საშიში ტრადიციები: ბავშვის ქვიშაში ჩაფვლა და „ზამთრისთვის D ვიტამინის დაგროვება“ -კურორტოლოგი ქეთი ნიშნიანიძე პოპულარულ მითებს ამსხვრევს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

„ერთი და იგივე კურორტი ერთისთვის მკურნალობაა, მეორისთვის - რისკი“ - რა შეცდომებს ვუშვებთ დასვენებისას, კურორტოლოგის რჩევები

ზაფხულის დადგომასთან ერთად, თითქმის ყველა ჩვენგანი შვებულების დაგეგმვას იწყებს. თუმცა, ხშირად გვავიწყდება, რომ არასწორად შერჩეულმა კლიმატმა დასვენების ნაცვლად შესაძლოა ორგანიზმს დამატებითი სტრესი მიაყენოს. რეალურად რას შეისწავლის კურორტოლოგია, როგორ მოქმედებს მთისა თუ ზღვის ჰაერი ჩვენს ჯანმრთელობაზე და რა გავრცელებულ შეცდომებს უშვებენ მშობლები ბავშვების დასვენებისას?

ამ და სხვა საინტერესო თემებზე მედიცინის დოქტორი, ფიზიოთერაპევტი, რეაბილიტოლოგი და კურორტოლოგი - ქეთი ნიშნიანიძე გვესაუბრება

- ქალბატონო ქეთი, ხშირად ადამიანებს კურორტოლოგია უბრალოდ „დასვენების დაგეგმვა“ ჰგონიათ. რეალურად, რას შეისწავლის ეს სფერო და რატომ არის მნიშვნელოვანი ექიმის ჩართულობა, სანამ სადმე დასასვენებლად წავალთ?

- კურორტოლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების, კერძოდ კლიმატის, მინერალური წყლების, სამკურნალო ტალახის, ზღვის, მთის და სხვა გარემო ფაქტორების - სამკურნალო და პროფილაქტიკურ გამოყენებას. ექიმი აფასებს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მხოლოდ ამის შემდეგ არჩევს, რომელი კურორტი იქნება მისთვის სასარგებლო. ერთი და იგივე კურორტი შეიძლება ერთისთვის მკურნალობა იყოს, მეორისთვის კი რისკის შემცველი.

- როგორ მოქმედებს კლიმატის, ჰაერისა და ბუნებრივი ფაქტორების მკვეთრი ცვლილება ჩვენს ორგანიზმზე? არის ეს ერთგვარი სტრესი სხეულისთვის თუ მყისიერი თერაპია?

bavshvebi-dasveneba-1783433743.jpg

- კლიმატის ცვლილება ორგანიზმისთვის ადაპტაციური პროცესია. თავდაპირველად ეს შეიძლება იყოს გარკვეული სტრესი, თუმცა ჯანმრთელი ორგანიზმი რამდენიმე დღეში ეჩვევა ახალ პირობებს. სწორედ ამ ადაპტაციის შედეგად აქტიურდება გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, ენდოკრინული და იმუნური სისტემების მარეგულირებელი მექანიზმები. ამიტომ მნიშვნელოვანია კლიმატოთერაპიის სწორი დოზირება.

- მარადიული დილემა: მთა თუ ზღვა? რა შემთხვევაში უნდა მივანიჭოთ უპირატესობა მაღალმთიან კურორტებს და ვისთვის არის კატეგორიულად აუცილებელი საზღვაო კლიმატი?

- უნივერსალური პასუხი არ არსებობს. მთის კლიმატი განსაკუთრებით სასარგებლოა სასუნთქი სისტემის ზოგიერთი ქრონიკული დაავადების, ალერგიული მდგომარეობებისა და ზოგადი რეაბილიტაციის დროს. ზღვის კლიმატი რეკომენდებულია ქრონიკული ბრონქიტის, ზოგიერთი კანის დაავადების, გადაღლილობისა და ფუნქციური ნერვული დარღვევების შემთხვევაში. თუმცა ორივე გარემოს აქვს უკუჩვენებები, ამიტომ არჩევანი ინდივიდუალურად უნდა გაკეთდეს.

bavshvebi-dasveneba-2-1783433783.jpg

- არსებობს მოსაზრება, რომ ზღვაზეც და მთაშიც მინიმუმ 10-14 დღე უნდა დავყოთ, რათა ორგანიზმმა აკლიმატიზაცია გაიაროს. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს და რა არის ოპტიმალური დრო სრული ეფექტისთვის?

- დიახ, ეს რეკომენდაცია სამეცნიერო საფუძველს ეფუძნება. პირველ დღეებში ორგანიზმი მხოლოდ ეჩვევა ახალ გარემოს. რეალური სამკურნალო ეფექტი, როგორც წესი, იწყება დაახლოებით მეხუთე-მეშვიდე დღიდან. ამიტომ 10-14 დღე ოპტიმალურ პერიოდად მიიჩნევა, ხოლო ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში ხშირად 2-3 კვირაც რეკომენდებულია.

- კონკრეტულად რა ტიპის ჯანმრთელობის პრობლემების (მაგ. სასუნთქი გზები, გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ნერვული სისტემა) დროს არის ეფექტური ზაფხულის კურორტები?

- ზაფხულის კურორტები ეფექტურია: სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებების დროს; საყრდენ- მამოძრავებელი სისტემის დაავადებებისა და ტრავმების შემდგომ რეაბილიტაციაში. ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევებისას; ზოგიერთი კანის დაავადებების დროს; ქრონიკული სტრესისა და გადაღლილობის შემთხვევაში.

- მოდით, განვიხილოთ მითები, მითი 1: „მთაში ბავშვი 11 საათამდე და 18 საათის შემდეგ უნდა ვასეირნოთ, რადგან შუადღის მზე საშიშია“ – როგორ მუშაობს მთის ულტრაიისფერი გამოსხივება და რა შეცდომებს უშვებენ მშობლები?

enghagen-familie-1783433799.jpg

- სიმართლე ის არის, რომ მთაში ულტრაიისფერი გამოსხივება ზღვის დონესთან შედარებით უფრო ინტენსიურია. ამიტომ 11:00-16:00 საათებში მზეზე ხანგრძლივი ყოფნა მართლაც არ არის რეკომენდებული, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. აუცილებელია მზისგან დამცავი საშუალებების, ქუდისა და საკმარისი სითხის გამოყენება.

- მითი 2: „ზღვის წყალი და ქვიშა ყველა სახის კანის პრობლემასა და სახსრების ტკივილს შველის“ – სად გადის ზღვარი რეალურ თერაპიულ ეფექტსა და საფრთხეს შორის?

- ზღვის წყალს მართლაც აქვს გარკვეული ანთების საწინააღმდეგო და კანის გამწმენდი ეფექტი, ხოლო თბილი ქვიშა ზოგჯერ სასარგებლოა კუნთების მოდუნებისთვის. თუმცა ეს არ არის უნივერსალური მკურნალობა. ზოგიერთი კანის დაავადების, აქტიური ანთებითი პროცესის, ვენური დაავადებებისა და ზოგიერთი რევმატოლოგიური მდგომარეობის დროს შესაძლოა მდგომარეობაც კი გაუარესდეს.

- მითი 3: „რაც უფრო მეტს გავირუჯებით, მით მეტ D ვიტამინს მივიღებთ ზამთრისთვის“ – დაგვეხმარება თუ არა ზაფხულის რუჯი ვიტამინის მარაგის შევსებაში, თუ პირიქით, ზიანს მივაყენებთ ორგანიზმს?

- არა. D ვიტამინის წარმოქმნას მზეზე ყოფნის მოკლე დროც უზრუნველყოფს. ხანგრძლივი გარუჯვა დამატებით ვიტამინს პრაქტიკულად აღარ ზრდის, მაგრამ მნიშვნელოვნად ზრდის კანის ნაადრევი დაბერების და სიმსივნეების განვითარების რისკს.

- მითი 4: „ქვიშაში ბავშვის ჩაფვლა რაქიტისა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისთვის საუკეთესო წამალია“ – რამდენად უსაფრთხოა ეს თვითნებური პროცედურა?

- ეს მეთოდი სამედიცინო პროცედურა არ არის. ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს გადახურება, გაუწყლოება და თერმორეგულაციის დარღვევა. ამიტომ მისი თვითნებურად ჩატარება რეკომენდებული არ არის.

- ქრონიკული დაავადებების მქონე პირები (მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებით ან ჰიპერტენზიით) ხშირად ერიდებიან ზაფხულში აქტიურ დასვენებას. რა ალტერნატივას სთავაზობს მათ კურორტოლოგია?

kinderen-bos-vakantie-drenthe-bungalowpark-boerhaarsveld-schoonloo-1783433815.webp

- დღეს კურორტოლოგია სწორედ ინდივიდუალურ მიდგომას ეფუძნება. ჰიპერტენზიის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისა და სხვა ქრონიკული პათოლოგიების დროს შესაძლებელია ისეთი კურორტის შერჩევა, სადაც ტემპერატურა, ტენიანობა და ფიზიკური დატვირთვა კონკრეტული პაციენტის მდგომარეობას შეესაბამება. მთავარია დაავადება იყოს სტაბილურ მდგომარეობაში და დასვენების გეგმა ექიმთან შეთანხმდეს.

- როგორ შევარჩიოთ კურორტი ბავშვებისთვის ასაკის მიხედვით? რა ასაკიდან არის რეკომენდებული ბავშვის ზღვაზე წაყვანა?

- ზღვისპირა კურორტზე ბავშვის წაყვანა შესაძლებელია ადრეული ასაკიდანაც, თუ იგი ჯანმრთელია და დაცულია მზისა და სიცხისგან. თუმცა უფრო ხანგრძლივი და აქტიური კლიმატოთერაპია, როგორც წესი, 3 წლიდან უფრო მარტივად გადაიტანება. ნებისმიერ ასაკში მნიშვნელოვანია დღის რეჟიმის, კვებისა და სითხის ბალანსის დაცვა.

- მთავარი ოქროს წესი რომ გაგვიმხილოთ: როგორ დავისვენოთ ისე, რომ შემოდგომას ენერგიით სავსენი შევხვდეთ?

- დასვენება არ უნდა გადაიქცეს ორგანიზმის გამოცდად. კურორტზე მიზანია აღდგენა და არა გადაღლა. ზომიერი მზის აბაზანები, რეგულარული მოძრაობა, ხარისხიანი ძილი, სწორი კვება, საკმარისი სითხე და ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინება არის ის ფორმულა, რომელიც შემოდგომას ნამდვილად ენერგიით სავსეს შეგვახვედრებს.

საუკეთესო კურორტი ის არ არის რომელიც ყველაზე პოპულარულია - საუკეთესოა ის რომელიც სწორად არის შერჩეული კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და საჭიროებების შესაბამისად. სწორედ ეს არის თანამედროვე კურორტოლოგიის მთავარი პრინციპი.