კურორტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

კურორტოლოგია

ზამთრობით ბევრი მიდის დასასვენებლად ბავშვებთან ერთად. ზოგს სურს, რამდენიმე დღით მაინც განერიდოს ქალაქის რუხ ყოველდღიურობას, დაივიწყოს პრობლემები და დატკბეს ცხოვრებით. ზოგი მთიდან თხილამურებითა თუ ციგით დაშვებაში პოვებს სიამოვნებას, ზოგს თვალწარმტაცი ბუნების წიაღში მშვიდად სეირნობა ურჩევნია, ზოგიც გამაჯანსაღებელ პროცედურებსა და სპა-სალონებს ამჯობინებს. ბავშვებთან ერთად დასასვენებლად მშობლები უმეტესად წყნარ, მშვიდ, კომფორტულ გარემოს არჩევენ, სადაც შეიძლება დროის სასიამოვნოდ და სასარგებლოდ გატარება. სად და როგორ დავისვენოთ ზამთარში, ამის შესახებ გვესაუბრება თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის “თბილისი-სპა - ჯანმრთელობისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ეროვნული სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის” ექიმი კურორტოლოგი, მედიცინის დოქტორი მანანა ტაბიძე.
XXI საუკუნეში, როცა ადამიანი განსაკუთრებით სტრესულ ვითარებაში აღმოჩნდა ეკოლოგიური კატასტროფების, ეთნოკონფლიქტების, ტერაქტების, ომების, ცხოვრების არანორმალური ტემპის გამო, დადგა განტვირთვისა და გაჯანსაღების ორიგინალური ფორმების მოძიების დრო, სადაც ერთმანეთთან იქნება შერწყმული დასვენება, რელაქსაცია, გართობა, ფიზიკური და სულიერი წონასწორობის აღდგენა, ახლის შეცნობა, მკურნალობა და სხვა. რა არის შვებულება, იცის ყველამ, ვინც მუშაობს და არ მუშაობს: სტუდენტმა, მოსწავლემ, სახელმწიფო მოხელემ, საბიუჯეტო ორგანიზაციისა თუ კერძო კომპანიის თანამშრომელმა. დიასახლისები და ბინაზე დასაქმებულებიც კი ოცნებობენ შვებულებაზე, ანუ დროზე, რომელიც შეიძლება მიუძღვნან მხოლოდ საკუთარ თავს. შვებულების მნიშვნელობასა და დასვენების აუცილებლობაზე გვესაუბრება თბილისის მე-12 პოლიკლინიკის ოჯახის ექიმი ეკა ილურიძე.
ვის არ უყვარს ზღვაზე დასვენება და გარუჯვა. ბევრი კურორტზე ჩასვლისთანავე მიაშურებს სანაპიროს და მთელ დღეს ატარებს მცხუნვარე მზეზე. მაგრამ ყველას უნდა ახსოვდეს, რომ გარუჯვა ყოველთვის არ არის უსაფრთხო. ჯანსაღი და ეფექტური რუჯის მისაღებად ექიმების რამდენიმე რჩევას უნდა მივდიოთ. ზღვის წყლისა და კლიმატის კეთილისმყოფელ გავლენასა და ზღვაზე დასვენების თავისებურებებზე გვესაუბრება თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის, საქართველოს კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიის, რეაბილიტაციისა და სამკურნალო ტურიზმის ს/პ ცენტრის პროფესორი, კურორტოლოგიის აქტუალურ საკითხთა და სამკურნალო ტურიზმის განყოფილების გამგე, რევმატოლოგ-კურორტოლოგი თამარ ჩილინგარიშვილი.
ნაჩვენებია მე-3 გვერ 6 - დან
დიეტოლოგია
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
გახდომისათვის არაა საჭირო შიმშილი. საკმარისია შევარჩიოთ სწორი პროდუქტი. დიეტის გარეშე, სრულფასოვანი კვების
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად