სპორტის 4 სახეობა ხანდაზმულებისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სპორტის 4 სახეობა ხანდაზმულებისთვის

1. სკანდინავიური სიარული

ხანგრძლივი სეირნობის მოყვარულთათვის შესანიშნავი ვარიანტია სკანდინავიური სიარული, სპეციალურად შემუშავებული ჯოხებით. ფიზიკური აქტივობის აღნიშნული სახეობა, ამცირებს ტრავმირების რისკს, რადგანაც ჯოხები დამატებით საყრდენს წარმოადგენს და სახსრების დატვირთვას ამსუბუქებს, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია ხანდაზმული ადამიანებისთვის. სამოყვარულო სპორტის ეს სახეობა ხელს უწყობს კუნთების გამაგრებას, როგორც სხეულის ქვედა, ისე ზედა ნახევარში. სკანდინავიური სიარული ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ 30-ზე მეტი პრობლემის მოგვარებაში გვეხმარება.

2. ცურვა

ძალიან სასარგებლოა თითოეული ჩვენგანისთვის. სპორტის აღნიშნული სახეობა წარმოადგენს ზოგადგამაჯანსაღებელ დისციპლინას. ცურვა აუმჯობესებს ფილტვების ვენტილაციას, სისხლის ცირკულაციას, სახსრების მოძრაობას და ამაღლებს იმუნიტეტს. ცურვა ხსნის ასევე დაღლილი ფეხების სინდრომს, ხერხემლის დაავადებების შესანიშნავი პროფილაქტიკაა. ის რეკომენდებულია ტრავმის შემდგომი რეაბილიტაციისას.

3. მაგიდის ჩოგბურთი

ეს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო გართობაა. თამაში აუმჯობესებს მოძრაობის კოორდინაციასა და ყურადღების კონცენტრაციის უნარს. მაგიდის ჩოგბურთი სასარგებლოა თვალებისთვის. მას სამართლიანად მიიჩნევენ სპორტის ყველაზე უასაფრთხო სახეობად. სწორი მიდგომისას, ტრავმირების შანსი მინიმალურია, რადგანაც თამაშის დროს, კუნთებზე დატვირთვა თანაბრადაა გადანაწილებული. ამასთან ძვალ-კუნთოვან სისტემაზე მცირე, მაგრამ რეგულარული დატვირთვა, ხელს უწუყობს ამ უკანასკნელის გაძლიერებას.

4. იოგა

იოგა უფროსი ასაკის ადამიანებისთვის საციცოცხლოდ აუცილებელი ხდება. ასაკთან ერთად, უმოძრაობის გამო, მყესები და კუნთები იჭმუხნება და უფრო შებორკილი ხდება. იოგა, თითქოს სპეციალურადაა გათვლილი ხანდაზმულ ადამიანებზე, რადგანაც პირველ რიგში მიმართულია კუნთის ტონუსის შენარჩუნებისა და სახსრების ფუნქციის გაუმჯობესებისკენ. სისტემატური ვარჯიშისას, წესრიგდება ტვინის ჟანგბადით მომარაგება, არტერიული წნევა, ჰარმონიაში მოდის შინაგანი მდგომარეობა. იოგათი ვარჯიში აუცილებლად გამოცდილი ინსტრუქტორის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს, რომელიც ხანდაზმული ადამიანის ორგანიზმის თავისებურებებს კარგად იცნობს.

ლალი ჩხიკვაძე