რომელი დაავადების დროს სად უნდა დავისვენოთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელი დაავადების დროს სად უნდა დავისვენოთ

გამგზავრების წინ უნდა შეარჩიოთ გარკვეული კლიმატური პირობები, რომელიც სწორედ თქვენ მოგიხდებათ. სწორად შერჩეულ კლიმატს ადამიანზე დროის მცირე მონაკვეთის განმავლობაში საოცრებების მოხდენა შეუძლია. იგი ხსნის:

დაღლილობას,

დეპრესიას,

სტრესს,

ნერვოზს,

ამსუბუქებს ქრონიკული დაავადებების მიმდინარეობას და აფერხებს ახალი დაავადებების განვითარებას.

იმისათვის, რომ შვებულება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ გავატაროთ, სწორად უნდა შევარჩიოთ დასვენების ადგილი და გავარკვიოთ, რომელი კლიმატი იქნება ჩვენთვის ყველაზე კარგი.

როდის არის რეკომენდებული სანატორულ-კურორტული მკურნალობა

სანატორულ-კურორტული დასვენება ითვლება მკურნალობის უფრო მეტად ფიზიოლოგიურ და ბუნებრივ მეთოდად, რომელიც გამოიყენება მრავალი დაავადების დროს. კურორტებზე მკურნალობა ხორციელდება კომპლექსურად, რომლის დროსაც ყურადღებას უთმობენ სამკურნალო ფიზკულტურას, მოძრავ, დინამიკურ თამაშებს, მატრენირებელ და გამაჯანსაღებელ პროცედურებს.

ვისთვის არ არის რეკომენდებული სანატორულ-კურორტული მკურნალობა

ამგვარი მკურნალობა არ არის რეკომენდებული შემდეგი დაავადებების დროს:

ვენერიული პათოლოგიები,

ინფექციური დაავადებები,

ფსიქიკური აშლილობა,

ასევე იმ მდგომარეობების დროს, როცა კურორტზე მკურნალობა შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს:

დაავადების მწვავე მიმდინარეობისას,

სისხლდენების დროს,

ავთვისებიანი წარმონაქმნების დროს,

ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში.

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ქრონიკული ბრონქიტის, ტრაქეიტის დროს ნაჩვენებია მკურნალობა ზღვისპირა კლიმატურ, ტყიან, მთიან კურორტებზე, ისეთებზე, როგორიც არის ბორჯომი, აბასთუმანი, ქობულეთი.

პლევროპნევმონიის ნარჩენი მოვლენებისას რეკომენდებულია სანატორული მკურნალობა ბაკურიანში, სურამში, ბორჯომში.

ჰიპერტონული დაავადების მძიმე მიმდინარეობის დროს, თავის ტვინის სისხლძარღვების გამოხატული სკლეროზის შემთხვევაში სანატორულ-კურორტული მკურნალობა უკუნაჩვენებია.

სანატორულ-კურორტული მკურნლობის პირობებში წარმატებით მკურნალობენ კუჭის წყლულს, გასტრიტს, ენტერიტს, სანაღვლე გზებისა და ღვიძლის, ნაღველ-კენჭოვან დაავადებებს.

საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებების მკურნალობისას რეკომენდებულია უპირატესობა მივანიჭოთ იმ კურორტებსა და სანატორიუმებს, სადაც კომპლექსში შედის მინერალური წყლის მიღება, ბალნეოთერაპია გოგირდწყალბადის, რადონის წყლებით, ასევე ტალახით მკურნალობა.

რაც შეეხება ზღვის კლიმატს, ქრონიკული დაავადებების დროს რეკომენდებულია ხავერდოვანი სეზონი, როდესაც კლიმატი რბილი და დამზოგველია გულისა და სისხლძარღვებისთვის.

ავტორი ლალი ჩხიკვაძე