საქართველოს კურორტები - როგორ განადგურდა კურორტი ლიკანი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საქართველოს კურორტები - როგორ განადგურდა კურორტი ლიკანი

კლიმატური კურორტი, თავის მხრივ, შეიძლება იყოს მთისა, ზღვის სანაპირო, ტყისა და ველისა (სტეპისა), ხოლო ბალნეოლოგიური კურორტი - სასმელი წყლისა და აბაზანებით სამკურნალო. თუ კურორტზე ერთდროულად არსებობს რამდენიმე ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი, მაშინ ის შერეული პროფილისაა, მაგალითად, კლიმატურ-ბალნეოლოგიური, ბალნეოლოგიურ-ტალახისა, კლიმატურ-ტალახისა, კლიმატურ-ბალნეოლოგიურ-ტალახისა და სხვა. საქართველო გამორჩეულია კურორტებით- ბორჯომი, წყალტუბო, ქობულეთი, აბასთუმანი, ახტალა, ბაკურიანი, ბათუმი, ბახმარო, მწვანე კონცხი, ნაბეღლავი, საირმე, პატარა ცემი, სურამი, დღეს უკვე სანატრელი გუდაუთა, გულრიფში, გაგრა, ახალი ათონი, ბიჭვინთა... თბილ ბალნეოლოგიურ კურორტებს შორის აღსანიშნავია უწერა, ცაიში, ციხისძირი, ცემი, წაღვერი, შოვი, ჯავა და სხვა მრავალი (მრავალი მათგანი თავის დროზე საკავშირო მნიშვნელობისა იყო და არაერთ დამსვენებელს მასპინძლობდა საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკიდან). ამჯერად გვინდა, მკითხველის ყურადღება მთის კურორტებზე, მათი ბუნებრივი ფაქტორების თავისებურებებსა და ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლო-სამკურნალო მნიშვნელობაზე შევაჩეროთ. კომენტარი ვთხოვეთ ბატონ ემანუელ დვალიშვილს, რომელიც გახლავთ:

  • სს საბაზო სანატორიუმ "ლიკანის" სამეცნიერო-სასწავლო პედაგოგიური შემოქმედებითი გაერთიანება "დვალეთის" დირექტორი (ათეულობით წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ლიკანის სანატორიუმს, იყო მისი მთავარი ექიმი და დირექტორი);
  • საინჟინრო აკადემიის ბიოენერგოინფორმატიკის მართვისა და თვითმართვის სექტორის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერებათა აკადემიის ხუთგზის აკადემიკოსი;
  • საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი;
  • საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი;
  • საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის აკადემიის ნამდვილი წევრი;
  • რუსეთის ფედერაციის სამედიცინო-ტექნიკური აკადემიის ნამდვილი წევრი;
  • ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი;
  • კემბრიჯის უნივერსიტეტის საერთაშორისო დონის პროფესიონალი, მსოფლიოს წამყვანი პედაგოგ-თეორეტიკოსი;
  • უმაღლესი კატეგორიის თერაპევტი;
  • რესპუბლიკის დამსახურებული თერაპევტი;
  • ბორჯომის საპატიო მოქალაქე;
  • ღირსების ორდენის კავალერი;
  • რუსეთის სამედიცინო ტექნიკური აკადემიის უმაღლესი ჯილდოს - "ოქროს მედლის" კავალერი;
  • სამამულო ომის აქტიური მონაწილე და ძველი ალპინისტი.

- რით გამოირჩევა მთის ჰავა და რა სარგებლობა მოაქვს მთის კურორტზე დასვენებას?

- მთის კლიმატი - ეს არის სუფთა ჰაერი, მზის, განსაკუთრებით- ულტრაიისფერი სხივების ინტენსიური რადიაცია, დაბალი ბარომეტრიული წნევა და ჟანგბადის გაცილებით მაღალი შემცველობა. ყველა ამ ფაქტორის გამო მთის კლიმატი ახდენს მატონიზებელ და გამაკაჟებელ ეფექტს ადამიანის ორგანიზმზე. განსაკუთრებით უხდება მათ, ვისაც ფილტვებისა და გულის ქრონიკული კომპენსირებული დაავადებები აწუხებს. მთის კლიმატის ბიოლოგიური მოქმედება მრავალფეროვანია:

  • ამშვიდებს და ტონუსს მატებს ნერვულ სისტემას;
  • აუმჯობესებს  სასიცოცხლო პროცესების რეგულაციას (ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, სუნთქვის ფუნქციას, სისხლის მიმოქცევასა და საჭმლის მონელებას);
  • ზრდის ორგანიზმის სენშეუვალობას სხვადასხვა დაავადების, მათ შორის- ინფექციური პათოლოგიების მიმართ.

ოზონი, რომლითაც მდიდარია მთის ჰაერი:

  • დამღუპველად მოქმედებს ბაქტერიებზე, ვირუსებსა და სოკოებზე;
  • აძლიერებს ჟანგვა-აღდგენით პროცესებს;
  • სწრაფად ამცირებს და ხსნის ინტოქსიკაციის მოვლენებს;
  • აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, რითაც აძლიერებს ქსოვილთა ჟანგბადით გაჯერებას, აღმოფხვრის ჟანგბადოვან შიმშილს;
  • მაღალი ენერგეტიკული დანახარჯის დროს ახდენს ცხიმოვანი რესურსების მობილიზებას.

კლიმატური კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორები კლიმატი და ლანდშაფტის თავისებურებები გახლავთ. მთის კლიმატურ კურორტებს იყენებენ ფილტვის ტუბერკულოზის,  ბრონქული ასთმის,  ჰიპოტონიისა და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ. მკურნალობასთან ერთად კურორტს დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა დაავადების საპროფილაქტიკოდ და ორგანიზმის გასაკაჟებლად.  განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს მთის კურორტს ბავშვებისთვის.

- რას გვეტყვით ბალნეო¬ლოგიურ კურორტებზე?

- ბალნეოლოგიური კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორია მინერალური წყაროს წყალი, რომელსაც სასმელად და აბაზანებისთვის იყენებენ. ნახშირმჟავა წყლის ცნობილი კურორტებია ბორჯომი, საირმე, ჯავა და სხვა. სასმელ მინერალურ წყალს იყენებენ საჭმლის მომნელებელი ორგანოების, ღვიძლის, თირკმელების და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ. აბაზანებით მკურნალობენ სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემის, კანის, გინეკოლოგიურ დაავადებებს, აგრეთვე- გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთ სნეულებას.


- იქნებ უფრო დაწვრილებით დაახასიათოთ საქართველოს კურ¬ორტები, მაგალითად ბაკურიანი, ბორჯომი, რით გამოირჩევა ისინი?

- ბაკურიანი მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ბაკურიანისწყლის (გუჯარეთისწყლის შენაკადი) ნაპირას. ის გაშლილია ბაკურიანის ქვაბულის ძირზე, რომელიც ვულკან მუხერიდან ამონთხეული ლავით არის აგებული. ჰავა გარდამავალია- ზღვის ნოტიოდან ზომიერად ნოტიო კონტინენტურისკენ, ზამთარი ცივია, თოვლიანი, ზაფხული კი ხანგრძლივი. ბაკურიანი სამთო-კლიმატური კურორტია. მისი მიდამოები შემოსილია წიწვოვანი, უმეტესად ნაძვნარი ტყით. ძირითადი სამკურნალო ფაქტორებია მთის ჰავა, მზის ხანგრძლივი ნათება (2052 საათი წელიწადში) და ულტრაიისფერი სხივების მაღალი რადიაცია. სამედიცინო ჩვენებაა ლიმფადენიტი, სასუნთქ ორგანოთა ქრონიკული არატუბერკულოზური დაავადებანი, ანემია. ბორჯომი უდიდესი მნიშვნელობის ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტია. გაშენებულია ბორჯომის ხეობაში, მდინარე მტკვრისა და მისი მარჯვენა შენაკადების- ბორჯომულასა და გუჯარეთისწყლის ნაპირას. ქალაქ ბორჯომსა და მის შემოგარენს უჭირავს მესხეთის ქედის აღმოსავლეთ და თრიალეთის ქედის დასავლეთ ტყიანი (უმთავრესად წიწვოვანი) კალთები ზღვის დონიდან 800-900 მეტრზე. ბორჯომის დაარსება იქ აღმოჩენილმა მინერალურმა წყალმა განაპირობა. ბორჯომის მინერალურ წყალს ძველთაგანვე იყენებენ სამკურნალოდ. ბორჯომის ჰავა ზომიერად ნოტიოა. აქ ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული იცის. მზის ნათების ხანგრძლივობა 1850-1900 საათია წელიწადში. რელიეფისა და მიკროკლიმატის თავისებურებათა მიხედვით ბორჯომში გამოიყოფა რამდენიმე უბანი, რომელთაგან სამკურნალოდ განსაკუთრებით ხელსაყრელი მიკროკლიმატური პირობებით გამოირჩევა ლიკანი, ფაფა, პლატო. კურორტის ძირითადი სამკურნალო საშუალებაა მინერალური წყალი, რომელსაც იყენებენ სასმელად და ბალნეოლოგიური სამკურნალო პროცედურებისთვის (აბაზანები, შხაპები, ინჰალაცია და სხვა). ბორჯომის სხვა სამკურნალო ფაქტორებია კლიმატი, ტალახი. კლიმატოთერაპიული თვალსაზრისით საუკეთესო დროა ივნის-ოქტომბერი. სამედიცინო ჩვენებებია საჭმლის მომნელებელი სისტემის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების, საშარდე გზების დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის მოშლა, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები და სხვა. სეზონი მთელი წელი გრძელდება. ბორჯომის ახლოს მდებარეობს ბორჯომის ჯგუფის კურორტები: ახალდაბა, ქვიშხეთი, წაღვერი, ცემი, ლიკანი, პატარა ცემი, ციხისჯვარი, ბაკურიანი. ბორჯომის რაიონი მოიცავს მცირე კავკასიონის ნაწილს - თრიალეთის ქედის დასავლეთ და მესხეთის ქედის აღმოსავლეთ დაბოლოებებს. მისი ძირითადი წიაღისეული სიმდიდრეა ბორჯომის ფართოდ ცნობილი ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმიანი სამკურნალო წყალი, აგრეთვე წაღვერის ნახშირმჟავა-რკინის, ციხისჯვრის გოგირდოვანი, ვაშლოვნის ბორჯომის ტიპის და მრავალი სხვა ძვირფასი მინერალური წყარო. ჰავა გარდამავალია კონტინენტურ სუბტროპიკულიდან ზღვის სუბტროპიკულისკენ. აქ ზამთარი ცივია, ზაფხული კი ხანგრძლივი.

ბორჯომი მდიდარია მცენარეულობით (1600-ზე მეტი სახეობა). ბორჯომის რაიონის ტერიტორიის თითქმის 2/3 უჭირავს ტყესა და ბუჩქნარს. გაბატონებულია უმთავრესად ნაძვნარ-სოჭნარი და ნაძვნარ-წიფლნარი, არის ფიჭვნარიც. ტყეებში ზოგან გავრცელებულია მარადმწვანე ქვეტყე და კოლხური ლიანები. შერეულ ტყეებში წიწვოვანთა გვერდით გვხვდება წიფელი, ნეკერჩხალი, მუხა, არყი. 2100-2200 მ-ის სიმაღლეზე ტყეებს ცვლის სუბალპური მდელოები, რომლებიც სათიბ-საძოვრად არის გამოყენებული. ტყეების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოცხადებულია სახელმწიფო ნაკრძალად.

კურორტი ბორჯომი მსოფლიოში უნიკალური მრავალფეროვანი საკურორტო რესურსების სიმდიდრით არის ცნობილი, ხოლო ბორჯომის მინერალური წყალი თავისი განუმეორებელი ქიმიურ-ფიზიკური თვისებებით პირველი კლასის მინერალური წყლების შეფასების ეტალონია. ბორჯომის რაიონის საკურორტო რესურსებისა და საბადოების დაცვა-შენარჩუნება ეროვნული მნიშვნელობის პრობლემაა.

 

რამდენად აღელვებს ეს პრობლემა ჩვენს ხელისუფლებას, ყველას კარგად მოეხსენება. ჩვენს 84 წლის რესპონდენტს, გულანთებულ პატრიოტსა და ერისშვილს კი მართლაც რომ გული შესტკივა, ვინაიდან მან ყველაზე უკეთ იცის, როგორ დააქუცმაცეს (300 და 400 კვ. მ ფართობის ნაკვეთებად) და გაყიდეს კურორტ ლიკანის უნიკალური ტერიტორიები, როგორ დაანგრიეს იქ არსებული საკავშირო მნიშვნელობის სადიაგნოსტიკო-სამკურნალო ცენტრი, როგორ გააუქმეს სანატორიუმის სამეცნიერო -მეთოდური კაბინეტი, სადაც ინახებოდა სანატორიუმის 50 წლის პრაქტიკული და სამეცნიერო მუშაობის მასალები და წლიური სამედიცინო ანგარიშები, სანატორიუმის მუზეუმი და საგამოფენო დარბაზი, სადაც დაცული იყო სანატორიუმის ისტორიის ამსახველი ექსპონატები, ფოტომასალები, მხატვრული ტილოები, სანატორიუმში გადაღებული ფერადი კინოფილმები, სანატორიუმის ისტორიის ხელნაწერთა ორი ტომი, შთაბეჭდილებათა წიგნი სანატორიუმის ემბლემით... ყოველივე ეს სანაგვეზე გადაყარეს და ლტოლვილები მათ თურმე ცეცხლის დასანთებად იყებდნენ... ეს ცალკე პუბლიკაციის თემაა და "ოჯახის მკურნალი" შეეცდება, დეტალურად გააშუქოს აღნიშნული საკითხი. მანამდე კი ემანუელ დვალიშვილის ღვაწლს დავუბრუნდებით. ბატონმა ემანუელმა 1964-68 წლებში ლიკანის სანატორიუმში საკუთარი სახსრებით დააფუძნა უმაღლესი კვალიფიკაციისა და საერთაშორისო სტანდარტის ადრიანი დიაგნოსტიკა-მკურნალობა-რეაბილიტაციის სამეცნიერო-სასწავლო გასტროენტეროლოგიური ცენტრი, სკოლა-ინსტიტუტი და სამეცნიერო მეთოდური ცენტრი, რომელიც აერთიანებდა 8 ლაბორატორიას, 24 სადიაგნოსტიკო და 42 სამკურნალო კაბინეტს, მაშინ როცა მოსკოვის პირველ სამედიცინო ინსტიტუტის ვ. ვასილენკოს კლინიკაში გასტროენეტროლოგიური ცენტრი მხოლოდ 1971 წელს შეიქმნა. როგორც ბატონი ემანუელი ბრძანებს, ასეთი სიძულვილი სამედიცინო სამეცნიერო დაწესებულებისა და ქვეყნისთვის თავდადებულ ექიმთა მიმართ, უნიკალური მასალებისა და რესურსის ასეთი მიზნობრივი განადგურება ბარბაროსობაა მედიცინის ისტორიაში, მაგრამ ღვაწლმოსილ ექიმსა და საქართველოს სასახელო შვილს  სწამს, რომ მომავალი თაობა თავის სიტყვას იტყვის.