ეგზოტიკური მასაჟი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ეგზოტიკური მასაჟი

ონ-აცუ-რიოკი

ონ-აცუ-რიოკი გამათბობელი მასაჟის სახესხვაობაა, მოიცავს შიაცუს და სხეულის ბამბუკის ცხელი ნახშირით ღრმად გათბობის მეთოდებს. განსაკუთრებით ეფექტიანია დაღლილობის მოსახსნელად, გულ-სისხლძარღვთა სისტემის გასავარჯიშებლად. ეს არის ანტისტრესული, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თერაპია, რომელსაც უპირატესად წელისა და სახსრების ტკივილის, კიდურებში შეგუბებითი პროცესების და ხერხემლის სხვადასხვა განყოფილების ოსტეოქონდროზის დროს მიმართავენ. ღრმა გათბობით მასაჟს შესანიშნავად ემორჩილება რევმატული, მოტეხილობის, ამოვარდნილობისა და ნაღრძობის თანმხლები ტკივილები, კუნთოვანი დაღლა და ნევრალგიები. ონ-აცუ-რიოკი იკრძალება ვენების ვარიკოზული დაავადების,  ფლებიტის, მიოკარდიუმის ინფარქტის და მწვავე ანთებითი პათოლოგიების დროს.

მასაჟი ფეხებით

ზოგადი მასაჟის ნაირსახეობაა და, როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, ფეხებით ტარდება. წარმოადგენს წერტილოვანი მასაჟის, კუნთებზე ღრმა პრესურული მოქმედების, მსუბუქი მანუალური თერაპიისა და ბიოენერგეტიკული მოქმედების კომბინაციას. აქვს შესანიშნავი ანტისტრესული ეფექტი, ადვილად ხსნის დაღლილი კუნთების დაჭიმულობას, აახლოებს დაშორებულ მალათაშუა არეებს. განსაკუთრებით უხდება დიდი მასის და გაუვარჯიშებელი კუნთების მქონე ადამიანებს, რადგან დასუსტებული მუსკულატურის აღმდგენი საუკეთესო საშუალებაა.

ასაქი 4 ხელში

ასაქი 4 ხელით შესასრულებელი ანტისტრესული მასაჟია, რომელიც ასტიმულებს თავის ტვინის სიამოვნების ცენტრებს და ადამიანს საუკეთესო განწყობის შექმნაში ეხმარება. ორი მასაჟისტი ხელების სინქრონული მოძრაობებით, სხვადასხვა კომბინაციითა და ერთმანეთთან დამაკავშირებელი ელემენტების წყალობით ინტენსიურად ზემოქმედებს ნერვულ სისტემაზე და ორგანიზმის ენერგეტიკულ ბალანსს აღადგენს. ასაქი აუმჯობესებს სახსრების მოძრაობას, მყესების ელასტიკურობას, ეხმარება ადამიანს არტერიული წნევის მოწესრიგებასა და უძილობის დამარცხებაში. ეს საკმაოდ სასიამოვნო პროცედურაა, რომელიც სხეულს ადუნებს და მის თითოეულ უჯრედს ჰარმონიული ენერგიით ავსებს.

 

ტაილანდური მასაჟი ტრადიციული

ტაილანდური მასაჟი

იგი ეფუძნება 10 მთავარი აკუპუნქტურული წერტილის დამუშავებას, რომელთა საშუალებითაც კოსმოსიდან ორგანიზმში სასიცოცხლო ენერგია აღწევს. ტაილანდელებს მიაჩნიათ, რომ ორგანიზმის შინაგანი ჰარმონიის რღვევა და დაავადებების განვითარება სწორედ ამ "სარკმელთა" დახურვის ბრალია. ამის კვალობაზე, მასაჟის მთავარი მიზანიც ორგანიზმში ჰარმონიის აღდგენა და სასიცოცხლო ძალების მოდენაა. სეანსი ითვალისწინებს 10 ენერგეტიკული სარკმლის ხელისგულებით დამუშავების პარალელურად კუნთების, სახსრებისა და ხერხემლის რბილ, ტალღოვან მასირებას, რის შედეგადაც სახსრებში უმჯობესდება მოძრაობა, იზრდება სისხლძარღვთა ტონუსი და უმჯობესდება შინაგან ორგანოთა ფუნქციები. მასაჟი უტარდება იატაკზე მწოლიარე პაციენტს. ამასთანავე, მასაჟისტსაც და პაციენტსაც ერთნაირი ზედატანები და გრძელი შარვლები აცვიათ, მხოლოდ ტერფებია შიშველი. სეანსი გრძელდება 75 წუთიდან 2-2,5 საათამდე და სპეციალისტისგან განსაკუთრებულ გამძლეობასა და ენერგიას ითხოვს.

მასაჟი ტომრებით

მეთოდიკა ითვალისწინებს სხეულზე, მის ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებსა და მერიდიანებზე სამკურნალო მცენარეებით სავსე თბილი ტომრების დაწყობას, რომლებიც ორგანიზმში ენდორფინების (ტკივილის დამთრგუნველი ნივთიერებების) გამოყოფას უწყობს ხელს. სეანსის შედეგად ქრება ტკივილი, სხეულის საჭირო მიდამოებში იზრდება სისხლის და ჟანგბადის მიწოდება. მასაჟი ორგანიზმს დაავადებებთან უკეთ ბრძოლის საშუალებას აძლევს.

 

ტიბეტური მასაჟი ქვებით

ქვებით მასაჟი თერმოთერაპიის მეთოდიკას ეფუძნება და ცხელი და ცივი ქვების მონაცვლეობით გამოყენებას ითვალისწინებს, რომლებიც ორგანიზმში, შესაბამის დონეზე, აძლიერებს სისხლისა და ლიმფის მიმოქცევას, ნივთიერებათა ცვლას. მასაჟი ააქტიურებს ვეგეტაციურ ნერვულ, ენდოკრინულ და იმუნურ სისტემებს. სეანსის დროს მრავალი ფერისა და ზომის ქვა გამოიყენება. თითოეულს მკაცრად განსაზღვრული ფუნქცია აქვს და მხოლოდ საჭიროებისამებრ იყენებენ. ისინი ხელის ერთგვარი გაგრძელებაა, რომლითაც სპეციალისტი სხეულის სიღრმეში უკეთ აღწევს. ქვებით მასაჟი ადამიანს ფსიქიკური და ფიზიკური დატვირთვის გაძლებაში, სტრესისა და დეპრესიის დამარცხებაში ეხმარება. რეგულარული სეანსები ორგანიზმს გარემოს ცვლადი პირობებისადმი ადვილად და სწრაფად შეგუების საშუალებას აძლევს, აუმჯობესებს ზოგად და ადგილობრივ სისხლის მიმოქცევას, სულიერ და ხორციელ განკურნებას უწყობს ხელს.


თუი-ნა

ესეც აღმოსავლური მასაჟის ნაირსახეობაა და ორგანიზმში სპეციფიკური, განსაკუთრებით - ნერვული სისტემის დარღვევათა აღკვეთას ისახავს მიზნად. თუი-ნას ოსტატები ცდილობენ, ენერგეტიკულად აქტიური მერიდიანებიდან ენერგია ხელის მოძრაობით მთელ სხეულში გადაანაწილონ.

სეანსის ხანგრძლივობა არ აღემატება ნახევარ საათს, რადგან მასაჟი საკმაოდ ძლიერი, სწრაფი და მტკივნეულიც კია.

 

აიუვერდული მასაჟი

ძველინდური ფილოსოფიის თანახმად, თავზე, კეფის არეში, მდებარეობს საქასრარად წოდებული მიდამო, რომელზე ზემოქმედებაც არა მარტო ადუნებს ადამიანს, არამედ აუმჯობესებს მეხსიერებას და ააქტიურებს ენერგიის მიღებას. აიუვერდული მასაჟის დროს საქასრარას ზონა მცენარეთა ზეთების საშუალებით რბილი დაზელით და სასიამოვნო ვიბრაციებით მასაჟდება. აიუვერდას სწავლების თანახმად, თავის ასეთი მასაჟი აწონასწორებს ნერვულ სისტემას, ხსნის ემოციურ სტრესს და თავის ტკივილს.

სეანსის დასასრულს მთელ სხეულში იღვრება სითბო, ქრება ქვედა უპეებთან არსებული სიშავე, კანი რბილდება და სწორდება, სახე ვარდისფერდება.

ჰავაიური ლომი-ლომი

ჰავაიური ლომი-ლომი ინიცირების უძველესი რიტუალის თანამედროვე ინტერპრეტაციაა, რომელსაც ძველად ჰავაიში სიმწიფეს მიღწეული ქალიშვილები იტარებდნენ. მასაჟის ელემენტები იმ შამანთა მოძრაობებს შეიცავს, რომლებსაც ქალწულთა სხეულებზე მანიპულირების ძალა შესწევდათ. სეანსის დროს ხის საწოლის ირგვლივ, რომელზეც პაციენტი წევს, წყლითა და მიწით სავსე ორი ჭიქა დგას და პატარა სანთელი ანთია. ამ სამმა სტიქიამ ბუნების ძალების გაერთიანებას უნდა შეუწყოს ხელი. ეთნიკური რიტმების თანხლებით სპეციალისტი არომატული ეთერზეთების გამოყენებით სხეულზე ენერგიულ, ტალღოვან ზეწოლას ახდენს, რათა იგი ძალითა და ენერგიით აღავსოს. მასაჟის პარალელურად პაციენტი ე. წ. მოცირკულირე ტიპის სუნთქვით ვარჯიშებს ასრულებს.

მასაჟი წიწიბურათი

მასაჟს წიწიბურათი ანუ გაცხელებული წიწიბურას კომპრესებს უხსოვარი დროიდან იყენებდნენ ძველ რუსეთში გაციების, ჰაიმორიტის, ართრიტის სამკურნალოდ. წიწიბურა ასევე გამოიყენება როგორც ანტიდეპრესანტი - მისი შემთბარი მარცვლების არომატი ადამიანს ამშვიდებს, უქმნის ოჯახური კომფორტისა და დაცულობის განცდას. განსაკუთრებით რეკომენდებულია ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს, ვინაიდან კუნთებსა და შინაგან ორგანოებში აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობს რძის მჟავას, ორგანული მჟავებისა და დაშლის სხვა პროდუქტების გამოძევებას, ამცირებს ცხიმოვან ფენას, ააქტიურებს ბიოსტიმულატორებს: ჰორმონებს, ვიტამინებსა და ფერმენტებს. იდეალური საშუალებაა კანის სიმკვრივის  აღსადგენად და კუნთების ტონუსის გასაძლიერებლად.

თაფლით მასაჟი

რეფლექსოთერაპიის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც თაფლისა და მასაჟის ერთდროულ გამოყენებას გულისხმობს. მიზანი სხეულის ენერგეტიკული არხების გასუფთავებაა. გამოიყენება ხერხემლის დაავადებებისა და სახსრებში დისკომფორტის დროს. ვარგისია მხოლოდ ნატურალური თაფლი, დანამატების გარეშე. ზოგჯერ მას არომატულ ეთერზეთებს ამატებენ. კანში შეზელილი თაფლი ააქტიურებს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, აგროვებს ტოქსინებს და მათ სწრაფ გამოძევებას უწყობს ხელს. სეანსის დროს მუცელზე მწოლიარე პაციენტს მასაჟისტი ორივე ხელისგულით აწვება და თაფლს აზელს. ამ დროს ხელები ძლიერ ეკვრის კანს. რაც უფრო დიდია ზეწოლის ძალა, მით უფრო ძნელია პაციენტის სხეულიდან ხელის მოცილება. რამდენიმე ხნის შემდეგ კანზე სქელი, მწებავი, რუხი მასა ჩნდება. ეს წიდაა. მასაჟი მანამდე ტარდება, ვიდრე კანიდან წიდების გამოყოფა არ შეწყდება. განსაზღვრული ხნის შემდეგ ხელები კანს აღარ ეკვრის და მასაჟი მტკივნეული ხდება, რაც სეანსის დასრულების ნიშანია.

მასაჟი კოვზებით

მასაჟი ტარდება ცივი ან ცხელი, სპეციალურ მალამოში ამოვლებული კოვზებით და გულისხმობს პრობლემურ ზონაში კოვზების წრიულ ან ხაზისებრ მოძრაობებს, რაც საკმაოდ ეფექტიანია ოსტეოქონდროზისა და ცელულიტის სამკურნალოდ.

მასაჟი ბამბუკის ცოცხით

ეგზოტიკური მასაჟის ერთ-ერთი ნაირსახეობაა, რომლის დროსაც სხეულს ტერფიდან ზურგამდე ბამბუკის ცოცხით ცვლადი ძალისა და სიხშირის რიტმულ დარტყმებს აყენებენ. ეფექტიანია ცხიმოვანი უჯრედების დასაშლელად და კანის ელასტიკურობის გასაზრდელად. აღადგენს ძალებს, მამაკაცებში ზრდის სქესობრივ პოტენციას და სხეულს სიჯანსაღის შეგრძნებას ანიჭებს.