როგორ ვებრძოლოთ ოფლიანობას
- ის ანეიტრალებდა ბაქტერიების სიცოცხლისთვის აუცილებელ მჟავე გარემოს. შემდეგ ალუმინის მარილების შემცველი პასტების გამოყენება დაიწყეს, ხოლო ტერფებსა და ხელისგულებს ჭიანჭველას მჟავას ხსნარით ან მუხის ქერქის ნახარშით იმუშავებდნენ. მხოლოდ XIX საუკუნის მიწურულს და XX საუკუნის დასაწყისში მოახერხეს მეცნიერებმა პირველი დეზოდორანტებისა და ანტიპერსპირანტების ფორმულების შემუშავება, თანამედროვე დეზოდორანტები კი გასული საუკუნის 50-იან წლებში გაჩნდა.
არ დაიჯერებთ და ოფლი სასიცოცხლოდ აუცილებელია. მისი გამოყოფა არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, წყალმარილოვან ბალანსს, გამოაქვს ორგანიზმიდან ნივთიერებათა ცვლის საშიში, ტოქსიკური პროდუქტები, მონაწილეობს თერმორეგულაციაში. მძიმე ფიზიკური დატვირთვისას და სიცხეში ოფლია ერთადერთი საშუალება, რომელიც ორგანიზმს გადახურებისგან იცავს. ძუძუს დვრილების, ჭიპის ირგვლივ, იღლიებსა და სასქესო ორგანოების მიდამოში მდებარეობს განსაკუთრებული ჯირკვლები - სუნის ჯირკვლები. სწორედ ისინი აფრქვევენ ჩვენთვის ქვეცნობიერ დონეზე აღსაქმელ არომატს - სხეულის სუნს. როცა ადამიანი უგუნებოდ არის, ეს სუნი უსიამოვნოა (ეს ცხოველებისგან მემკვიდრეობით მიღებული თავდაცვითი, შემაშინებელი ფუნქციაა), თუ კარგ გუნებაზეა - პირიქით.
გაძლიერებულ ოფლდენას ხშირად სდევს თან სუნი, თანაც უმეტესად - ახალგაზრდა მამაკაცებში. ახალგაზრდა ქალებში სუნიანი ოფლი ზოგჯერ მენსტრუალური ციკლის დარღვევებს უკავშირდება.
ითვლება, რომ ოფლის სუნს ოფლის შემადგენლობაში შემავალი რამდენიმე ამინომჟავა (ლეიცინი, თიროზინი), ცხიმოვანი მჟავები, ბაქტერიები, ოფლის დაშლის პროდუქტები განაპირობებს.
იღლიის ჭარბი ოფლიანობა უმეტესად მემკვიდრეობით არის გამოწვეული და ორივე სქესის ადამიანებში გვხვდება, თუმცა უმეტესად ახალგაზრდა, იშვიათად - ხანდაზმულ მამაკაცებს აწუხებთ და არ აღენიშნებათ ბავშვებს. ჭარბი ოფლიანობა საოფლე ჯირკვლების მომატებულ აქტივობას უკავშირდება. როდის უნდა მივმართოთ ექიმს და როგორ ვებრძოლოთ ოფლიანობას