რა შეიძლება მოყვეს მზარეულის მიერ დაუბანელი ხელით საჭმლის კეთებას (ვიდეო)
28.03.2018
Video Player is loading.
This is a modal window.
The media could not be loaded, either because the server or network failed or because the format is not supported.
ნახეთ ვიდეო: რეალური ისტორია - როგორ ავრცელებდა მზარეული ეპიდემიას: ათასობით ადამიანი ტიფით დაავადდა.
ყოვლად დაუშვებელია კვების ობიექტში მომუშავე ადამიანი ყოველი ტუალეტის შემდეგ საპნით არ იბანდეს ხელს!
ხელის დაბანის წესი:
- დავისველოთ ხელები გამდინარე წყლით.
- გავისაპნოთ ისე, რომ საპნის ქაფით მთლიანად დაიფაროს მტევნები - ხელისგულები, ხელის ზურგები, თითებს შორის არეები, ფრჩხილების ირგვლივ მიდამოები და მაჯები.
- დაახლოებით 20 წამის განმავლობაში კარგად ავაქაფოთ საპონი (ანტიბაქტერიული არ არის აუცილებელი, ბაქტერიებს ჩვეულებრივი საპონიც კარგად აშორებს).
- გულმოდგინედ ჩამოვიბანოთ ხელები გამდინარე წყლით და დავრწმუნდეთ, რომ საპონი მთლიანად მოგვცილდა.
- ხელების დაბანას, სულ მცირე, 40-60 წამი მაინც უნდა დავუთმოთ.
- დაბანის შემდეგ ხელები საგულდაგულოთ გავიმშრალოთ მშრალი, სუფთა ხელსაწმენდით. შეიძლება ქაღალდის ერთჯერადი ხელსახოცის გამოყენებაც.
- თუ გამდინარე, სუფთა წყალზე ხელი არ მიგვიწვდება და ხელების დაბანას ვერ ვახერხებთ, შეიძლება გამოვიყენოთ ჰიგიენური საშუალებები, მაგალითად, სველი ხელსახოცი (თუ არც ეს საშუალებები გაქვთ ხელთ, უბრალოდ, დაუბანელი ხელებით გაურეცხავს ნურაფერს მიირთმევთ). სასურველია, მშობლებმა აუხსნან ბავშვებს, რომ არსებობს ისეთი მომენტები, როცა ხელების დაბანა უბრალოდ აუცილებელია, კერძოდ:
- შინ შესვლისთანავე, საიდანაც არ უნდა მოვიდეთ (სკოლიდან, ბაღიდან, ეზოდან);
- ჭამის წინ და ჭამის შემდეგ;
- ტუალეტით სარგებლობის შემდეგ;
- ცხვირის მოწმენდის, დაცემინების ან დახველების შემდეგ;
- ნაგავთან შეხების შემდეგ;
- ცხოველებთან კონტაქტის შემდეგ.