ფიტნესი და სპორტი

გოლფის თამაში მთელი კვირის ვარჯიშის ტოლფასია

გოლფის თამაში მთელი კვირის ვარჯიშის ტოლფასია
ექსპერტების მტკიცებით, გოლფის სარგებელი ბოლომდე არ არის დაფასებული. სხვათა შორის, გოლფის მოთამაშეები უფრო აქტიურები არიან. ერთი სტანდარტული რაუნდისას ისინი დაახლოებით 11245-16667 ნაბიჯს გადიან და 1564 კალორიას წვავენ.

გოლფის რაუნდი 240 წუთი გრძელდება. ეს ბრიტანელი სპეციალისტების მიერ რეკომენდებულ ფიზიკური აქტივობის ნორმაზე (მინიმუმ 150 წუთი ზომიერი ფიზიკური აქტივობა) მეტია. ფიზიკური დატვირთვის ინტენსივობა აღნიშნული თამაშის პროცესში მნიშვნელოვნად დაბალია. რაც იმას ნიშნავს, რომ გოლფის თამაში ხანდაზმულ ადამიანებსაც (მათთვის რთულია სპორტის უფრო აქტიური სახეობებით დაკავება) შეუძლიათ.

შვედეთში გოლფის 30 000 მოთამაშის მონაწილეობით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა,
რომ გოლფისტებს შორის სიკვდილიანობის დონე 40%-ით დაბალია, იგივე სქესისა და ასაკის, ისეთივე სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე სხვა ადამიანებთან შედარებით. გოლფის თამაში სიცოცხლის ხანგრძლივობას 5 წლით ახანგრძლივებს. განსაკუთრებით დადებითი ეფექტი აღინიშნება კვალიფიციურ მოთამაშეებს შორის.

ლალი ჩხიკვაძე