მოვლილი ხელები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მოვლილი ხელები

ყველა ქალს აქვს მოთხოვნილება, კარგად გამოიყურებოდეს. მეც ვცდილობ, ყოველთვის მოწესრიგებული ვიყო, მაგრამ ვერაფერი მოვუხერხე ერთ პრობლემას - დახეთქილ ხელებსა და ფრჩხილებს. ყოველდღე უამრავ საოჯახო საქმეს ვაკეთებ, ხელები სულ წყალში მაქვს, ხელთათმანებით კი საქმეს მოხერხებულად ვერ ვაკეთებ. სალონში ფრჩხილების გაკეთებისა მეშინია - ვაითუ არასტერილური ხელსაწყოებიდან რამე გადმომედოს... როგორ მოვუარო შინ ფრჩხილებს? თინათინი, 35 წლის

ნაბიჯი I

მოამზადეთ ხელები მანიკიურისთვის. აიღეთ პატარა თასი, ჩაასხით თბილი წყალი და გახსენით შიგ საშხაპე გელი. შეგიძლიათ ჩაამატოთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენიც ხელებისა და ფრჩხილის ფირფიტების გასათეთრებლად. თუ საამისოდ დრო და ენერგია არ გყოფნით, უბრალოდ კარგად დაიბანეთ ხელები.

 

ნაბიჯი II

ფრჩხილები გაიქლიბეთ და ფორმა მიეცით. უმჯობესია, ქლიბი ლითონისა არ იყოს. უნივერსალური ფორმა, რომელიც ნებისმიერი სიგრძისა და კონფიგურაციის თითებს უხდება, არის ფაქიზი ოვალი, უნივერსალური სიგრძე - ფრჩხილის თავისუფალი კიდე დაახლოებით სამი მილიმეტრი სიგრძისა უნდა იყოს.

 

ნაბიჯი III

ახლა დაგჭირდებათ საწიწკნი. მჭრელი ბოლოთი ფრთხილად მოეჭიდეთ კანის კიდეებს და მოჭერით. თუ გაიჭერით, ჭრილობა წყალბადის ზეჟანგით დაიმუშავეთ. კუტიკულას, ფრჩხილის ძირის მფარავ კანს, უმჯობესია არ შეეხოთ - მისმა დაზიანებამ შესაძლოა სერიოზული გართულება გამოიწვიოს.

 

ნაბიჯი IV

კუტიკულა - თხელი კანი, რომელიც მუდმივად იზრდება ფრჩხილის ზრდის ზონაში, ხის ან პლასტმასის სპეციალური ნიჩბით უნდა ჩასწიოთ. წინასწარ წაისვით სპეციალური საცხი ან ზეთი - ის კანს არბილებს, ერთი წუთი დაიცადეთ და კუტიკულა ფაქიზად ჩასწიეთ ფრჩხილის ძირისკენ.

 

ნაბიჯი V

გაიპრიალეთ ფრჩხილები. მათი პოლირება მაშინაც კი საჭიროა, როდესაც დეკორატიული ლაქის წასმას აპირებთ. მკვეთრი ფერის ლაქი მხოლოდ მოვლილ, კარგად დამუშავებულ და გლუვ ფრჩხილებზე ჩანს ეფექტური. ლაქის წასმამდე ფრჩხილებზე აუცილებლად წაისვით ბაზა!

 

ნაბიჯი VI

მანიკიურის ოსტატები ფრჩხილებზე ლაქს სამი შტრიხის გამოყენებით უსვამენ. პირველი ფრჩხილის შუა ნაწილში კეთდება, ხოლო ორი - მის აქეთ-იქით. ლაქი ორ ფენად ესმება. მეორე ფენის წასმამდე ფრჩხილები კარგად უნდა გაშრეს.

  • ფრჩხილები მხოლოდ იმიჯსა და ფინანსურ მდგომარეობაზე როდი მეტყველებს - მათ მიხედვით შეგვიძლია ორგანიზმის მდგომარეობაზეც ვიმსჯელოთ.
  • მკვეთრი წითელი შეფერილობა ერითრემიის ნიშანია.
  • ფრჩხილის კიდეებზე ბზარების არსებობა ვიტამინების ნაკლებობაზე მიუთითებს.
  • სიგრძივი ხაზების გაჩენა საკვების ცუდი ათვისების შედეგია.
  • ფრჩხილის ძირში ნახევარმთვარის ფორმის წითელი ლაქა გულის უკმარისობაზე მიგვანიშნებს.
  • თეთრი წერტილები იმის სიგნალია, რომ ნერვული სისტემა გადატვირთულია.
  • წითელი ზოლები ნაწლავთა პრობლემებზე მეტყველებს.
  • გირჩისებრი ფორმის ფრჩხილი გულისა და ფილტვების სისუსტეზე მიგვანიშნებს.
  • ნუშისებრი ტალღები ფრჩხილებზე რევმატიზმის მანიშნებელია.
  • ფრჩხილების ამობურცვა ტუბერკულოზს ახასიათებს.
  • ყვითელი წერტილები ორგანიზმში ცხიმოვანი ცვლის დარღვევის ნიშანია. თუ ნახევარმთვარეს ფრჩხილის ძირში ცისფერი გადაჰკრავს, ღვიძლში დარღვევების არსებობა უნდა ვივარაუდოთ.
  • მოკვნეტილი ფრჩხილები მოწმობს, რომ ადამიანი ნევროზულია ან სქესობრივი დისფუნქცია აქვს.
  • თუ ამ პრობლემებს დროულად მოაგვარებთ, ფრჩხილები კვლავ თანაბარი და გლუვი გახდება.