ზუმბა-ფიტნესი - ყველათვის სახალისო და სასარგებლო! - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
დეკემბერი 2018
ზუმბა-ფიტნესი - ყველათვის სახალისო და სასარგებლო!
ზუმბა ეს არის ენერგიული, ჩამთრევი, მხიარული და ეფექტური საცეკვაო ფიტნეს-პროგრამა ლათინოამერიკულ სტილში, რომელიც აერთიანებს ფიტნესის და აერობიკის საფუძვლებს და ტონუსში და ფორმაში მოჰყავს სხეული, ასევე უზრუნველყოფს იდეალურ კარდიოდატვირთვას და კუნთების ტონუსს.

საცეკვაო მოძრაობები, რომელიც კარდიო დატვირთვას ქმნიან, ხელს უწყობენ სხეულის ფორმის მოდელირებას, განსაკუთრებით ფეხები, დუნდულები, ხელები და პრესი.

ზუმბა ფიტნესის მონაწილეები სწრაფად და ადვილად ითვისებენ პროგრამას და აქ არა აქვს მნიშვნელობა გაქვთ თუ არა ცეკვის გამოცდილება. თუ მთელი ცხოვრება გერიდებოდათ ცეკვა და თვლიდით რომ ეს თქვენ არ გამოგდიოდათ, აქ კომპლექსებისაგან
თავისუფლდებით და სრულად ერთვებით ზუმბა-ფიტნესის საცეკვაო ზეიმში. ზუმბა ეს სრული სიამოვნებაა, თქვენ მხოლოდ მოგეთხოვებათ რომ მოეშვათ დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ და იმოძრაოთ მუსიკის ქვეშ. ზუმბას მუსიკა ისეთი ენერგიული და ჩამთრევია, რომ მუდმივი მოტივაციის რეჟიმში ხართ, არ იღლებით და დაქანცული არ ელოდებით ვარჯიშის დასასრულს. თქვენ მოუთმენლად
ელით შემდეგ ვარჯიშს.

ზუმბა:


ეს მხიარულებაა!

ეს საოცარია!

ეს ადვილია!

ეს ეფექტურია!

როდესაც გრძნობ რომ შენი სხეული უფრო ლამაზი ხდება, ვარჯიშის მოტივაცია კიდევ უფრო მატულობს. ზუმბას ვარჯიშების დროს დარბაზი სავსეა, რადგან ზუმბას უპირატესობას ადვილად ამჩნევენ მონაწილეები – ის ადვილია, ეფექტური და მხიარული.

ზუმბა სასარგებლოა – სხეულისათვის, გონებისათვის და სულისთვის!

ზუმბას უპირატესობები:

მუშაობს მთელი სხეული – ზუმბა რთავს მუშაობაში სხეულის ცენტრალურ ნაწილს (პრესი და ზურგი).
დიდი რაოდენობით კალორიების ხარჯვა – ზუმბას მეთოდით განაწილებული დატვირთვები მომატებული აქტივობით გამოირჩევა და კალორების სწრაფ წვას იწვევს.
თავისუფალი, ძალდაუტანებელი გარემო – ყველა ახალი მოძრაობის ათვისება ადვილად ხდება.
წონის კლება – ისევე როგორც სხვა ფიზიკური დატვირთვებისას, რეგულარული და დაბალანსებული კვება, წონის სწრაფად კლებას იწვევს.
დადებითი თვითშეფასება – ზუმბა დამაჯერებლობას გმატებთ.
ფიგურის მოდელირება – ზუმბა კარგ ფორმაში მოიყვანს სხეულის ნებისმიერ ნაწილს, მათ შორის ზედა, ქვედა და ცენტრალურ ნაწილს, ასევე გულს და გონებას.
ვარჯიში დაძაბვის გარეშე – ზუმბა ოფლად დაგღვრით! მოვარჯიშეების უმეტესობა აღიარებს, რომ ზუმბა კარგად ართობთ, ისე, რომ ვერც ამჩნევენ როგორ ასრულებენ ვარჯიშს.


რა დადებითი ეფექტები მიიღწევა ზუმბას მეშვეობით?


კარდიორესპირატორული:

ძლიერდება სხეულის მთავარი კუნთი – გული
გულისცემის სიხშირის სტაბილიზაცია დასვენების მდგომარეობაში
უმჯობესდება სისხლის ცირკულაცია
მაღლდება ნივთიერებათა ცვლის სიჩქარე
სწორდება ქოლესტერინის დონე
გულის დაავადების რისკი მცირდება

კუნთოვანი:


ძლიერდება კუნთების ძალა
მაღლდება ძვლების სიმკვრივე
სწორდება ტანადობა
მცირდება ტრავმირების რისკი

მოქნილობა

ტრავმირების რისკის შემცირება
ტანადობის გაუმჯობესება
კუნთებში დაძაბულობის და ტკივილის შემცირება
რა განაპირობებს ზუმბას ეფექტს?
ეს ფსიქოლოგიური ფაქტორია, რომელსაც მთავარი მნიშვნელობა აქვს წონის კლების დროს. რომ არა ძლიერი დადებითი ფსიქოლოგიური ეფექტი, მონაწილეები ვერ მიიღებდნენ პოზიტიურ ფიზიოლოგიურ ცვლილებებს.

ზუმბას ეფექტს განაპირობებს:

– ზუმბა აერთიანებს ენერგიულ და მოტივირებულ მუსიკას უნიკალურ მოძრაობებთან და ნაბიჯებთან ერთად, რომელიც სტრესის მოხსნაში ეხმარება;

– ზუმბას პრინციპია – სიმარტივე, ხალისი და ეფექტურობა;

– ზუმბა ეს არის ვარჯიში, რომელის გსურს რომ აკეთო და არა ვალდებული ხარ რომ აკეთო. ზუმბაზე როცა მიდიან არ ამბობენ " მე უნდა წავიდე ვარჯიშზე", არამედ ამბობენ "ვერ ვითმენ შემდეგ ვარჯიშამდე".

– მუსიკა ჩამთრევია და მისი მაგია ამაღლებს ვარჯიშის ინტენსივობას;

– ზუმბა დადებითად მოქმედება არა მარტო სხეულს, არამედ გონებაზე და ფიქრებზეც.

– ზუმბა ეს არის ბედნიერი ვარჯიში.

ზუმბას წარმატების მიზეზი არის ის, რომ მას თავს არ ანებებენ, რადგან ამ ვარჯიშის დროს იღებენ უდიდეს პოზიტიურ ენერგიას და სიამოვნებას.

წყარო: www.fitni.ge
ამ ავტორის სხვა სტატიები
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.99
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.99
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
სპორტი წონის დაკლებისა და ფორმაში ჩადგომის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
ყველასთვის ცნობილია, რომ ჭარბი წონა ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნებელია.
ეს არის ათი მიზეზი, რის გამოც წონაში დასაკლებად შრომა ღირს
თუ ადამიანი რეგულარულად თამაშობს ჩოგბურთს, მას ამით შეუძლია სიცოცხლის თითქმის 10 წლით
ითვლება, რომ სპორტსმენები გულის დაავადებებისგან დაცულები არიან. თუმცა, ბრიტანელმა მეცნიერებმა ეს
ოქსფორდისა და იელის უნივერსიტეტებმა 1,2 მილიონი ადამიანის მონაწილოებით ჩაატარეს მასშტაბური კვლევა,
24 ივლისი 2018
დიდი ხანია ცნობილია, რომ ფეხშიშველი სიარული ბრტყელტერფიანობის, ტერფის კუნთების ატროფიის და
13 ივნისი 2017
შფოთვის შეტევა, უეცარი გამოვლინების გამო, „მკურნალობას“ ძნელად ექვემდებარება. ამ დროს ადამიანი კარგავს საკუთარ სხეულზე
მარიხუანას მომხმარებლები ინსულტისა და გულის უკმარისობის განვითარების მომატებული რისკის ქვეშ
აბუსალათინის ზეთი საფაღარათო საშუალებებს მიეკუთვნება. საფაღარათო ეფექტი, როგორც წესი, ვითარდება
თუ ერთ ჩაის კოვზ თაფლს ერთ ჭიქა ოთახის ტემპერატურის ნადგომ წყალში გახსნით და უზმოზე რეგულარულად დალევთ,