ჩოგბურთი სიცოცხლეს თითქმის 10 წლით ახანგრძლივებს

გახანგრძლივება. სპეციალისტების აზრით, ჩოგბურთი უფრო სასარგებლოა, ვიდრე სირბილი, ველოსპორტი ან ცურვა. ამის მიზეზი თამაშის სოციალური ასპექტია, რაც თითქმის 8600 ადამიანის კვლევამ დაამტკიცა.
ჩოგბურთის მოთამაშეები საშუალოდ 9,7 წლით დიდხანს ცხოვრობდნენ, ვიდრე ფიზიკურად ადინამიური ადამიანები. ბადმინტონის მოთამაშეები 6,2 წლით უფრო დიდხანს, ფეხბურთელები დაახლოებით 5 წლით. ხოლო სპორტის ის სახეობები, რომლებიც არ გულისხმობს სხვა ადამიანებთან ურთიერთობას, ისე ეფექტურად არ მოქმედებდა. ველოსიპედით სიარული სიცოცხლის ხანგრძლივობას საშუალოდ 3,7 წლით ზრდიდა, ცურვა- 3,4 წლით, სირბილი - 3,2 წლით.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
მეცნიერებმა დაზუსტებით არ იციან რატომ აქვს ჩოგბურთს ასეთი მძლავრი ეფექტი. მაგრამ მთლიანობაში ისინი შემდეგ ტენდენციაზე საუბრობენ: ჩოგბურთის მსგავსი და გუნდური სპორტის სახეობები არა მარტო ზრდის გულისცემის სიხშირეს და ტვირთავს სხეულს, არამედ სხვა ადამიანებთან კავშირის დამყარებასაც უწყობს ხელს. სოციალური ასპექტი კი დღეგრძელობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ლალი ჩხიკვაძე