როგორ მოვუაროთ თმას ზამთარში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვუაროთ თმას ზამთარში

როგორ დავუბრუნოთ თმას სილამაზე, სიმტკიცე და ბზინვარება, როგორ ავავსოთ იგი სასიცოცხლო ენერგიით? ეს საკმაოდ რთული ამოცანაა, რომლის გადასაჭრელად შამპუნი, თუნდაც საუკეთესო, საკმარისი არ არის.

ქუდი უბრალო სამკაული როდია

სიცივეში უქუდოდ სიარული თმას დიდ ზიანს აყენებს. სიცივე ავიწროებს სისხლძარღვებს, არღვევს თავის კანში სისხლის მიმოქცევას და ხელს უშლის თმის ღერების კვებას, თოვლსა და წვიმაში კი თმა სველდება და იწოვს იმ მავნე ნივთიერებებს, რომლებითაც გაჯერებულია ჰაერი.

თუკი თმა იბურდება

თმა ხშირად იბურდება და დავარცხნა ნამდვილ წამებად იქცევა. როგორ მოვათვინიეროთ თმა?

თმის აბურდვის მიზეზი მისი ზედაპირული შრის დაზიანებაა. მას სწრაფად აღადგენს მკვებავი ნიღბები. გთავაზობთ ერთ რეცეპტს:

  • აურიეთ ერთმანეთში 1 სუფრის კოვზი მშრალი სალბი, მრავალძარღვა, ჭინჭარი და თავშავა, დაასხით 1 ლიტრი ანადუღარი წყალი და ერთი საათით დააყენეთ. გაწურეთ, დაუმატეთ დასრესილი შავი პური და ისე გადაზილეთ, რომ ერთგვაროვანი ფაფა მიიღოთ. თბილი ნარევი წაისვით თმაზე, მოიხვიეთ პოლიეთილენის პაკეტი და ბამბის პირსახოცი. 2 საათის შემდეგ ნიღაბი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. თავი შამპუნით არ დაიბანოთ.

    ნიღაბი თვეში ერთხელ გაიკეთეთ.

როდესაც თმა იმუხტება

მშრალი თმა ვარცხნისას ხშირად ტკაცუნობს და ხელებზე გვეკვრის. ეს იმაზე მეტყველებს, რომ თმა დამუხტულია. ამ უსიამოვნებას თავიდან აიცილებთ, თუ თავს თბილი წყლით დაიბანთ, შემდეგ კი ოთახის ტემპერატურისას გადაივლებთ. არსებობს საფიქსაციო ქაფები და ჟელეებიც, რომლებიც ანტისტატიკურ ნივთიერებებს შეიცავს. მშრალი თმისთვის განკუთვნილი ცოტაოდენი ფიქსატორი თმაზე უნდა დაიდოთ და ისე დაივარცხნოთ, რომ მთელ სიგრძეზე თანაბარ თხელ ფენად გადანაწილდეს, სველი თმისთვის განკუთვნილი კი წაისვათ და მსუბუქი მასაჟით შეიზილოთ. არ ჩამოიბანოთ.

ამ საშუალებების გამოყენება ყოველდღიურად შეიძლება. თუ მათზე ხელი არ მიგიწვდებათ, საკმარისია, ახალდაბანილ მშრალ თმაზე სველი ხელი გადაისვათ.

დიდი მნიშვნელობა აქვს სავარცხლის ხარისხს. საუკეთესოა ხის სამასაჟო სავარცხელი და ჯაგრისი. საზოგადოდ, სავარცხელი ბუნებრივი მასალისა სჯობს.

თმა რომ არ დაიმუხტოს, ვარცხნისას სავარცხელზე (ჯაგრისზე) დააწვეთეთ რამდენიმე წვეთი ვარდის ან ლავანდის ზეთი, რომელიც თმას არა მარტო არაჩვეულებრივ ბზინვარებას სძენს, არამედ შესანიშნავი ბუნებრივი ანტისტატიკიც არის.

მბზინავი თმა

თმისთვის ჯანსაღი და არა ცხიმოვანი ბზინვარების მიცემა საკმაოდ ძნელი საქმეა, მით უმეტეს, რომ ჩვენი თმის ტექსტურას ცუდი ეკოლოგია და არასწორი კვებაც აზიანებს. რასაკვირველია, შეიძლება თმისთვის ბრწყინვალების მიმცემი საშუალებების გამოყენება, მაგრამ აუცილებელია ზომიერების დაცვა. მათი ჭარბი ოდენობა თმას ამძიმებს და ცხიმოვან იერს აძლევს.

თმის სისწორე თქვენს წისქვილზე ასხამს წყალს - სწორი ღერები ადვილად ირეკლავენ სინათლეს, მათთვის დამატებითი ბზინვარების მისანიჭებლად კი დაიბანეთ თავი რბილი (უმჯობესია, მცენარეული) შამპუნითა და კონდიციონერით.

გახსოვდეთ: ჯანმრთელობის ხარჯზე ფულის დაზოგვა უგუნურებაა. შეიძინეთ თმის მოსავლელი ხარისხიანი საშუალებები. იაფფასიანი, თუნდაც ცნობილი ფირმების მიერ დამზადებული შამპუნები შეიცავს მეტად ძლიერმოქმედ ინგრედიენტებს, მაგალითად, ამონიუმის სულფატს, რომელიც აშრობს თმასა და თავის კანს, აზიანებს ფოლიკულებს და ასუსტებს თმას.

ხუჭუჭი თმა სწორზე უფრო მშრალია, ამიტომ მის ასაბზინებლად აუცილებელია სპეციალური მკვებავი გელის ან კრემის წასმა და გაყოფილი ბოლოების ხშირად შეჭრა.

თმისთვის ბრწყინვალების მისაცემად ყველაზე მარტივი საშუალებაა ყოველდღიური ვარცხნა ნატურალური სამასაჟე ჯაგრისით.

ფუმფულა თმა

თუ თხელი თმა გაქვთ და ფუმფულაზე ოცნებობთ, თავდაპირველად ცხიმიანი თმისთვის განკუთვნილი შამპუნი და კონდიციონერი გამოიყენეთ. სხვა ტიპის თმისთვის განკუთვნილი შამპუნი ღერებზე საკვებ ნივთიერებებს ტოვებს, რის გამოც თმა მძიმდება და იტკეპნება.

გარდა ამისა, დაგჭირდებათ თმის მოცულობის გამზრდელი მუსი. დახარეთ თავი და მუსი სველ თმაზე დაიდეთ. გაიშრეთ თმა ფენით თავის აუწევლად, მერე კი მეჩხერკბილება სავარცხლით სურვილისამებრ დაივარცხნეთ. მოცულობის დასაფიქსირებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მინიმალური ფიქსაციის უნარის მქონე თმის ლაქი.

დამყოლი თმა

თმა, განურჩევლად ტექსტურისა და ტიპისა, ან დამყოლია, ან ჯიუტი. ჯიუტი თმა უწესრიგოდ იფშიკება სხვადასხვა მხარეს, რაც თმის მეტისმეტი სიმშრალის, ჰაერის მაღალი ტენიანობის ან ორივე ამ ფაქტორის ბრალია. ასეთი თმისთვის რეკომენდებულია დამატენიანებელი შამპუნი და კონდიციონერი. შამპუნით დაბანის შემდეგ დაიდეთ თმაზე დამატენიანებელი კონდიციონერი და რამდენიმე წუთს გაიჩერეთ, შემდეგ კი ჩამოიბანეთ.

თუ თმა მეტისმეტად მშრალია, დაბანის შემდეგ სასარგებლოა დამატენიანებელი ჟელეს ან კრემის წასმა. შეგიძლიათ გამოიყენოთ სილიკონიანი თმისთვის განკუთვნილი შხეფებიც (მათ მშრალ თმაზე ისხურებენ).

ჯანსაღი ხშირი თმა

კაცმა რომ თქვას, თმის სიჯანსაღეზე ლაპარაკი ისეთივე უაზრობაა, როგორიც მის უსიცოცხლობაზე, რადგან ის... მკვდარია. ღერის სასიამოვნო შესახედაობა მისი ფოლიკულის სიჯანსაღეზეა დამოკიდებული. ფოლიკულების სწორი კვება თმის იერსახეს აუმჯობესებს.

არსებობს რამდენიმე მარტივი წესი, რომელთა შესრულება ფოლიკულებს დაზიანებისგან დაიცავს:

  • თმის მოსავლელი საშუალებები და ნიღბები წაისვით თმის ძირებში, თავის კანზე, იქ, სადაც მდებარეობს ფოლიკულები.
  • ყოველდღე მიიღეთ ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი ან მიირთვით ხილი და ბოსტნეული.
  • თმას დიდხანს და ძლიერად ნუ ივარცხნით - შესაძლოა, ფოლიკულები დაიზიანოთ. ივარცხნეთ მხოლოდ იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა სასურველი ვარცხნილობის მისაღებად. რბილი სამასაჟე და ნატურალური ჯაგრისით ვარცხნა შედარებით დიდხანს შეიძლება.
  • შეიძინეთ ხარისხიანი სავარცხელი და თმის ჯაგრისი ბასრი პლასტიკატის ან ლითონის კბილების  გარეშე. ბასრი კბილები ხელს უწყობს თმის ბოლოების გაყოფას.
  • სამაგრებით თმას მეტისმეტად ნუ დაიჭიმავთ.

მკვებავი ნიღაბი მშრალი და ნორმალური თმისთვის

აიღეთ უმი კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი, 1 სუფრის კოვზი კონიაკი და 20-25 წვეთი ანადუღარი ცივი წყალი, გულდასმით აურიეთ ერთმანეთში, წაისვით თმაზე და ნახევარი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს პროცედურა გაიმეორეთ კვირაში ერთხელ 1,5-2 თვის განმავლობაში.

ნიღაბი თხელი, სუსტი თმისთვის

აურიეთ ერთმანეთში 3 სუფრის კოვზი კონიაკი, 1 სუფრის კოვზი ბირკავას ზეთი, თითო ჩაის კოვზი სიმინდის ზეთი, თაფლი და უმი კვერცხის გული. ნარევი ოდნავ შეათბეთ წყლის აბაზანაზე, შემდეგ ფაქიზად შეიზილეთ თმის ძირებში, დაიხურეთ თავზე საშხაპე ქუდი ან ცელოფანი, ზემოდან კი პირსახოცი შემოიხვიეთ. 1 საათის შემდეგ თავი დაიბანეთ შამპუნითა და თბილი წყლით. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში ერთხელ 1,5-2 თვის განმავლობაში.

ლუდის ჯადოსნური თვისებები

შამპუნით დაბანილ თმაზე წაისვით ოთახის ტემპერატურის ლუდი. 7-10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 1-2-ჯერ 1-2 თვის განმავლობაში. ლუდი თმას სძენს განუმეორებელ ბრწყინვალებას და აქრობს ქერტლს.

ვარცხნილობის მრავალი გამოცდილი ოსტატი გვირჩევს, თმის შეღებვის წინ რამდენიმე ყლუპი ღვინო ან ლუდი დავლიოთ. საქმე ის არის, რომ ალკოჰოლი სისხლძარღვებს აფართოებს. მისი მიღებიდან ნახევარი საათის შემდეგ თავში სისხლის მიწოდება ძლიერდება, რაც თმის ძირებში ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს. შედეგად თმა საღებავს თანაბრად იწოვს.

თუ გსურთ, ვარცხნილობა დიდხანს შეინარჩუნოთ, დავარცხნამდე თმა ლუდით დაისველეთ.