ნევროლოგია
ფეხით სიარული ნეიროდეგენერაციული დაავადებების განვითარების რისკს აქვეითებს
ფეხით სიარული ნეიროდეგენერაციული დაავადებების განვითარების რისკს აქვეითებს
ხანდაზმულმა ადამიანებმა დღეში 4000 ნაბიჯი უნდა გაიარონ. მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ ფეხით სიარული დადებითად მოქმედებს ნერვულ უჯრედებზე და ნეიროდეგენერაციული დაავადებების განვითარების რისკს აქვეითებს.

კვლევაში მონაწილე 60 წელზე მეტი ასაკის მოხალისეები დღეში 4000 ნაბიჯს გადიოდნენ. სპეციალისტები მონაწილეების ტვინის მდგომარეობას აფასებდნენ.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ადამიანებში, რომლებიც სიცოცხლის განმავლობაში ბევრს დადიოდნენ, ტვინის სტრუქტურები უფრო სქელი აღმოჩნდა. მეხსიერება და აზროვნების უნარი მათ უფრო კარგი ჰქონდათ. გარდა ამისა, ეს მოხალისეები უკეთ ამუშავებდნენ ინფორმაციას და ადგენდნენ გეგმებს. სპეციალისტების თქმით, აქტიური
ფიზიკური ცხოვრება რაც შეიძლება ადრე უნდა დავიწყოთ.

ფიზიკური ვარჯიში სასარგებლოა ხანდაზმულთა ძვლებისთვის, გულისა და ტვინისთვის. 4000 ნაბიჯის გავლა საჭიროა შეუსვენებლად, ყოველდღიურად, მაგრამ შეიძლება დავიწყოთ კვირაში მინიმუმ 5-ჯერ. მათ, ვისაც ართრიტი აწუხებს, ექსპერტები სხვა სახის ფზიკურ აქტივობას, მაგალთად ცურვას, ურჩევენ.

ლალი ჩხიკვაძე
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
ყველასათვის ცნობილია ძველი ხალხური მეთოდი მხედველობის გასაუმჯობესებლად - სტაფილოს ინტენსიურად
29-10-2018
სქოლიოზი ჩვენს გარშემო უამრავ ადამიანს აწუხებს, შესაძლოა, ხერხემალი ხანდახან თავადაც გვტკიოდეს, მაგრამ
23-10-2018
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ 1,4 მილიარდ ადამიანს, არაადეკვატური
27-09-2018