რა შეიცვალა მაკა ზამბახიძის ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც მან ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა დაიწყო - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

რა შეიცვალა მაკა ზამბახიძის ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც მან ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა დაიწყო

რა შეიცვალა მაკა ზამბახიძის ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც მან ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა დაიწყო
ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა თანამედროვე ცხოვრების განსაკუთრებული ტრენდია. დღეს, როცა გარემო ასე დაბინძურებულია და პროდუქტები არაჯანსაღი ნივთიერებებითაა სავსე, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება სწორ კვებას და ვარჯიშს. ამით უამრავი დაავადების თავიდან აცილებაა შესაძლებელი. ჟურნალი "ოჯახის მკურნალი" აქტიურად უჭერს მხარს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას სხვადასხვა აქტივობებით, მის მნიშვნელობაზე ინფორმაციის გავრცელებით თუ კონკრეტული რჩევების გამოქვეყნებით. ჟურნალი პერიოდულად გამოაქვეყნებს ცნობილი ადამიანების ისტორიებს, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესს იცავენ.


ქართველი მომღერალი მაკა ზამბახიძე უკევ 2 წელია ჯანსაღი ცხოვრების წესს მიყვება და სხვებსაც ანალოგიური ქცევისკენ მოუწოდებს.

მაკა,
რა მნიშვნელობა აქვს ჯანსაღი ცხოვრების წე­სის დაცვას?

ჯანსაღი ცხოვრების წესი ძალიან კარგია. თუმცა თანამედროვე ცხოვრებაში, როცა ადამიანებს ზედმეტად გადატვირთული რეჟიმი აქვთ, მისი დაცვა საკმაოდ რთულია და ხშირად ვერ ხერხდება. მე, პირადად, ბოლო 2 წელია, ვცდილობ, მავნე ჩვევებს ვებრძოლო. აქტიურად ვარ ჩართული სპორტულ ცხოვრებაში. თითქმის ყოველდღე
ვვარჯიშობ. თუმცა ძალიან მიყვარს ჭამა. ხშირად ვხუმრობ, რომ ჭამა ჩემი პირველი პროფესიაა. ამიტომ მუდმივად აკრძალვის რეჟიმში მიწევს ცხოვრება. მიჭირს, თუმცა მაინც ვახერხებ. მაქვს გამონაკლისი დღეები, როცა საკუთარ თავს შედარებით არაჯანსაღი პროდუქტების ჭამის ნებას ვაძლევ.

რა ცვილებებს ატყობთ თქვენს თავს მას შემდეგ, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობთ?

ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა. მე უფრო მოტივირებული და მობილიზებული გავხდი. გარკვეულ რეჟიმში ვცხოვრობ და თან ვიცი, რომ ეს ჩემთვის კარგია. ამის გაცნობიერება დამატებით სტიმულს მაძლევს. ჩემი ყოველი დილა ვარჯიშით იწყება. თუ რომელიმე დღეს ვარჯიში ვერ მოვახერხე, მგონია, რომ რაღაც ძალიან ცუდი მოხდა.

გყავთ დიეტოლოგი ან ტრენერი, რომელიც მიგითითებთ, რა არის თქვენთვის უკეთესი და რა მიირთვათ ან როგორ ივარჯიშოთ?

პატარა სპორტულ დარბაზში ვვარჯიშობ ჩემს მეგობართან ერთად. ტრენერი გვყავს და ის გვასწავლის როგორ ვივარჯიშოთ, ჩემთვის ასე უფრო მარტივია. არ მიყვარს დიდი და ხალხმრავალი სპორტული დარბაზები. ბევრი ადამიანის გარემოცვაში ვარჯიშზე კონცენტრირება მიჭირს. სიმყუდროვეში ვარჯიში ჩემთვის უფრო კომფორტულია.

თუმცა, ტრენერისგან განსხვავებით, არ მყავს დიეტოლოგი. თვითონ ვხელმძღვანელობ საკუთარი კვების რეჟიმს. ვცდილობ, ცილოვანი დიეტა დავიცვა.

კონკრეტულად რის მირთემავს უკრძალავთ საკუთარ თავს?

პირველ რიგში ტკბილის ჭამას ვზღუდავ. ეს კი ჩემთვის ძალიან რთულია. ტკბილის მიღების დიდი მოთხოვნილება მაქვს. შემიძლია ვთქვა, რომ დამოკიდებული ვარ ტკბილეულზე. განსაკუთრებით მიყვარს კრემიანი ნამცხვრები და შოკმანჟე. მხოლოდ შოკოლადი არ მაკმაყოფილებს. ამიტომაცაა ჩემთვის ძნელი ტკბილზე უარის თქმა. თუმცა ამას მაინც ვახერხებ. ძალიან მშურს ადამიანების, ვისაც ტკბილი არ უყვარს.

ასევე, უარი ვთქვი სწრაფი კვების საჭმელებზე. ესეც ძალიან მიყვარს, მაგრამ ბოლოს როდის ვჭამე ბურგერი აღარც მახსოვს. ვცდილობ მივიღო ბევრი ხილი და ბოსტენული.

როგორ ფიქრობთ, ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვისას კვებას უფრო დიდი როლი აქვს თუ ვარჯიშს?

ჩემი აზრით, ჯანსაღი კვება უფრო მნიშვნელოვანია. თუ კვება არ გაქვს მოწესრიგებული, მხოლოდ ვარჯიში, გარკვეულწილად, აზრს კარგავს. ფიზიკური აქტიურობა ჯანსაღი კვების გარეშე სისხლის მომოქცევის ან წნევის დარეგულირებას ვერ შეძლებს. თუ ადამიანი აპირებს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი დაიცვას, აუცილებელია, მან კვების ფაქტორიც გაითვალისწინოს. როცა ვარჯიშობ, კვებაც მოწესრიგებული უნდა გქონდეს.

რას ურჩევთ ადამიანებს, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას აპირებენ?

ყოველთვის ვამბობ, იყავით პოზიტიურები. ამ შემთხვევაში ადამიანი ნებისმიერ მიზანს მიაღწევს. მიიღეთ რაც შეიძლება ნაკლები ქოლესტერინი და მეტი სასარგებლო პროდუქტი. ბევრი ივარჯიშეთ. სწრაფად შეატყობთ თქვენს თავს, როგორ დადებითად შეიცვლება ცხოვრება. პირველ ეტაპზე ცხოვრების სტილის შეცვლა ცოტა რთულია, მაგრამ შედეგი ამად ნამდვილად ღირს.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ნერვული სისტემის გაძლიერებისთვის -60აბი
ფასი: 22.9
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
კატეგორიის სხვა სტატიები
თუ წონის დაკლება და მიღწეული შედეგის შენარჩუნება გვინდ,ა მხოლოდ პერიოდულად ვარჯიში საკმარისი არ არის.
ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის მეცნიერები სპორტსმენებს ისპანახის მიღებას ურჩევენ. როგორც კვლევებმა აჩვენა,
ნახეთ ვიდეო, ივარჯიშეთ და იყავით მომხიბვლელი.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
სპორტი წონის დაკლებისა და ფორმაში ჩადგომის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
ყველასთვის ცნობილია, რომ ჭარბი წონა ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნებელია.
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად