სპორტის 4 სახეობა ხანდაზმულებისთვის - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

სპორტის 4 სახეობა ხანდაზმულებისთვის

სპორტის 4 სახეობა ხანდაზმულებისთვის
ყველა ექიმი ერთხმად აღნიშნავს, რომ ხანში შესულ ადამიანებს, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, სჭირდებათ ვარჯიში. თუმცა, ვიდრე დღის წესრიგში შევიტანთ ფიზიკური აქტივობის ახალ სახეობას, სჯობს ექიმსაც დავეკითხოთ, განსაკუთრებით ისინი, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებს. ექსპერტები სპორტის ამ სახეობებს ურჩევენ ხანდაზმულ ადამიანებს:

1. სკანდინავიური სიარული

ხანგრძლივი სეირნობის მოყვარულთათვის შესანიშნავი ვარიანტია სკანდინავიური სიარული, სპეციალურად შემუშავებული ჯოხებით. ფიზიკური აქტივობის აღნიშნული სახეობა, ამცირებს ტრავმირების რისკს, რადგანაც ჯოხები დამატებით საყრდენს წარმოადგენს და სახსრების დატვირთვას ამსუბუქებს, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია ხანდაზმული ადამიანებისთვის. სამოყვარულო სპორტის ეს სახეობა ხელს უწყობს კუნთების გამაგრებას, როგორც
სხეულის ქვედა, ისე ზედა ნახევარში. სკანდინავიური სიარული ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ 30-ზე მეტი პრობლემის მოგვარებაში გვეხმარება.

2. ცურვა

ძალიან სასარგებლოა თითოეული ჩვენგანისთვის. სპორტის აღნიშნული სახეობა წარმოადგენს ზოგადგამაჯანსაღებელ დისციპლინას. ცურვა აუმჯობესებს ფილტვების ვენტილაციას, სისხლის ცირკულაციას, სახსრების მოძრაობას და ამაღლებს იმუნიტეტს. ცურვა ხსნის ასევე დაღლილი ფეხების სინდრომს, ხერხემლის დაავადებების
შესანიშნავი პროფილაქტიკაა. ის რეკომენდებულია ტრავმის შემდგომი რეაბილიტაციისას.

3. მაგიდის ჩოგბურთი

ეს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო გართობაა. თამაში აუმჯობესებს მოძრაობის კოორდინაციასა და ყურადღების კონცენტრაციის უნარს. მაგიდის ჩოგბურთი სასარგებლოა თვალებისთვის. მას სამართლიანად მიიჩნევენ სპორტის ყველაზე უასაფრთხო სახეობად. სწორი მიდგომისას, ტრავმირების შანსი მინიმალურია, რადგანაც თამაშის დროს, კუნთებზე დატვირთვა თანაბრადაა გადანაწილებული. ამასთან ძვალ-კუნთოვან სისტემაზე მცირე, მაგრამ რეგულარული დატვირთვა, ხელს უწუყობს ამ უკანასკნელის გაძლიერებას.

4. იოგა

იოგა უფროსი ასაკის ადამიანებისთვის საციცოცხლოდ აუცილებელი ხდება. ასაკთან ერთად, უმოძრაობის გამო, მყესები და კუნთები იჭმუხნება და უფრო შებორკილი ხდება. იოგა, თითქოს სპეციალურადაა გათვლილი ხანდაზმულ ადამიანებზე, რადგანაც პირველ რიგში მიმართულია კუნთის ტონუსის შენარჩუნებისა და სახსრების ფუნქციის გაუმჯობესებისკენ. სისტემატური ვარჯიშისას, წესრიგდება ტვინის ჟანგბადით მომარაგება, არტერიული წნევა, ჰარმონიაში მოდის შინაგანი მდგომარეობა. იოგათი ვარჯიში აუცილებლად გამოცდილი ინსტრუქტორის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს, რომელიც ხანდაზმული ადამიანის ორგანიზმის თავისებურებებს კარგად იცნობს.
ლალი ჩხიკვაძე

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
ღაბაბის პრობლემა სამწუხაროდ ბევრ ქალს აწუხებს.
ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა აქვეითებს ყოფილი ონკოლოგიური პაციენტების ნაადრევი სიკვდილის რისკს. ეს დასკვნა კიბოსგან განკურნებული 50-74 წლის 2000 ქალის
კომპიუტერებისა და მობილური მოწყობილობების აქტიურად და მყარად „შემობიჯებამ“ ბავშვთა ცხოვრებაში დიდი ზიანი მოუტანა მათ ჯანმრთელობას.
ისპანახი საოცარი ბოსტნეულია, აქვეითებს ცხიმიანი და ტკბილი საკვებისადმი ლტოლვას, ასევე ზრდის კუნთების მოცულობასა და ძალას.
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად