სხეულის ჰიგიენა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

სხეულის ჰიგიენა

ყველამ, ვინც კი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, იცის, რა არის სხეულიდან წამოსული არომატი. შესაძლოა, ცხოველთა სამყაროში ასეთი სუნი ერთგვარ უპირატესობადაც კი ითვლებოდეს, რასაც ვერ ვიტყვით ცივილიზებულ სამყაროზე - აქ უსიამოვნო სუნს "შანელი #5-ითაც" კი ვერ ჩავახშობთ. სხეულის სუნი ზოგჯერ იმდენად ინტენსიურია, რომ ადამიანი ეჭვობს, ავად ხომ არ ვარო. სინამდვილეში კი დამნაშავე მემკვიდრეობითი ფაქტორი ან არასათანადო ჰიგიენაა. მათი უმრავლესობა, ვისაც სხეულის მკვეთრი სუნი აქვს, ან დაბადებიდანვეა დაჯილდოებული აქტიური აპოკრინული ჯირკვლებით, ან ჯეროვნად არ უვლის სხეულს.
როგორ გამოვიყენოთ ლუდი, თმისთვის სასარგებლო რომ იყოს? თმის მოვლისა და გაჯანსაღებისათვის კიდევ რას გვირჩევთ?მას შემდეგ, რაც კაცობრიობამ ლუდის ხარშვა დაიწყო, ამ საუცხოო სითხის არაერთი სამკურნალო თვისება იქნა აღმოჩენილი და გამოკვლევებით დადასტურებული. ლუდს ფართოდ იყენებენ კოსმეტოლოგიაში. მისი ორთქლი და აბაზანები მეტად სასარგებლოა არა მხოლოდ კანისთვის, არამედ მთელი ორგანიზმისთვის. თუ გაძლიერებული ოფლდენა გაწუხებთ, თბილ წყალს 2 ლიტრი ლუდი დაამატეთ და ასეთ აბაზანაში 15-20 წუთით ჩაწექით. აბანოში გავარვარებულ ქვებს ლუდს ასხამენ - მისი ორთქლი კანს ხავერდოვნებას სძენს. ლუდით თმის დახვევა ვარცხნილობის ფიქსაციის ძველისძველი და, რაც მთავარია, ყველაზე "ეკოლოგიური" მეთოდია.
სიტყვა "ჰიგიენა" ჰიგიას სახელიდან მომდინარეობს და ცხოვრების ჯანსაღ წესთან ასოცირდება. ჰიგია ბერძნულ მითოლოგიაში ჯანმრთელობის ქალღმერთია, მედიცინისა და მკურნალობის ღმერთის ასკლეპიოსის ქალიშვილი. ძველი ბერძნები ჰიგიას თასიდან გველის დაპურებისას გამოსახავდნენ. სწორედ აქედან იღებს სათავეს მედიცინის ემბლემა - გველშემოხვეული თასი. ჰიგიენა მედიცინის ერთ-ერთი უძველესი დარგია, რომელიც შეისწავლის ადამიანის ჯანმრთელობაზე ცხოვრებისა და შრომის პირობების ზეგავლენას, ჯანმრთელობის დაცვის პრაქტიკულ ღონისძიებებს, შეიმუშავებს დაავადებათა პროფილაქტიკის გზებს, უზრუნველყოფს ცხოვრების, ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და სიცოცხლის გახანგრძლივების პირობებს. რას გულისხმობს ქალის ჰიგიენა, როგორ შევინარჩუნოთ სიჯანსაღე? სწორედ ამის შესახებ გვესაუბრება მეან-გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო მაჭავარიანი.
ნაჩვენებია მე-6 გვერ 7 - დან
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად