/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

თბილისის ერთ-ერთი საბავშვო ბაღიდან 3 აღსაზრდელის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო

თბილისის ერთ-ერთი საბავშვო ბაღიდან 3 აღსაზრდელის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო
ნაძალადევის რაიონის ერთ-ერთი საბავშვო ბაღიდან 3 აღსაზრდელის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოდან აცნობეს, ბავშვები მკურნალობას ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში გადიან. პატარებს აღენიშნებათ პირღებინება, დიარეა და ტემპერატურის მატება.

როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე პერიოდში ხშირია ვირუსული ინფექციები და მათი გავრცელება იმატებს ჰაერის ტემპერატურის ვარდნასთან ერთად, სააგენტომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართა, რათა შემოწმდეს კვების ბლოკი და გამოირიცხოს კვებითი ინტოქსიკაცია. მათივე ინფორმაციით, თუ რა გახდა ბავშვების ინფიცირების მიზეზი, ლაბორატორიული კვლევა დაადგენს.

„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. ნაძალადევის რაიონის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ადგილი ჰქონდა აღსაზრდელთა ჰოსპიტალიზაციის ფაქტს. 3 აღსაზრდელი მკურნალობას გადის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში. პატარებს აღენიშნებათ პირღებინება, დიარეა და ტემპერატურის მატება. მიმდინარე პერიოდში ხშირია ვირუსული ინფექციები, მათი გავრცელება იმატებს ჰაერის ტემპერატურის ვარდნასთან ერთად.

ამის მიუხედავად, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმართა სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რათა შემოწმდეს კვების ბლოკი და გამოირიცხოს კვებითი ინტოქსიკაცია. ასევე, სააგენტოს რეკომენდაციით, პროდუქტების გარკვეული ნაწილის სინჯები გადაიგზავნა ლაბორატორიაში კვლევისთვის. ბაგა-ბაღში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაო.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი დადგინდეს, რა გახდა ბავშვების ინფიცირების მიზეზი -საკვები თუ ვირუსული ინფექცია“, - ნათქვამია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარები (1)
nd
მე მაპატიეთ და თქვენი დაწერილი ტექსტით არაფერიც არ გამიცვლია საქართველოს კურორტები. ან მეტი დეტალები დაწერეთ, ან ნუ ამბობთ, რომ რამეს გვაცნობთ,
თარიღი : 04-08-2014
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

გაიცანით საქართველოს კურორტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გაიცანით საქართველოს კურორტები

ვიდრე გვიან არ არის, სჯობს ვიზრუნოთ მასზე. ეს გაცილებით უფრო ეკონომიური, მარტივი და რეალურია, ვიდრე უკვე ჩამოყალიბებული დაავადების მკურნალობა. ამიტომ გამოიყენეთ შვებულების პერიოდი, დაისვენეთ და იმოგზაურეთ.

ასეთ დროს კი მნიშვნელოვანია, გქონდეთ ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ძირითადი საკურორტო-რეკრეაციული რაიონების შესახებ:

აჭარა - რბილი სუბტროპიკული ჰავა, თბილი ზღვა, მზის ნათების მაღალი ინტენსივობა. ძირითადი საკურორტო ცენტრებია: ბათუმი, ქობულეთი, მახინჯაური, მწვანე კონცხი, გონიო, ციხისძირი.

სამცხე-ჯავახეთი - სამკურნალო თვისებები მთის ჰავითა და მრავალი მინერალური წყაროს არსებობით არის განპირობებული. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ფტიზიატრიული პროფილის კურორტი აბასთუმანი.

ბორჯომ-ბაკურიანის კომპლექსი - ბორჯომი წარმოადგენს ტურიზმისა და დასვენების ცენტრს, ბაკურიანის ლოკალურ კომპლექსს გააჩნია ორმაგი ფუნქცია: ზაფხულში მთის კლიმატური კურორტის, ხოლო ზამთარში ემატება უმსხვილესი სამთო-სათხილამურო ცენტრის ფუნქცია. მნიშვნელოვანი კურორტებია: წაღვერი, ცემი, პატარა ცემი, ლიბანი და სხვ.

კოლხეთი - უჭირავს კოლხეთის დაბლობი ზღვისპირა სანაპირო ზოლით და მიმდებარე მთისწინეთი. აქ განლაგებულია სხვადასხვა მინერალურ წყაროებზე დაფუძნებული ბალნეოლოგიური კურორტები: წყალტუბო, ცაიში, მენჯი და ზღვისპირა კლიმატური კურორტები: ურეკი, გრიგოლეთი, მალთაყვა.

სვანეთი - მთის ჰავა, მაღალმთიანი ლანდშაფტები, მრავალრიცხოვანი მინერალური წყაროებით. იგი წარმოადგენს ალპინიზმის მნიშვნელოვან არეალს.

რაჭა-ლეჩხუმი - განსაკუთრებით პოპულარულია ბალნეო-კლიმატური კურორტი უწერა და შოვი.

აღმოსავლეთ კავკასიონი - ალპინიზმის მნიშვნელოვანი ცენტრია ყაზბეგი, განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური.

კახეთი - აქ არის ტალახით სამკურნალო კურორტი ახტალა.

ავტორი ლალი ჩხიკვაძე