენციით წყალს უფრო ჰგავს. კრემის შერჩევისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ კანის ტიპი, ლოსიონი კი თითქმის ყველა ტიპის კანს მიესადაგება, განურჩევლად სიმშრალის ხარისხისა. ლოსიონი შეგიძლიათ წაისვათ როგორც შხაპის მიღების შემდეგ, ისე მისგან დამოუკიდებლადაც, ნებისმიერ დროს მთელი დღის განმავლობაში. ის საკმაოდ კარგად შეიწოვება, არ ტოვებს ცხიმოვან აპკს და წასმიდან რამდენიმე წუთის შემდეგ უკვე შეიძლება ტანსაცმლის ჩაცმა.

ტანის ლოსიონის ყველაზე პოპულარული ინგრედიენტებია:

  • ტკბილი ნუშის ზეთი. ამ ინგრედიენტის პოპულარობა იმითაა განპირობებული, რომ მშრალ კანსაც კი შესანიშნავად არბილებს, ანიჭებს ხავერდოვნებას და აბრეშუმის სინაზეს. ნუშის ზეთი აბაცებს სტრიებს, აღადგენს კანში წყლის ბალანსს.
  • ალოეს ექსტრაქტი. ის ნაკაწრების, გაღიზიანებული და აწითლებული უბნების მოშუშებაში გვეხმარება. ალოე ვერა შესანიშნავად კვებავს, აღადგენს და ამშვიდებს მგრძნობიარე კანს. ამ ექსტრაქტის შემცველი ლოსიონები ნებისმიერი ტიპის კანს ესადაგება. კოსმეტოლოგიაში ამ მცენარეს საკმაოდ ხშირად იყენებენ, რადგან სიმშრალისა და ნაოჭების საწინააღმდეგო შესანიშნავი საშუალებაა.
  • კაკაოს ცხიმი. ის კანს სიმკვრივეს, ელასტიკურობას უბრუნებს.
  • შის ზეთი. თუ კანი მეტისმეტად მშრალია და აქერცვლისა და გაღიზიანებისკენ არის მიდრეკილი, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ამ ინგრედიენტს. დღეს ის ტანის პრაქტიკულად ყველა ხარისხიანი ლოსიონის შემადგენლობაში შედის.

უკეთესი ეფექტის მისაღებად წაისვით ლოსიონი აბაზანის ან შხაპის შემდეგ - ამ დროს კანის ფორები ღიაა და კოსმეტიკური საშუალება უკეთესად შეიწოვება. ტანის ლოსიონი შეიძლება წაისვათ ყველგან, მკერდისა და დეკოლტეს ჩათვლით. უკეთესია, კანის თითოეული ზონისთვის ცალკე კოსმეტიკური პროდუქტი გქონდეთ, მაგრამ ყველას როდი აქვს საშუალება, სხეულის ყველა ნაწილისთვის ცალ-ცალკე შეიძინოს ძვირად ღირებული დამატენიანებელი საშუალება. ასეთ დროს ლოსიონი საუკეთესო გამოსავალია. წელიწადის თბილ დროს, როდესაც დიდხანს გიწევთ ყოფნა მზის მცხუნვარე სხივების ქვეშ, უპირატესობა მიანიჭეთ ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი შPF ფილტრის მქონე ლოსიონს, ზამთარში კი მკვებავი ზეთის შემცველი პროდუქტი შეიძინეთ. გახსოვდეთ ლოსიონის გამოყენების ოქროს წესი: ზაფხულში აუცილებელია სხეულის დაცვა, ზამთარში - კვება. ტანის ლოსიონის შეძენამდე კარგად გაეცანით მის შემადგენლობას - ზოგიერთმა ინგრედიენტმა შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. სამწუხაროდ, ბევრი კომპანია აწარმოებს ტანის იაფფასიან ლოსიონებს, რომლებიც არ შეიცავს ნატურალურ ზეთებსა და მცენარეულ ექსტრაქტებს. ეცადეთ, შეძლებისდაგვარად შეიძინოთ ხარისხიანი, ბუნებრივი ინგრედიენტების შემცველი ნაწარმი, რომელიც სხეულის მოვლაში ნამდვილად დაგეხმარებათ.