ინტიმური ზონის ჰიგიენა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

ინტიმური ზონის ჰიგიენა

ინტიმური ზონის ჰიგიენა
ბავშვობაში ყველას გვასწავლიდნენ, რომ უნდა დავიბანოთ ხელები ჭამის წინ, გამოვიხეხოთ კბილები ძილის წინ, დავიჭრათ ფრჩხილები კვირაში ერთხელ, მაგრამ ცოტას თუ ეხსომება, მშობლები ინტიმური ზონის ჰიგიენაზე დალაპარაკებოდნენ. არადა, ამ ელემენტარული წესების დაუცველობამ შეიძლება მრავალი უსიამოვნება მოგვაყენოს.

ინტიმური ჯანმრთელობის ყველაზე მარტივი და მნიშვნელოვანი პირობაა დაბანა ყოველ დილა-საღამოს და სქესობრივი სიახლოვის შემდეგ.


დაბანა ჯობს თბილი გადადუღებული წყლით. ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყეთ საპონი - ის შეიცავს ტუტეს, რომელიც საზიანოა სასქესო ორგანოების მიკროფლორ
ისთვის. ამ ზონის დასაბანად გამოიყენეთ სპეციალური ინტიმური გელი. შეძენისას ყურადღება მიაქციეთ გელის შემადგენლობას: ის უნდა შეიცავდეს რძის მჟავას, რომელიც ხელს შეუწყობს ინტიმური ზონის ბუნებრივი მჟავატუტოვანი ბალანსის შენარჩუნებას. კარგი იქნება, გელის შემადგენლობაში შედიოდეს ნივთიერება ტრიკლოზანიც - ის დიდი ხანია აღიარებულია უსაფრთხო კოსმეტიკურ ინგრედიენტად, რომლისგანაც ალერგიასა და გაღიზიანებას არ უნდა ველოდეთ. ინტიმური ზონის დასაბანი გელი არ უნდა შეიცავდეს საღებავებს და
სურნელოვან დანამატებს. უნდა დავიბანოთ სუფთა ხელებით და კარგად შევიმშრალოთ სუფთა პირსახოცით. უმჯობესია, ინტიმური ზონისთვის ცალკე პირსახოცი გვქონდეს, რომელსაც კვირაში ერთხელ მაინც გავრეცხავთ და გავაუთოებთ - ამგვარად ყველა ბაქტერია განადგურდება. ინტიმური ზონისთვის სველი ხელსახოცების ხშირი გამოყენება არ არის რეკომენდებული - სითხე, რომლითაც ისინია გაჟღენთილი, შეიცავს მრავალ კოსმეტიკურ ელემენტს, რომლებმაც შესაძლოა ალერგია გამოიწვიოს. მნიშვნელოვანია თეთრეულის შერჩევა. ერიდეთ სინთეზური ქსოვილის თეთრეულს - ის არ ატარებს ჰაერს, იწვევს ოფლიანობას და ხელსაყრელ პირობებს ქმნის ისეთი უსიამოვნო სიურპრიზებისთვის, როგორებიცაა პაპილომა, რძიანა და დისბაქტერიოზი. ქვედა საცვალი შეკერილი უნდა იყოს ნატურალური ქსოვილისაგან და არ ჰქონდეს უხეში ნაკერები. კარგი იქნება, თუ ღამით მაინც გაიხდით მოჭერილ ქვედა საცვალს. ქალებისთვის ყველაზე საყურადღებო პერიოდი კრიტიკული დღეებია. ამ დროს ფლორის დამცველობითი ფუნქცია სუსტდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სქესობრივი ურთიერთობისგან, წყალსაცავში ბანაობისა და აბაზანისგან თავი უნდა შეიკავოთ. კრიტიკულ დღეებში საფენი უნდა გამოიცვალოთ, სულ მცირე, 3-4 საათში ერთხელ. თუ ტამპონებს ხმარობთ, 2 საათზე მეტხანს ნუ დაიტოვებთ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ტამპონის ღამით დატოვება - ის იდეალურ გარემოს შექმნის ბაქტერიების გამრავლებისთვის. არომატულ საფენებს, გირჩევთ, ერიდოთ - არომატიზატორებმა შესაძლოა ალერგია და კანდიდოზის განვითარება გამოიწვიოს. თეთრეულის ყოველი გამოცვლისას ყურადღება მიაქციეთ გამონადენს. თუ ის ჭარბია და დიდხანს არ წყდება, მიმართეთ ექიმს. ინტიმური ზონის ჰიგიენას ყურადღებით უნდა მოეკიდონ მამაკაცებიც - სასქესო ასოს ნაკეცებში შესაძლოა უხვად დაგროვდეს ბაქტერიები, რომლებსაც უსიამოვნო სუნის გამოწვევა შეუძლია. ფიზიოლოგიური თავისებურებების გამო მამაკაცს ხშირად უხდება სასქესო ორგანოს ხელით შეხება, ამიტომ ხელების დაბანა საჭიროა საპირფარეშოში შესვლამდეც და მის შემდეგაც. აუცილებლად შეიმშრალეთ ინტიმური ორგანო ტუალეტის ქაღალდით, რადგან სითხის წვეთები თეთრეულზე უსიამოვნო კვალს ტოვებს და შესანიშნავ გარემოს ქმნის ინფექციისთვის. გამონადენს მამაკაცებმაც უნდა მიაქციონ ყურადღება. თუ ქალებისთვის ის ზოგჯერ ბუნებრივია, მამაკაცებთან დაავადების აშკარა ნიშანია. იზრუნეთ იმაზეც, რომ სქესობრივი აქტის დროს თქვენც და პარტნიორსაც ხელები სუფთა გქონდეთ. სქესობრივი კონტაქტის შემდეგ აუცილებელია შხაპის მიღება და საპირფარეშოში შესვლა. ინტიმური ჰიგიენისთვის მნიშვნელოვანია შეგრძნებების გათვალისწინებაც. თუ თეთრეულის ტარებისას დისკომფორტს გრძნობთ, შეიძინეთ ახალი, უფრო მოხერხებული.


გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 04-07-2016
ნიკა გვარამია
გამარჯობათ მაინტერესებს ასოს გამადიდებელი გელი ტუ გეგულებათ რამე და თუ იყიდება აფთიაქებსში და თუ კი რა ქვია
თარიღი : 10-03-2016
თინა
ყველაფერს სჯობია საბავშვო საპონი ტიკ–ტაკ
თარიღი : 25-12-2015
ვარდო
ტრიკლოზანი უსაფრთხო არაა
თარიღი : 24-12-2015
EUROPE
ტრიკლოზანს, როგორც ანტიბაქტერიულ და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას, აქტიურად იყენებენ საპონში, შამპუნში, კბილის პასტასა და ჰიგიენის სხვა საშუალებებში. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მათი მუდმივი გამოყენება ორგანიზმში ტრიკლოზანის დიდი კონცენტრაციის დაგროვებას იწვევს, რაც ჰორმონალური დარღვევების მიზეზი შეიძლება გახდეს.ადამიანს შეიძლება განუვითარდეს ღვიძლის ფიბროზი და ამ ორგანოს კიბოც.
თარიღი : 24-12-2015
jaba
გოგონებო მისმინეთ ეხლა :)) დაიბანეთ რითაც გინდათ თქვენ იყავით კარგად და გამახარეთ სულ აი სულ :)
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
პირადი ჰიგიენა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით წელიწადის ცხელ პერიოდში, ბუნებაში აქტიურად ყოფნისას.
რა მდგომარეობაა თბილისის სილამაზის სალონებში, არსებობს თუ არა C ჰეპატიტით,
ნახეთ ვიდეო: რეალური ისტორია - როგორ ავრცელებდა მზარეული ეპიდემიას: ათასობით ადამიანი ტიფით დაავადდა.
ინდოელი მუსულმანი აქტივისტები ოჯახებში დადიან და "დასავლურ" უნიტაზებს ამტვრევენ, რათა ჭეშმარიტმა მუსულმანმა
გაეროს ბავშვთა ფონდმა 15 ოქტომბერი ხელების დაბანის მსოფლიო დღედ გამოაცხადა (Global Handwashing Day). როგორც გაეროს და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტები აცხადებენ, დაუბანელი ხელების პრობლემას, მსოფლიოს მასშტაბით, კატასტროფული შედეგები აქვს.
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკები შედის. აღნიშნულ ლითონს ანტიმიკრობული თვისებები აქვს – 650 სახეობის მიკრობის განადგურება შეუძლია,
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად