ეგზოტიკური ტურები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ეგზოტიკური ტურები

ადგილობრივი კოლორიტით, დაათვალიერებთ უძველეს ძეგლებს. თუმცა ეგზოტიკური ტურები საყურადღებოა ეგზოტიკური დაავადებების მხრივაც. ამ ქვეყნების უმეტესობა ღარიბია და შესაძლოა, თქვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოება ვერ უზრუნველყონ.

  • შესაძლო დაავადებები

  1. ქოლერა - გავრცელებულია ინდონეზიაში, ინდოეთში, ლაოსში, ირანში, ანგოლასა და თურქეთში. ერიდეთ თერმულად დაუმუშავებელ საკვებს.
  2. ჭირი - მისი ბუნებრივი კერები თითქმის მთელ აფრიკასა და აზიაში გვხვდება. ყველაზე ხშირად ავადობა აღირიცხება ზიმბაბვეში, ინდოეთში, მადაგასკარზე, მოზამბიკში, მალავსა და ვიეტნამში. დასნებოვნება ხდება მწერის ნაკბენით ან ჰაერწვეთოვანი გზით.
  3. მალარია - გავრცელებულია ცენტრალური აფრიკის ქვეყნებში. ვითარდება მალარიის კოღოს კბენის შედეგად. ამ რეგიონში გამგზავრებამდე უნდა ჩაიტაროთ პროფილაქტიკური მკურნალობა, ანუ მიიღოთ მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატები.
  4. აზიის ქვეყნებში გავრცელებულია ჰეპატიტი.

ნებისმიერ დაავადებას გადავურჩებით, თუ დავიცავთ მარტივ მოთხოვნებსა და რეკომენდაციებს:

  1. თუ მოხერხდება, შეეცადეთ, იკვებოთ ისეთ ობიექტებში, სადაც საკვები თქვენ თვალწინ მზადდება.
  2. ნუ დალევთ ონკანის წყალს, შეიძინეთ ბოთლებში ჩამოსხმული წყალი.
  3. ალკოჰოლიანი სასმელი, კოქტეილი შეუკვეთეთ ყინულის გარეშე, რადგან დიდია ალბათობა, ყინულს ჩვეულებრივი ონკანის წყლისგან ამზადებდნენ.
  4. საკვებად უპირატესობა მიანიჭეთ შემოწმებულ პროდუქტებსა და ახალმომზადებულ კერძებს.
  5. ხილი აუცილებლად გათალეთ.
  6. გამგზავრების წინ გაიკეთეთ ყველა აუცილებელი აცრა, ხოლო მოგზაურობის დროს მიიღეთ აუცილებელი სამკურნალო პრეპარატები.