დავეხმაროთ ორგანიზმს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ორგანიზმს

3. ხელები მიიტანეთ მხრებთან. წრიულად ამოძრავეთ მკლავები მხრის სახსარში ხან ერთ, ხან მეორე მხარეს.

გაიმეორეთ 10-12-ჯერ.

4. ხელები მიიტანეთ მხრებთან. მონაცვლეობით მოხარეთ და გაშალეთ ფეხები ისე, რომ ტერფები იატაკს მოსწყვიტოთ. გაიმეორეთ 6-8-ჯერ.

5. ხელები დაიწყვეთ ტანის გასწვრივ. ასწიეთ და დაუშვით მარცხენა ხელი და მარჯვენა ფეხი, შემდეგ ხელ-ფეხი შეანაცვლეთ. აწევისას ამოისუნთქეთ, დაშვებისას ჩაისუნთქეთ. გაიმეორეთ 4-6-ჯერ.

6. ხელები გაშალეთ, ფეხები მოხარეთ. მუხლები გადასწიეთ გვერდზე, ჩასუნთქვისას შეისრუტეთ მუცელი და შორისის მიდამო. ასე გაჩერდით 3-5 წამს. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. გაიმეორეთ 4-6-ჯერ.

7. ხელები გაშალეთ. ფეხები გაშალეთ მხრების სიგანეზე. მოაბრუნეთ ტანი, ერთი ხელისგულით შეეხეთ მეორეს. გაიმეორეთ 4-6-ჯერ.

8. ჩასუნთქვისას ასწიეთ მარჯვენა ფეხი, ამოსუნთქვისას მოხარეთ მუხლში და ხელებით მიიტანეთ მუცელთან. დაუშვით. იგივე ვარჯიში შეასრულეთ მარცხენა ფეხით. გაიმეორეთ 4-6-ჯერ.

9. ფეხები გაშალეთ მხრების სიგანეზე და მოხარეთ მუხლებში. გააკეთეთ ნახევარხიდი (დაეყრდენით იდაყვებს, მოაშორეთ ზურგი იატაკს). შეისრუტეთ მუცელი და შორისის არე, ასე გაჩერდით 3-5 წამს. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. გაიმეორეთ 4-6-ჯერ.

10. შეასრულეთ "ველოსიპედი" წუთის განმავლობაში. ხელების მდგომარეობა - ნებისმიერი.

11. ამოსუნთქვისას ფეხები ხელებით მოზიდეთ მუცლისკენ, ჩასუნთქვისას დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. გაიმეორეთ 4-6-ჯერ.

12. შეასრულეთ "დიაფრაგმული სუნთქვა" - ჩასუნთქვისას მაქსიმალურად გაბერეთ მუცელი, ამოსუნთქვისას კი მაქსიმალურად შეისრუტეთ. გაიმეორეთ 4-6-ჯერ.

13. ასწიეთ ჯერ ერთი გაშლილი ფეხი, მერე - მეორეც. ასე გაჩერდით 5-10 წამს, მერე ფეხები ერთიმეორის მიყოლებით დაუშვით. გაიმეორეთ 3-4-ჯერ.

14. თავი და ტანი ოდნავ წამოსწიეთ. 1 წუთის განმავლობაში ფეხებით აკეთეთ ხან "ველოსიპედი", ხან "მაკრატელი".

დაწექით მუცელზე და ხელები ამოიდეთ ნიკაპქვეშ

15. ფეხები მონაცვლეობით მოაცილეთ იატაკს და მკვეთრი მოძრაობით გასწიეთ უკან. გაიმეორეთ 4-6-ჯერ.

16. ერთდროულად მოხარეთ ფეხები მუხლებში, ჩასუნთქვისას ძლიერად დაძაბეთ დუნდულა (საჯდომი) კუნთები. ასე გაჩერდით 3-5 წამს. გაიმეორეთ 4-6-ჯერ.

დაწექით ზურგზე

17. ხელები დაიწყვეთ ტანის გასწვრივ. ერთდროულად ასწიეთ ხელ-ფეხი, შემდეგ დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. ვარჯიში განაგრძეთ 1 წუთის განმავლობაში.

18. წამოიწიეთ. იდაყვში მოხრილი ხელები მკერდთან მიიტანეთ, მუხლში მოხრილი ფეხები მუცლისკენ მოზიდეთ და შეეცადეთ, მუხლები იდაყვებს შეახოთ. გაიმეორეთ 6-8-ჯერ.


დადექით მუხლ-იდაყვის პოზაში

19. შეეცადეთ, მუხლით მისწვდეთ საპირისპირო ხელის მტევანს. შემდეგ იგივე ვარჯიში შეასრულეთ მეორე ფეხით. გაიმეორეთ 6-8-ჯერ. შენიშვნა: მუხლი იატაკს არ მოაშოროთ

20. მოხარეთ ხელები იდაყვში. იდაყვები განზე გასწიეთ. შეეცადეთ, მკერდით შეეხოთ იატაკს. გაიმეორეთ 6-8-ჯერ.

21. ფეხები მონაცვლეობით გასწიეთ უკან და გაჭიმეთ. გაიმეორეთ 6-8-ჯერ.

22. ზურგი ჯერ ამოზნიქეთ (გაბრაზებული კატის მსგავსად), შემდეგ ჩაზნიქეთ. გაიმეორეთ 4-6-ჯერ.

23. შეეცადეთ, მუხლით მოპირდაპირე იდაყვს მისწვდეთ. შეასრულეთ მონაცვლეობით ორივე ფეხით 6-8-ჯერ.

24. მიიტანეთ მუხლები იდაყვებთან რაც შეიძლება ახლოს და ასე გაჩერდით 3-4 წამს. გაიმეორეთ 3-4-ჯერ.

25. შეასრულეთ დიაფრაგმული სუნთქვა 3-4-ჯერ.

26. ისე ჩაჯექით ქუსლებზე, რომ ხელისგულები იატაკს არ მოაშოროთ. გაიმეორეთ 3-4-ჯერ. დაწექით ზურგზე, ფეხები მუხლებში მოხარეთ. გაიკეთეთ მუცლის თვითმასაჟი 1 წუთის განმავლობაში: ხელი ამოძრავეთ ზემოდან ქვემოთ, შემდეგ დაიდეთ ჭიპზე და ამოძრავეთ სპირალურად, საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით.

ვარჯიშები ქოლეცისტიტის დროს

არაკენჭოვანი ქოლეცისტიტის გადატანის შემდეგ დიდია ნაღვლის ბუშტში კენჭების გაჩენის რისკი. ასე რომ არ მოხდეს, აუცილებელია დიეტის დაცვა. გარდა ამისა, სასარგებლოა ნაღველმდენი მცენარეული ნაყენებით ნაღვლის ბუშტის გამორეცხვაც, მაგრამ მხოლოდ გასტროენტეროლოგის კონსულტაციის შემდეგ, რადგან თუ ნაღვლის ბუშტში კენჭი გაქვთ, ნაღველმდენმა საშუალებამ შესაძლოა საქმე გაართულოს. ნაღვლის ბუშტში კენჭების გაჩენას ხშირად ცხოვრების არაჯანსაღ წესს მიაწერენ. ცხოვრების არაჯანსაღი წესი უმოძრაობასაც გულისხმობს. სამკურნალო ვარჯიშების დახმარებით კუნთებში (მათ შორის - ნაღველგამომტანი სისტემის კუნთებშიც) უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა. ყველა დამეთანხმებით, რომ ვარჯიში გუნება-განწყობაზეც მოქმედებს. ნერვულ სისტემაზე ფიზკულტურის პოზიტიური გავლენა იმით გამოიხატება, რომ დადებით ნერვულ იმპულსებს ნაღვლის ბუშტის მუშაობა ნორმაში მოჰყავს. გაითვალისწინეთ: თუ ნაღვლის ბუშტში კენჭები გაქვთ, ჩვენ მიერ მოყვანილი ვარჯიშების შესრულება გეკრძალებათ - ადვილი შესაძლებელია, კენჭები ამოძრავდეს და ნაღვლის სადინარი დახუროს, რაც ძალზე საშიშია. აი, პროფილაქტიკის მიზნით კი ივარჯიშეთ, რამდენიც გნებავთ.

დაწექით ზურგზე

1. ასწიეთ მარჯვენა ხელი და იმავდროულად მოხარეთ მარცხენა ფეხი ტერფის იატაკზე გაცურებით. ამ დროს ჩაისუნთქეთ. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას და ამოისუნთქეთ.

2. ხელები წელზე შემოიწყვეთ. წამოსწიეთ თავი და მხრები, შეხედეთ ფეხის წვერებს - ამოისუნთქეთ. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას - ჩაისუნთქეთ.

3. მარცხენა ხელი მკერდზე დაიდეთ, მარჯვენა - მუცელზე. დაიწყეთ მუცლით სუნთქვა. ჩასუნთქვისას ორივე ხელი ასწიეთ. თვალყური ადევნეთ გულმკერდის ყაფაზისა და მუცლის წინა კედლის მოძრაობას. ამოსუნთქვისას ხელები დაუშვით.

დაწექით მარცხენა გვერდზე

4. მარცხენა ხელი გაჭიმეთ თავს ზემოთ, მარცხენა ფეხი ნახევრად მოხარეთ. ასწიეთ მარჯვენა ხელი მაღლა - ჩაისუნთქეთ, მოხარეთ მარჯვენა ფეხი და მარჯვენა მუხლი მკერდზე მიიკარით - ამოისუნთქეთ.

5. ასწიეთ მარჯვენა ხელი და მარჯვენა ფეხი - ჩაისუნთქეთ. იმავდროულად ხელ-ფეხი მოხარეთ, მუხლი მუცლისკენ მოზიდეთ, დახარეთ თავი. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას - ამოისუნთქეთ.

6. გაჭიმული მარჯვენა ხელი ასწიეთ მაღლა და უკან - ჩაისუნთქეთ. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას - ამოისუნთქეთ.

დადექით ოთხზე

7. ასწიეთ თავი და ჩაისუნთქეთ, მცოცავი მოძრაობით გადააადგილეთ მარჯვენა ფეხი წინ ხელებს შორის - ამოისუნთქეთ. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას და შეასრულეთ იგივე მოძრაობა მეორე ფეხით.

8. გაჭიმული მარჯვენა ხელი გასწიეთ განზე და ზემოთ - ჩაისუნთქეთ. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას - ამოისუნთქეთ.

9. ჩაისუნთქეთ, მოხარეთ ხელები და დაწექით მუცელზე - ამოისუნთქეთ. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.