უჩვეულო დასვენება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

უჩვეულო დასვენება

უჩვეულო დასვენება
ბოლო დროს მსოფლიოში ბევრი უჩვეულო ადგილი გამოჩნდა, სადაც შვებულების საინტერესოდ გატარება და აქტიური დასვენება შეიძლება. მაგალითად, შეგიძლიათ წყალქვეშ იძინოთ, იმოგზაუროთ ან წყალქვეშა რესტორანს ეწვიოთ. ყინულის ან პრეისტორიულ გამოქვაბულ-სასტუმროში დასვენებაც შესაძლებელია. არჩევანი, რა თქმა უნდა, თქვენზეა, თუმცა ეს ყველაფერი იაფი ნამდვილად არ დაგიჯდებათ. ჩვენ რამდენიმე უჩვეულო ადგილს გაგაცნობთ, თქვენ კი…გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა ხარჯის გაწევა.


სასტუმრო Conrad Rangali, მალდივები
ეს სასტუმრო იმდენად არაჩვეულებრივია, რამდენადაც ეს შესაძლებელია - მაგრამ დასვენების
დაგეგმვისას გაითვალისწინეთ, რომ ის წყალქვეშ მდებარეობს. სასტუმრო გთავაზობთ რამდენიმე წყალქვეშა, საპლაჟე ბუნგალოსა და სხვა დარბაზებს. შესაძლებლობა გაქვთ ესტუმროთ წყალქვეშა რესტორანს. სასტუმროში არსებულ ნომრებს გამჭვირვალე კედლები და ჭერი აქვს, საიდანაც შეგიძლიათ წყალქვეშა სამყაროს ბინადრებს უთვალთვალოთ.

Poseidon Undersea Resort, ფიჯი
ეს არანაკლებ ძვირფასი სასტუმროა, რომელიც საკუთარ სტუმრებს წყალქვეშა სამყაროს სასწაულებს სთავაზობს. პაკეტში შედის საუკეთესო სერვისი, მსოფლიოს ბევრი სასტუმროსას რომ
სჯობს. სხვათა შორის, აქ საკუთარი სატრანსპორტო საშუალებაც ჰყავთ - სამადგილიანი წყალქვეშა ნავი “ტრიტონ 1000”. წყლის ზედაპირამდე 12 მეტრია, რაც წყალქვეშა სამყაროში მცხოვრები არსებების დასათვალიერებლად სრულიად საკმარისია.

რესტორანი Red Sea Star
მსგავსი რესტორანი მსოფლიოში სულ რამდენიმეა. ის წყალქვეშ ხუთი მეტრის სიღრმეზე მდებარეობს და სარესტორნო საქმის საუკეთესო სპეციალისტების მოწყობილია, რომლებმაც მართლაც კარგად იმუშავეს. რესტორანს აქვს სათვალთვალო მოედანი, საიდანაც შეგიძლიათ თევზებსა და რიფებს უცქიროთ.

ქანდაკებების წყალქვეშა პარკი, გრენადა
ეს პარკი სკულპტორ ჯეისონ დე კაირო ტეილორის შექმნილია და რამდენიმე წელია მის დახვეწაზე მუშაობს. პარკის შექმნის მიზანი - ადგილობრივი ეკოსისტემის აღსადგენად ხელოვნური რიფის ჩამოყალიბებაა. პრინციპში, იდეა ცუდი არ არის, ამას ემატება ისიც, რომ ეს ადგილი საკმაოდ მიმზიდველი “გასართობი პარკია” დაივერებისთვის.

Atlantic Paradise, ბაჰამის კუნძულები
ეს აკვაპარკი დამსვენებლებს წყალქვეშა მილებში ცოცვის საშუალებას აძლევს, რაც წყალქვეშა სიცოცხლეზე დაკვირვების საუკეთესო გზაა. ეს მართლაც უნიკალური ჩანაფიქრია და უამრავი ტურისტი ამ ადგილისკენ იმისთვის მიეშურება, რომ დატკბნენ “ატლანტიკ პარადაიზის” უჩვეულო გარემოთი.

დასვენება გამოქვაბულში, სადაც თითქმის არასდროს აღწევს სინათლე
ვიეტნამის ტურიზმის სამინისტრო თვლის, რომ შონდონგის გამოქვაბულს ბიუჯეტში კიდევ უფრო მეტი თანხის მოზიდვა შეუძლია და მის რეკონსტრუქციას განაგრძობს. მიმდინარე სამუშაოების მიუხედავად, იქ დასვენება, რომლის ხანგრძლივობა 6 დღე და 5 ღამეა, წელიწადში ორჯერ მაინც შესაძლებელია. გამოქვაბულში სინათლე თითქმის არ აღწევს, ამიტომ მოგზაურთათვის, რომლებიც პირველად გახდნენ სპელეოტურისტები, დროის შეგრძნება მეტად უჩვეულო იქნება. გამოქვაბულის საერთო მოცულობა 38,5 მილიონი კუბური მეტრია. შონდონგის გამოქვაბულში ყველაზე გრძელი გზა ჯერჯერობით 200 კილომეტრს აღწევს.

კაბადოკიის სასტუმრო-გამოქვაბულები
ამბობენ, რომ ცა - ოცნებების ზღვარია, თუმცა ჩვენს მეზობელ თურქეთში თავგადასავლების მოყვარულები და ნამდვილი მოგზაურები მიწისქვეშეთს ეთაყვანებიან, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

თანამედროვე სამყაროში სულაც არ არის საჭირო იყო გნომი ან ჰობიტი იმისთვის, რომ მიწისქვეშა სამყარო აღმოაჩინო. ეს ზღაპარი სულაც არ არის. საკმარისია, გაემგზავროთ კაბადოკიაში და ანატოლიის შუაგულში თქვენი ოცნება მატერიალიზდება. სასტუმროების უახლესი ეგზოტიკური იერი შესაძლებლობას მოგცემთ, თავი გამოქვაბულის ადამიანად იგრძნოთ. სასტუმროებიდან გამორჩეულია: Esbelli Evi, Serinn House, Museum Hotel, კურორტული კომპლექსი Cappadocia Cave Resort & Spa და სხვები.

ყინულის სასტუმრო
ყინულის სასტუმროები შენდება შვედეთში, კანადაში, ნორვეგიაში, რუმინეთსა და ფინეთში. მიმდინარე წელს მსგავსი სასტუმროს აგება დაგეგმილია რუსეთში, კამჩატკაზე.

შვედეთი. მსოფლიოში პირველი ყინულის სასტუმრო Icehotel შვედეთში, სოფელ იუკასიარვიში, გაიხსნა, 17 კილომეტრში ქალაქ კირუნიდან. ის ყოველწლიურად თავიდან შენდება დეკემბერ-აპრილის პერიოდში. 1989 წელს იაპონელმა ყინულზე მხატვრებმა მოინახულეს ეს ადგილი და ყინულის ხელოვნების გამოფენა გახსნეს. 1990 წელს ფრანგმა მხატვარმა ჟან დერიმ ცილინდრულ იგლუში საკუთარი გამოფენა გახსნა. ერთხელ, ღამით, ქალაქის სასტუმროში თავისუფალი ადგილები აღარ დარჩა და ამიტომ ზოგიერთმა მნახველმა გამოფენის დარბაზში ღამის გათევის ნებართვა ითხოვა. მათ ირმის ტყავისგან დამზადებულ საძილე ტომრებში ეძინათ. სწორედ ისინი გახდნენ “სასტუმროს” პირველი “სტუმრები”.

მთელი სასტუმრო (გამონაკლისი საწოლებია) თოვლისა და ყინულის ბლოკებისგან არის დამზადებული. ბარის ჭიქებიც კი ყინულისგან მზადდება.

კანადა. ამ ქვეყანაში პირველი ყინულის სასტუმრო The Hotel de Glace - 2001 წლის იანვარში გაიხსნა. თავდაპირველად ის ლაკ-სენ-ჟოზეფის სანაპიროზე იყო მოწყობილი, კვებეკში, კვებეკ-სიტიდან ჩრდილოეთით 30 წუთის სავალზე. ამჟამად ის ქალაქთან უფრო ახლოსაა. სასტუმრო იანვრის პირველი კვირიდან მარტის ბოლო კვირამდე ფუნქციონირებს. ეს არის პირველი სასტუმრო მსოფლიოში, სადაც საწოლებიც კი (და ყველაფერი დანარჩენი) ყინულისგან არის დამზადებული.

ნორვეგია, Sorrisniva Igloo Hotel. თოვლის სასტუმრო ქალაქ ალტასგან 20 კილომეტრით არის დაშორებული. სახელის მიუხედავად, ამ სასტუმროში ცალკეული იგლუები არ არის. ნომრები განთავსებულია თოვლისგან აგებულ დიდ კორპუსში. “ოთახებში” ჰაერის ტემპერატურა მინუს 40ჩ-ზე მაღლა არასდროს ადის, ამიტომ დაძინება ირმის ტყავზე და საძილე ტომარაში მოგიწევთ. სტუმრების განკარგულებაშია საუნა, ჰიდრომასაჟიანი აბაზანები და ორი რესტორანი: ყინულის ბარში ყინულის ჭიქაში ჩასხმულ კოქტეილებს შემოგთავაზებენ, რესტორანში კი - პოლარეთის სამზარეულოს გემრიელ კერძებს. სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
ნერვული სისტემის გაძლიერებისთვის -60აბი
ფასი: 22.9
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
კატეგორიის სხვა სტატიები
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მოგზაურობა ტვინის მუშაობას აუმჯობესებს.
შვებულება მხოლოდ მოდუნების შესაძლებლობა არაა. ექსპერტების აზრით, შვებულება სასარგებლო და აუცილებელია ჯანმრთელობისთვის.
ზაფხული ის პერიოდია, როცა არდადეგებისა და შვებულების გამოყენებას ყველა მაქსიმალურად ცდილობს.
ზაფხულის დადგომისთანავე გვიზიდავს ზღვის სანაპირო, ცხელი ქვიშა და მცხუნვარე მზე. მიზეზი მარტივია: ზღვა გვხიბლავს სივრცითა და სილამაზით, ტალღების ხმაური კი გვამშვიდებს. ზღვის უკიდეგანო სივრცე გვაჯადოებს და გვამშვიდებს. სწორედ ზღვასთან ასოცირდება ყველაზე სასიამოვნო დასვენება.

ზღვის წყალი შეიცავს დიდი რაოდენობით მიკროელემენტებს, პრაქტიკულად მენდელეევის მთელ ცხრილს. სწორედ ამით აიხსნება ზღვის ჰაერის სამკურნალო თვისებები, რომელიც, გარდა მაღალი ხარისხის იონიზაციისა, განთქმულია ბრომის, იოდის, ნატრიუმის ქლორიდისა და ადამიანისთვის სასარგებლო სხვა ნივთიერებების მაღალი კონცენტრაციით. ზღვის ჰაერში არ არის ბაქტერია და მტვერი.

მთა ბევრს უყვარს, შესაბამისად, ზღვის სანაპიროზე განცხრომას მთის კურორტზე დასვენებას ამჯობინებს.
მოგზაურობა ისეთი ხშირი და შორეული, როგორც ჩვენს სინამდვილეშია, ალბათ, არასდროს ყოფილა. წარუშლელ შთაბეჭდილებებსა
ბალახეული ნაყენები: ბალახეულ ნაყენებს ორგვარად - ცხელი და ცივი მეთოდით - ამზადებენ. ცივი მეთოდი ასეთია: ნედლეულს
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
აღმოსავლელი მკურნალები გვირჩევენ:

კვების სიბრძნე
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად