/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მასაჟი

მასაჟის კლასიფიკაცია

მასაჟის კლასიფიკაცია
უამრავია ისეთი გამაჯანსაღებელი პროცედურის კლასიფიკაცია, როგორიცაა მასაჟი - და განპირობებულია კლასიფიკაციის კრიტერიუმით. მაგალითად, იმის მიხედვით, რა ძალით ზემოქმედებს სპეციალისტი მასაჟის დროს ადამიანზე, გამოყოფენ:

ზედაპირულ მასაჟს (სხეულზე ზეწოლა მცირე ან საშუალო სიძლიერისაა) და ღრმას (ზეწოლა ძლიერია). ამასთან, ღრმა მასაჟი ორგანიზმზე დამამშვიდებლად მოქმედებს, ზედაპირული კი ატონიზებს ყველა პროცესს.

მასაჟი ტემპის მიხედვით შეიძლება დაიყოს:

ნელ, საშუალო და სწრაფ მასაჟად. როდესაც მასაჟი სწრაფი ტემპით სრულდება, ნერვული სისტემა აღიგზნება, ნელი ტემპის მასაჟი კი სედაციურ მოქმედებას იწვევს. საშუალო ტემპი ან ნეიტრალურად მოქმედებს ორგანიზმზე, ან სედაციური ეფექტით ვლინდება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დანიშნულების მიზნის მიხედვით მასაჟი შეიძლება იყოს:

კლასიკური მასაჟი - პროფილაქტიკური საშუალებაა და ორგანიზმის ზოგადი გაჯანსაღების, სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკისა და შრომისუნარიანობის ასამაღლებლად გამოიყენება. ზოგიერთ წყაროში მას ჰიგიენურსაც უწოდებენ, ზოგში - გამაჯანსაღებელს ან მომადუნებელს, ზოგი ავტორის მონაცემით - ზოგადპროფილაქტიკურს. როგორც წესი, ასეთი მასაჟის დროს პაციენტის მთელი სხეულის მასაჟი ტარდება. კლასიკური მასაჟის მიზანია:

  • კუნთების მოდუნება;
  • სისხლის ცირკულაციისა და ქსოვილების სისხლით მომარაგების გაუმჯობესება;
  • შინაგანი ორგანოების ფუნქციობის ნორმალიზაცია;
  • კანის საფარველის მდგომარეობის გაუმჯობესება;
  • ორგანიზმის დამცველობითი სისტემის გააქტიურება;
  • შლაკების გამოდევნა და ლიმფის მიმოქცევის გაუმჯობესება.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, ბავშვი არის 9 თვის, აღენიშნება ნეკნის გამოდრეკა მარცხენა მხარეს. დაუნიშნეს მასაჟები, არ გადამაღებინეს რენტგენი. რამდენად შველის ამ მდგომარეობას მასაჟი? პოზიციური კიფოზი აქვს დიაგნოზად</p>

კლასიკური მასაჟის დროს თითოეული პროცედურის ხანგრძლივობა, ზემოქმედების ძალა და ტემპი ყოველი პაციენტისთვის ინდივიდუალურად ირჩევა და საშუალოდ 40 წუთიდან ერთ საათამდეა.

სამკურნალო მასაჟი - სამედიცინო. ის ეფექტური საშუალებაა ტრავმების, დაჭიმვისა და მათი შედეგების, სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. სამედიცინო მასაჟი შეიძლება გამოიყენებოდეს მკურნალობის ყველა ფაზაში, აუცილებელია რეაბილიტაციის ეტაპზე და პრაქტიკულად არ გააჩნია გამოყენების საზღვრები. ასეთი მასაჟი შეიძლება გამოვიყენოთ მკურნალობის ცალკე მეთოდად, დამატებით საშუალებად, მედიკამენტების მოქმედების გასაძლიერებლად. მისი ჩვენებებია:

  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;
  • ძვალკუნთოვანი სისტემის დაავადებები;
  • გინეკოლოგიური პრობლემები;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები;
  • სასუნთქი ორგანოების დაავადებები;
  • უროლოგიური პრობლემები;
  • მეტაბოლიზმის დარღვევები და მრავალი სხვა.

ცნობილია სამედიცინო მასაჟის მრავალი ქვესახეობა: სეგმენტურ-რეფლექტორული, წერტილოვანი, აპარატული და სხვა.

სპორტული მასაჟი - გამოიყენება ორგანიზმის ინტენსიური აღდგენისთვის მძიმე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ და მთელ მსოფლიოში სპორტული შეჯიბრებისა და ვარჯიშის წინ სხეულის მოსამზადებელ შეუცვლელ საშუალებადაა აღიარებული. სპორტული მასაჟის დროს დიდი ყურადღება ეთმობა კუნთებს, სახსრებსა და მყესებს. ის აჩქარებს მსუბუქი ტრავმების შეხორცებას, აძლიერებს სისხლის ცირკულაციას, რის ხარჯზეც კუნთებში წარმოქმნილი რძის მჟავა და ტოქსიკური ნივთიერებები სწრაფად გამოიყოფა. სპორტული მასაჟი ამგვარია:

სავარჯიშო - შეჯიბრებისთვის სპორტსმენის მოსამზადებლად, მათი სპორტული მიღწევის გასაუმჯობესებლად. ვარჯიშთან ან კვების რეჟიმთან ერთად, ასეთი მასაჟი ვარჯიშის აუცილებელი ნაწილია. ამ მასაჟისას ზემოქმედებენ სხეულის იმ ნაწილებზე, რომლებზეც განსაკუთრებით მძიმეა დატვირთვა ნაკლებად მასაჟდება სხეულის მცირედ დატვირთული ნაწილები.

წინასწარი - მოწოდებულია შეჯიბრებისთვის სპორტსმენის მაქსიმალურად კარგად მოსამზადებლად. ის ეხმარება დაძაბულობის მოხსნას და განწყობის ამაღლებას.

აღდგენითი - გამოიყენება სხვადასხვაგვარი ფიზიკური დატვირთვის დროს და აღადგენს შრომის უნარს. აღნიშნული სახეობის მასაჟი გამოიყენება სპორტული ვარჯიშისა და ხანგრძლივი შეჯიბრებისას.

მასაჟი ტრავმების დროს - გადაჭარბებული დაღლილობის ან დატვირთვისას აღმოცენებულ დაავადებათა საპროფილაქტიკოა.

ბავშვთა მასაჟი - კლასიკური და სამედიცინო მასაჟის სახესხვაობაა, მაგრამ რადგანაც ბავშვის ორგანიზმისთვის არსებობს შეზღუდვებისა და ნიუანსების ფართო სპექტრი, საბავშვო მასაჟი ცალკე უნდა განვიხილოთ. იგი ეფექტურად მოქმედებს ბავშვის ორგანიზმზე და ხელს უწყობს:

  • უფრო სწრაფ ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას;
  • აძლიერებს იმუნიტეტს, ამაღლებს ორგანიზმის დამცველობით ძალებს;
  • აკორექტირებს ტანდეგობას;
  • ასწორებს სკოლიოზს;
  • აწესრიგებს ბრტყელტერფიანობასა და სხვა ორთოპედიულ პრობლემებს;
  • აძლიერებს ნერვულ სისტემას;
  • ეხმარება სხვადასხვა დაავადების მკურნალობას.

კოსმეტიკური მასაჟი - გამოიყენება სხეულის კანის საფარველის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სხვადასხვა სახის კოსმეტიკური პრობლემის დროს და ნაადრევი დაბერების პროფილაქტიკისათვის. მას რამდენიმე სახეობა აქვს:

პროფილაქტიკური - ეხმარება კანის დატენიანებას, ზრდის სიმკვრივეს და აუმჯობესებს გარეგნულ მდგომარეობას;

სამკურნალო-პროფილაქტიკური მასაჟის წყალობით შესაძლებელია ისეთი კოსმეტიკური ნაკლოვანების მოშორება, როგორებიცაა მიმიკური ნაოჭები, ცელულიტი, ძლიერი შეშუპება, ზედმეტი ცხიმგროვები;

პლასტიკური - ამ სახის მასაჟს ძირითადად ხანდაზმულ ადამიანებს უნიშნავენ კანის ტონუსისა ელასტიკურობის ასამაღლებლად, ასევე ახალგაზრდა ასაკში ღრმა ნაოჭებისა და ნაკეცების არსებობისას.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

მანუალური თერაპია ხერხემლის დაავადებათა უმრავლესობის დროს არის რეკომენდებული - სამკურნალო მასაჟის სპეციპიკა
მანუალური თერაპია ხერხემლის დაავადებათა უმრავლესობის დროს არის რეკომენდებული - სამკურნალო მასაჟის სპეციპიკა
გვესაუბრება მანუალური თერაპიისა და კლასიკური სამკურნალო მასაჟის სპეციალისტი ფელიქს ლაპიცკი.
სრულად
სამკურნალო მასაჟი - გაცხელებული წიწიბურას კომპრესები გაციების, ჰაიმორიტისა და ართრიტის სამკურნალოდ ეფექტურია
სამკურნალო მასაჟი - გაცხელებული წიწიბურას კომპრესები გაციების, ჰაიმორიტისა და ართრიტის სამკურნალოდ ეფექტურია
თაფლის მასაჟი, მასაჟი კოვზებით და ბამბუკის ცოცხით და სხვ.
სრულად
მასაჟის დროს უმჯობესდება კანში სისხლის მიმოქცევა, ლიმფის მოძრაობა, ვენებში ქრება შეგუბებითი მოვლენები
მასაჟის დროს უმჯობესდება კანში სისხლის მიმოქცევა, ლიმფის მოძრაობა, ვენებში ქრება შეგუბებითი მოვლენები
როგორ იცვლება და როგორ რეაგირებს ორგანიზმი მასაჟზე.
სრულად
LPG მასაჟი - როდის მივმართოთ, რა პრინციპით მოქმედებს და რა გვერდითი ეფექტები აქვს
LPG მასაჟი - როდის მივმართოთ, რა პრინციპით მოქმედებს და რა გვერდითი ეფექტები აქვს
LPG-მასაჟი ყოველდღიურ ცხოვრებაში არ საჭიროებს შეზღუდვებს. ის ფიზიკურ ვარჯიშსა და რაციონალურ კვებასთან ერთად საშუალებას მოგვცემს
სრულად
რა არის მასაჟი და როდის უნდა მივმართოთ მას?
რა არის მასაჟი და როდის უნდა მივმართოთ მას?
ჩვენს სინამდვილეში მასაჟი აპარატული კოსმეტოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია, რომელიც გამოიყენება სხეულის კორექციისათვის და ცელულიტთან საბრძოლველად. მისი ასეთი პოპულარობა განპირობებულია იმით, რომ:
სრულად
ვის ეკრძალება თაფლის ანტიცელულიტური მასაჟი
ვის ეკრძალება თაფლის ანტიცელულიტური მასაჟი
თაფლის ანტიცელულიტური მასაჟი კატეგორიულად არ შეიძლება თუ ფეხებზე არსებობს პრობლემები ვენებთან დაკავშირებით,
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

მასაჟის კლასიფიკაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები