ზღვის წყალი მავნე თუ სასარგებლო? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზღვის წყალი მავნე თუ სასარგებლო?

ზღვის წყლის ზემოქმედება და მარგებლობა

მისთვის, ვინც ერთხელ მაინც ჩასულა ზღვაში, აუცილებლად ნაცნობია ერთგვარი კანკალის შეგრძნება, რომელიც ამ დროს ეუფლება მთელ სხეულს. ორგანიზმის უჯრედები და ქსოვილები თითქოს იკუმშება.

რა ხდება სინამდვილეში?

წყლის ტემპერატურა ჰაერის ტემპერატურასთან შედარებით ყოველთვის დაბალია, ამიტომ სხეულის წყალთან შეხებისას სისხლძარღვები მყისიერად იკუმშება. მოგვიანებით, დახლოებით 2-5 წუთის შემდეგ, სიცივის შეგრძნება ნელდება, სისხლძარღვები ფართოვდება და სხეულს სასიამოვნო სითბო ეუფლება. უკვე ამ ეტაპზე არა მხოლოდ კაჟდება ორგანიზმი, არამედ უმჯობესდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციობა, იზრდება კანის დამცველობითი ფუნქციები და ადაპტაციური შესაძლებლობები. წყალში ჩაშვებისას ადამიანი სხვაგვარად აღიქვამს საკუთარი სხეულის მასას. წყლის წნევა კი ამ დროს აძლიერებს სისხლის ნაკადს, ზრდის კანის ელასტიკურობასა და კუნთების ტონუსს, ჭიმავს მოდუნებულ, მოჩვარულ კანს. ზღვა არა მხოლოდ სტიქიაა, არამედ ორგანიზმისთვის საჭირო მინერალების უნიკალური წყაროც. ზღვის წყლის ქიმიური შემადგენლობის ამომწურავად შეფასება ძნელია. ის მდიდარია ნატრიუმის, კალიუმის, მაგნიუმის, ბრომის და სხვა მიკროელემენტთა მარილების იონებით. ამის წყალობით ზღვის წყალი ერთგვარი მკვებავის როლს ასრულებს კანისთვის, ამცირებს შეშუპებას, ზრდის კუნთების ტონუსს. გარდა ამისა, ზღვაში ცურვისას კანში გადასული სასარგებლო მინერალები აწყნარებს და ადეზინფიცირებს კანს. ზღვის წყლის ზემოქმედებით უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა (ცირკულაცია), ნორმალიზდება მჟავატუტოვანი ბალანსი, ტოქსინებისა და წიდისგან იწმინდება კანის უჯრედები. ზღვის წყალში არსებული იოდი ააქტიურებს კანის უჯრედების რეგენერაციას (განახლებას), აჯანსაღებს და ახალგაზრდობას უნარჩუნებს კანს. გარდა ამისა, იოდი განამტკიცებს ნერვულ სისტემას, აწესრიგებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს. ზღვის წყალი აცხრობს ქავილს, კანისა და ლოწოვანი გარსების გაღიზიანებას. ის სოკოვანი პათოლოგიების პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა. მუწუკები, ფერიმჭამელები და კანის სხვა ანთებითი კერები ზღვის სუფთა წყალში ბანაობის შემდეგ რამდენიმე დღეში თავისთავად ქრება. ეს მხოლოდ ზღვის წყლის დამსახურება კი არ არის (რომელიც დეზინფიცირებას ახდენს და კანის უჯრედების რეგენერაციას განაპირობებს), არამედ მზის სხივებისაც, რომლებიც კანის პრობლემური უბნების გამოშრობას უწყობს ხელს.

რითია მავნე ზღვის წყალი

დღეს გაბატონებულია აზრი, რომ ზღვის წყალი აშრობს კანს, იწვევს ალერგიასა და ქავილს, პროვოცირებას უწევს დამწვრობის განვითარებას. მართალია თუ არა ეს?

ზღვის წყალი რამდენადმე მართლაც აშრობს კანს, მაგრამ ამ კუთხით უფრო საშიშია სხეულზე შერჩენილი წყლის წვეთები. ისინი, როგორც ლინზებში, კრებენ მზის სხივებს და ზრდიან მათი მოქმედების ინტენსივობას, რაც კანის გამოშრობას იწვევს. დამწვრობაც სწორედ ამ წვეთების დამსახურებაა. ამ პრობლემებს თავიდან აიცილებთ, თუ ზღვიდან ამოსვლისთანავე სხეულს პირსახოცით შეიშრობთ.

მაგრამ რა ვუყოთ ქავილსა და სხვა უსიამოვნო შეგრძნებებს, რომლებსაც მრავალ ჩვენგანს უტოვებს ზღვის წყალი ცურვის შემდეგ?

ზღვის წყალი რამდენადმე ზრდის კანის მგრძნობელობას. სწორედ ამიტომ არის, რომ ზოგს ზღვაში ბანაობის შემდეგ ერთგვარი დისკომფორტი ეუფლება. პრობლემის მოგვარება ადვილია - წყლიდან ამოსვლისთანავე შხაპი უნდა მიიღოთ. სუფთა, მტკნარი წყალი სხეულს მარილის ნარჩენებისგან ასუფთავებს. თუ ზღვის წყალზე (უფრო სწორად, იოდზე) ალერგია არ გაქვთ, ზღვაში ცურვა არ გავნებთ. პირიქით, გარგებთ კიდეც - რამდენიმე საათით სხეულზე დარჩენილი მარილი აძლიერებს კანის იმუნიტეტს, ერთგვარი გამაჯანსაღებელი ნიღბის როლს ასრულებს. ზღვის წყალი მეტად სასარგებლოა თმისა და ფრჩხილებისთვისაც. მინერალები, კალიუმისა და მაგნიუმის მარილები მათ სიმტკიცესა და სიჯანსაღეს სძენს. თმის ცვენა, ფრჩხილების სიმყიფე და განშრევება ზღვის კურორტიდან ჩამოსვლის შემდეგ დიდი ხნით მიეცემა ხოლმე დავიწყებას.

რა უნდა გახსოვდეთ

ბავშვებისა და სუსტი ჯანმრთელობის მქონე პირებისთვის ზღვაში ცურვა რეკომენდებულია მაშინ, როდესაც წყლის ტემპერატურა 21 გრადუსს მიაღწევს. ბავშვები გაცილებით ადვილად ცივდებიან, ვიდრე მოზრდილები, ამიტომ მოზრდილთა “საბანაო რეჟიმი” პატარებისთვის არ არის რეკომენდებული. აკლიმატიზაციის პერიოდის დასრულებამდე ბავშვის მდგომარეობას ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ. ყველამ იცის, რომ ზღვაში ცურვა გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე აუზში. ზღვის წყალი ბუნებრივი ჰიდრომასაჟორია. ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ ადამიანის სხეულზე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ზღვის მიკროფლორა, წყალმცენარეთა ფიტონციდები. ცურვისას ჩვენ ზღვის წყლის იონიზებული ჰაერით ვსუნთქავთ, ვგრძნობთ მის გემოსა და სურნელს. ზღვის წყალი ხსნის სტრესს, დაძაბულობას, თავის ტკივილს, ადუნებს და ნეტარების მორევში ძირავს ადამიანს. ზღვის წყლით მკურნალობა რეკომენდებულია სისხლნაკლებობის, ნერვული სისტემის დაავადებების, ათეროსკლეროზის, გულის მანკების დროს. ონკოლოგიურ პაციენტებს და ზოგიერთი ინფექციური სნეულებით დაავადებულებს კი სპეციალისტები ზღვის კურორტზე დასვენებას არ ურჩევენ.