ზღვისპირა კურორტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზღვისპირა კურორტები

არანაკლებ ფასეულია ზღვა. სანაპიროზე დასვენება უკვე დიდი ხანია აღიარებულია მკურნალობად და მას თალასოთერაპია ეწოდება. ზღვის სუფთა, ოზონით, იოდით (განსაკუთრებით - შავ ზღვაზე) და ზღვის მარილით მდიდარი ჰაერი პრაქტიკულად ყველასთვის შეიძლება სასარგებლო იყოს. ქრება სტრესი, ფილტვები თავისუფლად იწყებენ სუნთქვას, ორგანიზმიც კაჟდება. ცურვა, ზღვის აბაზანები ერთსა და იმავე დროს სასარგებლო ფიზიკური დატვირთვაცაა, ინჰალაციაც და მთელი სხეულის მსუბუქი, ტალღისებური მასაჟიც. რომელ ზღვის კურორტზე ჯობს დასვენება, რა თავისებურებებით გამოირჩევა თითოეული მათგანი?

წყნარი ოკეანის კლიმატი

წყნარი ოკეანისა და ბალტიის ზღვის კლიმატი ძალზე სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ამ ადგილებში საკმაოდ გრილა და წყლის ტემპერატურაც დაბალია. ასეთი ჰავა განსაკუთრებით უხდებათ ხანდაზმულებს, გულ-სისხლძარღვთა, სახსრებისა და ნერვული სისტემის დაავადებათა მქონე პირებს.

ყირიმის კურორტები

ყირიმის ნახევარკუნძულზე ჰაერი გამოირჩევა დაბალი ტენიანობით და მაღალი ტემპერატურით, ანუ საკმაოდ მშრალია და, ამდენად, სასარგებლოა ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებების დროს.

საქართველოს შავიზღვისპირეთის კურორტები

კლიმატი საკმაოდ ცხელია, თუმცა მაღალია ტენიანობა. ასეთი ჰავა კარგია სისხლძარღვების, გულის, ენდოკრინული, ნერვული, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის, თუმცა კატეგორიულად უკუნაჩვენებია ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებების დროს.


რაც შეეხება ევროპის საკურორტო სანაპიროებს

  • ხორვატია მშვენიერი, ეკოლოგიურად სუფთა ქვეყანაა მდიდარი ფლორით, ხშირი ტყეებით, ხმელთაშუა ზღვის არომატით გაჯერებული ჰაერით. ზღვაში საცურაოდ აქ იდეალური პირობებია. წყალი +24-26°C-მდე თბება, ხოლო ჰაერი - +32°C-მდე დღისით და +25°C-მდე ღამით. რასაკვირველია, წვიმიანი ამინდებიც არის, თუმცა ჰავა არცთუ ნესტიანია. ხორვატიის კურორტები შესანიშნავად არის მოწყობილი. მყუდრო სასტუმროები, მოვლილი პლაჟები, მრავალფეროვანი გასართობი, გემრიელი სამზარეულო. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ზაფხულში ხორვატიაში წამსვლელთა რიცხვი დიდია, სანაპიროსთან ახლოს მდებარე სასტუმროები გადატვირთულია, ამიტომ ნომრები უმჯობესია ადრევე დაჯავშნოთ.
  • ჩერნოგორია მიმზიდველია ოჯახური დასვენებისთვის. გარემო ეკოლოგიურად სუფთაა, ბუნება - მდიდარი: წარმტაცი მთები, წიწვოვანი და ევკალიპტის ტყეები, სწრაფი მდინარეები, კამკამა ტბები, ზღვის უკიდეგანო სივრცე. ბავშვები არა მხოლოდ იმხიარულებენ, არამედ გაკაჟდებიან კიდეც. სასტუმროებში ყველა აუცილებელი პირობაა მათ დასასვენებლად: სათამაშო დარბაზები, აუზები, მოედნები. აქ არ არის შემაწუხებელი სიცხე. ჰაერის ტემპერატურა +30°C-მდეა, წყლისა - +24°C-მდე. ჰაერი გაჯერებულია ადრიატიკის ზღვის არომატით, წიწვოვანი ხეებისა და ყვავილების სურნელით. ქვეყანა მდიდარი ღირსშესანიშნავი ადგილებითაც - სასახლეები, მღვიმეები, პარკები, ეკლესიები, მუზეუმები დასვენებას საინტერესოს და შემეცნებითს გახდის.
  • საბერძნეთის ისტორია და კულტურა ბევრს ხიბლავს და აქ მოგზაურობისკენ უბიძგებს. უმდიდრესი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა, შესანიშნავი ბუნება - ზღვის პეიზაჟები, წარმტაცი მთები, მდინარეები, მდელოები, ტბები, ხშირი ტყეები, ულამაზესი მცენარეები... აქ შესანიშნავი პირობებია აქტიური დასვენებისთვის. მხოლოდ დაივინგი რად ღირს - მოგეცემათ წყალქვეშა საგანძურის ხილვის საშუალება. მდიდრული სასტუმროები მრავალფეროვანი მომსახურებით, სპა და სხვა გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩათვლით. ბავშვებისთვისაც არაჩვეულებრივი პირობებია - აუზები, სათამაშო მოედნები, ატრაქციონები, გემრიელი და სასარგებლო სამზარეულო. აგვისტოში აქ ცხელა, მაგრამ ტენიანობა მაღალი არ არის. ზღვის ჰაერი, განსაკუთრებით - დილა-საღამოს, გარემოს ავსებს ზღვისა და მცენარეების სურნელითა და მსუბუქი სიგრილით. წყლის ტემპერატურა აღწევს +25°C-ს და მეტს, ხოლო ჰაერისა - + 30-32°C-ს.
  • იტალია. ძნელია, უარი თქვა იმ ქვეყანაში მოგზაურობაზე, სადაც გელის ახალი შთაბეჭდილებები, აურაცხელი ისტორიული ძეგლი და ხელოვნების ნიმუში, მდიდარი ბუნება, შესანიშნავი პლაჟები, არაჩვეულებრივი გამაჯანსაღებელი ცენტრები და მრავალი სხვა. აგვისტოში აქ ცხელა, რადგან წელიწადის ყველაზე ცხელი თვეა. ჰაერის საშუალო ტემპერატურა +35°C და მეტია, თუმცა ეს სულაც არ ამცირებს ტურისტების ნაკადს, რადგან ტურიზმის ინფრასტრუქტურა ძალიან კარგად არის განვითარებული. იტალიელებმა იციან ამ სფეროს ფასი და ტურისტებს მაქსიმალურად კომფორტულ პირობებს უქმნიან: სასტუმროს მყუდრო ნომრები კლიმატკონტროლის სისტემებით, აუზები, გამაჯანსაღებელი პროცედურები, მოვლილი პლაჟები, საინტერესო ექსკურსიები, უამრავი გასართობი...
  • საფრანგეთი შესანიშნავ, რომანტიკულ და უჩვეულო შთაბეჭდილებებს გაჩუქებთ, ხოლო ლაჟვარდოვანი სანაპიროს პლაჟები ზღაპრულ სამყაროში გადაგასახლებთ. ჰაერის ტემპერატურა +35°C-მდეა. საფრანგეთის ცნობილი კურორტებია:
  1. კანი - ლაჟვარდოვანი სანაპირო, დღესასწაულებისა და ფესტივალების ქალაქი;
  2. ნიცა - საფრანგეთის მარგალიტი მდიდარი ისტორიითა და შესანიშნავად განვითარებული ინფრასტრუქტურით;
  3. სენ-ტროპე - მოდური, ვარსკვალვებისა და ცნობილი ადამიანების საყვარელი კურორტი და სხვა.
  • ესპანეთში აგვისტო განსაკუთრებული დროა. არა მარტო ცურვისა და გარუჯვისთვის, არამედ მშვენიერი, მდიდრული დღესასწაულების გამოც, რომლებიც ახალი შეგრძნებების ნამდვილ ფეიერვერკს გაჩუქებთ. ესპანეთი მდიდარია წიწვოვანი ტყეებით, იდუმალი მღვიმეებით, ოქროსფერი ქვიშით, საინტერესო არქიტექტურული ძეგლებით, გამაჯანსაღებელი ცენტრებით. აქ არის არაჩვეულებრივი კლიმატი და განვითარებული ინფრასტრუქტურა.
  • თუ გსურთ, მოიწყოთ მდიდრული დასვენება მისაღებ ფასად, თურქეთში უნდა წაბრძანდეთ, განსაკუთრებით - თუ ბავშვებიც მიგყავთ. აგვისტოში თურქეთში ცხელა, ამიტომ შუადღისას ხანგრძლივი ექსკურსიებისგან თავის შეკავება მოგიწევთ. ჰაერის ტემპერატურა იშვიათად იწევს +32°C-ზე ქვემოთ, ხოლო წყლისა დაახლოებით +26°C-ია.
  • მალტა პატარა კუნძულია, რომელიც მდიდრულ დასვენებას შემოგთავაზებთ. სუფთა ზღვა, შესანიშნავი ქვიშიანი პლაჟები, სუფთა ჰაერი, მყუდრო სასტუმროები, თბილი კლიმატი, უამრავი გასართობი... მალტა უჩვეულო ქვეყანაა პატარა დასახლებებით, ციცქნა ქუჩებით, დაბალი სახლებით, საინტერესო ლანდშაფტით, უძველესი ნაგებობებით. მიუხედავად ტერიტორიული სიმცირისა, მას მდიდარი ისტორია აქვს. აგვისტო აქ ყველაზე ცხელი თვეა - ჰაერის ტემპერატურა +38°C-მდე აღწევს, წყალი კი +26°C-მდე და მეტად თბება.
  • კვიპროსი ზღაპრული სამყაროა: ლაჟვარდოვანი ზღვა, მდიდარი ტროპიკული ფლორა, წარმტაცი მთები, სასიამოვნო კვიპროსული ჰანგები, უგემრიელესი სამზარეულო. აგვისტოში აქ ცხელა, ამიტომ სანაპიროზე, ჯობს, გახვიდეთ დილით და საღამოს. შუადღე, უმჯობესია, სასტუმროს კომფორტულ ნომერში, გამაჯანსაღებელ ცენტრში ან სილამაზის სალონში გაატაროთ. აქ უამრავი გასართობია, მათ შორის - მხიარული დისკოთეკები, მყუდრო ბარები, დახვეწილი რესტორნები. არც შთამბეჭდავი პეიზაჟების, უნიკალური არქიტექტურული ძეგლების სიმცირეს იგრძნობთ. სად ამჯობინებთ დასვენებას, თქვენს გემოვნებაზე, მოთხოვნებსა და მატერიალურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. მთავარია, ზაფხულში მიიღოთ ენერგიის ის მუხტი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში შეგაძლებინებთ შრომასა და ყოველდღიურ რუტინასთან გამკლავებას.