ოცდღიანი დასვენების შემდეგ ადამიანის ინტელექტის კოეფიციენტი შესამჩნევად ქვეითდება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

ოცდღიანი დასვენების შემდეგ ადამიანის ინტელექტის კოეფიციენტი შესამჩნევად ქვეითდება

ოცდღიანი დასვენების შემდეგ ადამიანის ინტელექტის კოეფიციენტი შესამჩნევად ქვეითდება
რა უცნაურიც უნდა მოგვეჩვენოს, ისე არავის სჭირდება დასვენება, როგორც აგარაკიდან ახალდაბრუნებულ ადამიანს . ასეთ შინაგან დისკომფორტს დასვენების შემდეგ მეტ-ნაკლებად ყველა განიცდის. ისეც ხდება, სავსებით ჯანმრთელი ადამიანი კურორტიდან შინ დასუსტებული და გადაღლილი ბრუნდება - ის ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მსხვერპლია.
ე.წ. შებრუნებით აკლიმატიზაციას უკავშირდება სექტემბერ-ოქტომბერში კუჭ-ნაწლავისა და გულ-სისხლძარღვთა პრობლემების გახშირება, ნევროზები და დეპრესიები. რაც უფრო მეტად შორდება ადამიანი ცხოვრების ჩვეულ წესს, მით ძლიერ დისკომფორტს განიცდის დასვენების შემდეგ. მდგომარეობას, რომელიც შვებულების შემდეგ სამსახურში დაბრუნებისას გვეუფლება, თავისი ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური მიზეზები აქვს.
დასვენების შემდგომი დისკომფორტი
ყველაზე მეტად მათ ემუქრება, ვინც:
• შვებულება აზიის, აფრიკის ან ლათინური ამერიკის ქვეყნებში გაატარა;
• მოუწია ხუთზე მეტი საათობრივი სარტყლის შეცვლა;
• ისვენებდა მთიან რაიონში და ჰქონდა არასტაბილური არტერიული წნევა;
• რელაქსაციისთვის ხშირად სვამდა ალკოჰოლურ სასმელს;
• თავს იქცევდა უჩვეულო გასართობებით.

დასვენების შემდეგ ერთნი მუდამ გაღიზიანებულნი არიან, იოლად ფეთქდებიან, მეორენი
დათრგუნულობას, სისუსტეს უჩივიან, უმიზეზო სევდა ეუფლებათ, ბევრს აწუხებს თავის ტკივილი, ყელის ჩახეხვის შეგრძნება, ძილის დარღვევა, გაძლიერებული ოფლიანობა და უგუნებობა. ყოველივე ამას განსაკუთრებული სიმწვავით განიცდიან სტრესული პროფესიების წარმომადგენლები: საშუალო და მცირე ბიზნესის მფლობელები, ხელმძღვანელი მუშაკები, ექიმები, მასწავლებლები, ჟურნალისტები და მდივან-თანაშემწეები. კონტრასტი დასვენებასა და სამსახურის დაძაბულ რიტმს შორის მათში მოსალოდნელი პრობლემების გაუცნობიერებელ შიშს ბადებს - არ იციან, გაართმევენ თუ არა თავს სამსახურში დაბრუნებულნი დაგროვილ პრობლემებს. ეს შიში არცთუ უსაფუძვლოა. საქმე ის არის, რომ ოცდღიანი დასვენების შემდეგ ადამიანის ინტელექტის კოეფიციენტი რამდენიმე ხნით შესამჩნევად ქვეითდება.

იხილეთ სტატია "დასვენების შემდეგ"

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
კატეგორიის სხვა სტატიები
ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოიანგარიშეს რა დრო უნდა დავყოთ ბუნებაში იმისათვის, რომ ეს განტვირთვა ჩვენს ჯანმრთელობაზე დადებითად
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მოგზაურობა ტვინის მუშაობას აუმჯობესებს.
შვებულება მხოლოდ მოდუნების შესაძლებლობა არაა. ექსპერტების აზრით, შვებულება სასარგებლო და აუცილებელია ჯანმრთელობისთვის.
ზაფხული ის პერიოდია, როცა არდადეგებისა და შვებულების გამოყენებას ყველა მაქსიმალურად ცდილობს.
ბოლო დროს მსოფლიოში ბევრი უჩვეულო ადგილი გამოჩნდა, სადაც შვებულების საინტერესოდ გატარება და აქტიური დასვენება შეიძლება. მაგალითად, შეგიძლიათ წყალქვეშ იძინოთ, იმოგზაუროთ ან წყალქვეშა რესტორანს ეწვიოთ. ყინულის ან პრეისტორიულ გამოქვაბულ-სასტუმროში დასვენებაც შესაძლებელია. არჩევანი, რა თქმა უნდა, თქვენზეა, თუმცა ეს ყველაფერი იაფი ნამდვილად არ დაგიჯდებათ. ჩვენ რამდენიმე უჩვეულო ადგილს გაგაცნობთ, თქვენ კი…გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა ხარჯის გაწევა.

ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად