როგორ დავიცვათ ჰიგიენა ზაფხულში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავიცვათ ჰიგიენა ზაფხულში

როგორ მოვუაროთ თავს ყოველდღიურად?

წყლის პროცედურები დღეში ორჯერ უნდა მივიღოთ. თბილმა აბაზანამ შეიძლება გამოიწვიოს გადახურება, ამიტომ ზაფხულში აბაზანის მაგივრად შხაპია რეკომენდებული გელის, შამპუნისა და საპნის გამოყენებით.

ზაფხულში ადამიანი ოფლიანობს, რაც იწვევს კანის ზედაპირზე მიკროორგანიზმების გამრავლებას. ოფლს სუნი არ აქვს, მაგრამ ბაქტერიების გამრავლება არასასიამოვნო არომატს აჩენს.

დღეში ორჯერ შხაპის მიღებით შევინარჩუნებთ კანის სისუფთავეს. ამის შემდეგ მშრალ კანზე უნდა წავისვათ ანტიპერსპირანტი. ის არ აძლევს ოფლს სხეულის ზედაპირზე გამოსვლის საშუალებას. კანი რჩება უფრო სუფთა და მშრალი. თუმცა, დიდი რაოდენობით და გადაჭარბებულად ამ საშუალებების მოხმარება ჯანმრთელობისთვის საშიშია. მიუხედავად ამისა, აღნიშნული საშუალებები ძალიან პოპულარულია, რადგანაც გადაჭარბებული ოფლიანობისგან გვიცავს ზაფხულის ცხელ დღეებში.

არ დაგავიწყდეთ ხელის დაბანა ყოველ 2 საათში. ზაფხული ნაწლავური ინფექციების პიკია. სუფთა ხელები და პროდუქტების, ჭურჭლის გულდასმით გარეცხვა საკვებში ბაქტერიების გამრავლებას უშლის ხელს. ნაწლავურმა ინფექციებმა ორგანიზმისთვის არასასურველი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს.

ინტიმური ჰიგიენა

ინტიმური ჰიგიენა ღონისძიებების კომპლექსია გარეთა სასქესო ორგანოების სიჯანსაღის შესანარჩუნებლად. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ქალებისთვის. სხვა შემთხვევაში იზრდება დაავადებების განვითარების, ინფექციის შეჭრის, ანთებითი პროცესების აღმოცენების რისკი.

ინტიმური ჰიგიენის წესების დაცვა საშოს მიკროფლორის ნორმალიზაციას ეხმარება და აქვეითებს ვენერული დაავადებების განვითარების რისკს. პირველი ნაბიჯი არის დაბანა. ჩვეულებრივ დღეებში ეს პროცედურა დღეში ორჯერ – დილას და საღამოს უნდა ჩატარდეს. მენსტრუაციის დროს კი დაბანა აუცილებელია საჭიროებისამებრ. არ შეიძლება ჩვეულებრივი საპნის გამოყენება. მას არ აქვს შესაფერისი მჟავატუტოვანი ბალანსი, რის შედეგადაც ირღვევა საშოს მიკროფლორის მდგომარეობა. ამიტომ რეკომენდებულია სპეციალური გელები ინტიმური ჰიგიენისთვის. ზოგიერთი მწარმოებელი ინტიმური ჰიგიენის საშუალებებში უმატებს გვირილას, გულყვითელას, მუხის ქერქის ექსტრაქტს და სხვა მცენარეულ სასარგებლო კომპონენტს. ინტიმური ჰიგიენის ასეთ საშუალებებს აქვს ანთების, სოკოს საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული ეფექტი. ეს საშუალებები აწესრიგებენ მიკროფლორის მდგომარეობას.

ზაფხულში მნიშვნელოვანია შესაბამისი თეთრეულის შერჩევა. ყურადღება მიაქციეთ ქსოვილის ფაქტურას. ის უნდა იყოს ბამბის და სხეულს ზედმეტად არ უჭერდეს. საკმარისია დღეში 10-15 წუთი დაუთმოთ საკუთარ სხეულს, რათა ის იყოს სუფთა, მიმზიდველი და ამასთან სასიამოვნო სურნელით.

როგორ მოვუაროთ ფეხებს წელიწადის ცხელ დროს

საზაფხულო, ღია ფეხსაცმელზე გადასვლამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გამოშრობა და გაღიზიანება. ფეხის კანი მგრძნობიარეა, თბილ დახურულ ფეხსაცმელში ხანგრძლივად ყოფნის შედეგად კანი უფრო ნაზი და მგრძნობიარეა. ამიტომ თბილი პერიოდის დადგომისას პირველ ხანებში ატარეთ თხელი წინდა. გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად შიშველ ფეხზე წაისვით კრემი.

ფეხის კანი ექვემდებარება სითბურ, მზის დარტყმას, ამიტომ მას ემუქრება გამოშრობა, გაუხეშება. კანის გამოშრობამ და ღია ფეხსაცმელმა (ქუსლის დაფიქსირების გარეშე) შეიძლება გამოიწვიოს ნახეთქების წარმოქმნა. ამის თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ დამატენიანებელი და მკვებავი კრემები, ბალზამები, ქაფი. ზაფხულისთვის უპირატესობა მიანიჭეთ კრემ-ქაფს, რადგანაც ის უფრო სწრაფად იწოვება და არ ტოვებს ცხიმის ლაქებს.

ზაფხული ასევე ზღვაზე წასვლის პერიოდია, ზღვის წყალი სასარგებლოა ორგანიზმისთვის, თუმცა კანს აშრობს, ცხელ ქვიშაზე სიარულიც მოქმედებს მის მდგომარეობაზე. ამიტომ გამოიყენეთ კოსმეტიკური პრეპარატი ფეხებისთვის, რომელიც მოაწესრიგებს კანის წყალცხიმოვან ბალანსს. მის შემადგენლობაში უნდა იყოს ისეთი კომპონენტები, როგორებიცაა ზღვის წყალმცენარეები, ავოკადოს, ჟოჟობას ზეთი, ალოე ვერა, Е ვიტამინი.

შვებულების წინ არაა რეკომენდებული ღრმა პედიკიურის გაკეთება. ზღვის მარილიანი წყალი და ქვიშის პილინგი გამოაშრობს ტერფის კანს. აუცილებელია ინტენსიური მოვლა ლიპიდებისა და დამატენიანებელი კომპონენტების შემცველი კრემებით.

ყურადღებით უნდა მოვეპყროთ ფეხსაცმლის შერჩევას – ბრტყელი, მაგარლანჩიანი ფეხსაცმელი დაუფიქსირებელი ქუსლით გარქოვანებული უსიამოვნო არშიის წარმოქმნას გამოიწვევს.

სასარგებლოა თუ არა ქვიშაში სიარული

ქვიშაში ფეხშიშველი სიარული სასარგებლოა, რადგანაც აუმჯობესებს მოტორიკას, მოძრაობის კოორდინაციას, დადებითად მოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე და ტერფებს ამასაჟებს. ქვიშაში სეირნობა დაშვებულია, თუ კანის საფარველი არ არის დაზიანებული, სხვა შემთხვევაში ქვიშა ჭრილობაში მოხვედრისას იწვევს მექანიკურ დაზიანებას, ანთებას, რადგანაც დიდი რაოდენობით მიკრობებსა და ვირუსებს შეიცავს. ეს კი ართულებს ჭრილობის შეხორცების პროცესს.

საზაფხულო ტანსაცმელი

ზაფხულში ტანსაცმელს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს. მჭიდროდ მომდგარმა ან სინთეტიკური ქსოვილის სამოსმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გადახურება და გაღიზიანება, ოფლიანობა.

როგორი უნდა იყოს ბავშვის სამოსი ზაფხულში

სადღეისოდ ბავშვის სამოსის დიდი არჩევანია. ბავშვის ტანსაცმელი უნდა იყოს ბამბისა და ღია ფერის. საზაფხულო სამოსის აუცილებელი პირობაა თავსაბურავი. გაციების შიშით არ შეიძლება ბავშვისთვის თბილი ტანსაცმლის ჩაცმა. თუ გაოფლიანებული ბავშვი ორპირ ქარში მოხვდება, მას გაციების დიდი შანსი აქვს. უპირატესობა მიანიჭეთ მოკლესახელოებიან ტანსაცმელს და არა ბრეტელებიანს, რადგანაც ბავშვებს სწრაფად ეწვებათ მხრებზე კანი. სარაფანს კაბა სჯობს, ბრეტელებიანი მაისური კი მოკლესახელოებიანი მაისურებით ან პერანგებით ჩაანაცვლეთ.

თავსაბურავი უნდა იყოს წინსაფრით, რათა დაიცვას ბავშვის თვალები მზის მკვეთრი სხივებისაგან. თუ მზისგან დამცავ სათვალეს გამოიყენებთ, მას ხარისხიანი მინები უნდა ჰქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სათვალეს აზრი არ აქვს, პირიქით, შეიძლება მხედველობის დაზიანებაც კი გამოიწვიოს. ბავშვის ტანსაცმელი უნდა იყოს თავისუფალი და არა მოტკეცილი.

ჩვილის ტანსაცმელი ნაკერებისა და აპლიკაციების გარეშე ჯობს, რათა არ გააღიზიანოს ბავშვის კანი.

სწორად შერჩეული საზაფხულო სამოსით ბავშვი თავს გაცილებით კომფორტულად და დამაჯერებლად იგრძნობს მთელი დღის მანძილზე. ზაფხული ხომ ყველა თვალსაზრისით შვებისმომგვრელი უნდა იყოს.