როდესაც ადამიანი იწყებს ვარჯიშს, კუნთის უჯრედები გამოყოფენ ანთებასთან მებრძოლ ინტერლეიკინ-6-ს. ვარჯიშისას ასევე ქვეითდება ანთებითი ცილაTNF-აფას კონცენტრაცია, მუხრუჭდება ანთებითი ინტერლეიკინ-1 ბეტას სიგნალური აქტივობა, რომელიც კუჭუკანა ჯირკვალში ანთების გამომწვევია.
გამომუშავებული ინტერლეიკინ-6-ის რაოდენობის ძირითადი მაჩვენებელი ვარჯიშის ხანგრძლივობაა. რაც ხანგრძლივია, მით უკეთესია. მაგალითისათვის, 30-წუთიანი ვარჯიში ინტერლეიკინ-6-ის დონეს
მიმდინარე ექსპერიმენტის დროს, ადამიანებში შეჰყავდათ ნაწლავის ჩხირის მოლეკულა, რაც ანთებითი ცილა TNF-აფას დონეს 2-3-ჯერ ზრდიდა. მაგრამ შეყვანამდე თუ მოხალისეები ველოტრენაჟორით ვარჯიშობდნენ სამი საათის განმავლობაში, მათში იზრდებოდა ინტერლეიკინ-6-ის
რეგულარული ვარჯიში კუნთის უჯრედებში ინტერლეიკინ-15-ის კონცენტრაციის ზრდის პროვოცირებასაც ახდენდა. აღნიშნული ცილა არეგულირებს მეტაბოლურ დაავადებასთან დკავშირებული მუცლის ქონის დაგროვებას. იმდენად, რამდენადაც აბდომინური ცხიმი ახდენს ანთების პროვოცირებას, მისი მოცულობის შემცირება ანთებასთან საბრძოლველი ეფექტური მეთოდი შეიძლება აღმოჩნდეს.
ლალი ჩხიკვაძე