საინტერესო ციფრები და ფაქტები ცურვის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საინტერესო ციფრები და ფაქტები ცურვის შესახებ

კალორიების სწრაფად დაკარგვა

წყალში ყოფნა სხეულს აიძულებს აქტიურად დახარჯოს კალორიები. ცურვის წყალობით საათში დაახლოებით 500 კილოკალორია იხარჯება. ერთი საათის განმავლობაში წყლის ზედაპირზე სხეულის შენარჩუნებით (ტივტივით) თქვენ დაწვავთ 200-300 კილოკალორიას, რაც გადაანგარიშებით ნოყიერი საუზმის ტოლფასია.

წყლის ოპტიმალური ტემპერატურა

ადამიანის ორგანიზმისათვის წყლის ოპტიმალური ტემპერატურა 25-30 გრადუსია. აკვააერობიკისათვის გამოყენებულ აუზებში, ჩვეულებრივ, წყლის ტემპერატურა 22-25 გრადუსს შეესაბამება, რაც ენერგიის კიდევ უფრო აქტიურად დახარჯვას უწყობს ხელს. საყურადღებოა, 30 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის წყალი მხოლოდ მომადუნებელი აბაზანებისთვისაა რეკომენდებული.

ცურვა სასარგებლოა სიმაღლეში ზრდისთვის

ცურვა განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის, რადგან ეხმარება (20-ჯერ ზრდის) ზრდის ჰორმონის – სომატოტროპინის გამომუშავებას.

სარგებლობა სისხლძარღვებისა და გულისათვის

სტატისტიკურად, პროფესიონალ მოცურავეებში ორჯერ უფრო ნაკლებია ჰიპერტონიული პათოლოგიები, ვიდრე სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენელთა შორის. რეგულარული ცურვა აქვეითებს არტერიულ წნევას და ამცირებს გულის შეკუმშვათა სიხშირეს.

სარგებლობა გონებისათვის

ავსტრალიელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელშიც 3-დან 5 წლამდე ასაკის 180 ბავშვი მონაწილეობდა. შედეგებმა აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც ადრეული ასაკიდან ცურავდნენ, თანატოლებთან შედარებით ბევრად უფრო გონებამახვილები ჭკვიანები იყვნენ.

სარგებლობა კუნთებისა და სახსრებისათვის

ესპანური უნივერსიტეტისა (ხტრემადურა) და პორტუგალიური უნივერსიტეტის (ევორა) მკვლევრები 8 თვე აკვირდებოდნენ ფიბრომიალგიით დაავადებულ 33 ქალს. აღმოჩნდა, რომ პროექტის იმ მონაწილეებს, რომლებიც კვირაში სამჯერ მაინც ცურავდნენ ერთი საათით, სახსრებისა და კუნთების ტკივილი მნიშვნელოვნად შეუმსუბუქდათ (ზოგს სულ მოეხსნა) მათთან შედარებით, ვინც აუზზე საერთოდ არ დადიოდა.

ცურვა ზრდის ჰემოგლობინის დონეს

წყალი საოცრად სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისათვის; 20-გრადუსიან წყალში ერთი წუთით დგომაც კი საკმარისია სისხლში ჰემოგლობინის დონის მოსამატებლად.

ბრასი – წონის კლებისთვის

ყველაზე სასარგებლოა ცურვის სტილი - ბრასი. საკმარისია ამ ტექნიკით ნახევარსაათიანი ცურვა და ადამიანი თავისუფლდება 360 კილოკალორიისაგან, რაც მთავარია, სხეულის კუნთების 70 % ამოქმედდება.

კროლი - ვიწრო წელისათვის

თუ ტანწერწეტობა გსურთ, მაშინ კროლს (ცურვის ერთ-ერთ სტილს) უნდა დაეუფლოთ. სწორედ ეს ტექნიკა უწყობს ხელს წელის გარშემოწერილობის შემცირებას.

ცურვა ყველასათვის სასარგებლო სპორტია

ცნობილია, რომ წყალში ადამიანის სხეულის მასა 10-ჯერ მცირდება. ცურვა განსაკუთრებით სასარგებლო და მნიშვნელოვანია მათთვის, ვისთვისაც სპორტის ძალისმიერი სახეობები უკუნაჩვენებია. ცურვა სასარგებლოა ორსულთათვის, ძვალ-სახსროვანი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების პათოლოგიით დაავადებულთათვის, მათთვისაც, ვისაც ზურგის ტკივილი და ჭარბი ზონა აწუხებს.

წყალი ადამიანის სტიქიაა

ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში ადამიანი წყალში ყალიბდება. ჩვილს, თურმე, ცურვა სიცოცხლის მესამე კვირიდან შეიძლება ვასწავლოთ. ამ პერიოდიდან ის უკვე ფლობს წყლის ზედაპირზე სხეულის შენარჩუნების უნიკალურ უნარს. დაბადებიდან მესამე თვის მერე კი ეს უნარი ქრება.

საუკეთესო დრო ცურვისათვის

ცურვისათვის ოპტიმალურ დროდ სპეციალისტები დილის 7-9 და საღამოს 18-20 საათს მიიჩნევენ. დილის საათებში ადამიანის ორგანიზმი მოდუნებულია და ფიზიკურ დატვირთვასაც კარგად იღებს, საღამოს ცურვა კი მაქსიმალურად წვავს კალორიებს.

ასე რომ, იფიქრეთ ამ საინტერესო ფაქტებსა და ციფრებზე და თუ საშუალება გაქვთ, აუცილებლად იცურეთ! გახსოვდეთ, ცურვა აჯანსაღებს, აახალგაზრდავებს, აცოცხლებს და ასულდგმულებს!