როგორ ვისუნთქოთ სირბილის დროს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

როგორ ვისუნთქოთ სირბილის დროს

როგორ ვისუნთქოთ სირბილის დროს
ნებისმიერი ვარჯიშის შესრულებისას, მათ შორის სირბილის დროს, სუნთქვის სწორი ტექნიკა წარმატების საწინდარია. თუ სიმძიმეების აწევისას სუნთქვის ტექნიკასთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია: შესუნთქვა ნეგატიურ ფაზაში და ამოსუნთქვა პოზიტიურში ანუ მოძრაობის „მკვდარ“ წერტილებში, რაც ინტუიციურად გასაგებია, სირბილისას არსებობს მრავალი ნიუანსი, რომლის ცოდნაც ზოგჯერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ითვლება, რომ სირბილის დროს ნახევრად ღია პირით უნდა ვისუნთქოთ. ჰაერის ნაწილი შეისუნთქება პირიდან, ხოლო მეორე ნაწილი ცხვირიდან. თუმცა მწვრთნელები გვასწავლიან, რომ შესუნთქვა უნდა მოხდეს პირიდან, ამოსუნთქვა ცხვრის საშუალებით. რომელი მოსაზრებაა სწორი? ორივე სწორია, მაგრამ სხვადასხვა პირობებში და მიზნებისთვის
გამოსაყენებელი.

მაგალითად, პირით სუნთქვისას ორგანიზმი უკეთ მარაგდება ჟანგბდით, მაგრამ მოკლე დროში შეიძლება ჰაერის უკმარისობა განვითარდეს. აქედან გამომდინარე პირით სუნთქვა მოკლე დისტანციაზე სირბილის დროს არის საჭირო. ცხვირით შესუნთქვისა და პირიდან ამოსუნთქვის ტექნიკა სუნთქვის აღდგენაში გვეხმარება, რაც გამოიყენება გარბენის შემდეგ და დაბალი ინტენსივობის სირბილისას. სუნთქვის აღდგენისთვის რეკომენდებულია
ხელების მოძრაობა ზევით-ქვევით. რაც შეეხება სუნთქვის რითმს, საუკეთესო ტემპია ერთი შესუნთქვა ყოველ 3-4 ნაბიჯზე, ზომიერი სიჩქარით სირბილის დროს. საერთოდ, სუნთქვის ტემპი მოძრაობის სიჩქარის შესაბამისი უნდა იყოს. 

ლალი ჩხიკვაძე
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 10-09-2016
runner
რატომ ვითარდება მოკლე დროში ჰაერის უკმარისობა. გავაგრძელებთ პირით სუნთქვას და ეგ იქნება.
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
ღაბაბის პრობლემა სამწუხაროდ ბევრ ქალს აწუხებს.
ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა აქვეითებს ყოფილი ონკოლოგიური პაციენტების ნაადრევი სიკვდილის რისკს. ეს დასკვნა კიბოსგან განკურნებული 50-74 წლის 2000 ქალის
კომპიუტერებისა და მობილური მოწყობილობების აქტიურად და მყარად „შემობიჯებამ“ ბავშვთა ცხოვრებაში დიდი ზიანი მოუტანა მათ ჯანმრთელობას.
ისპანახი საოცარი ბოსტნეულია, აქვეითებს ცხიმიანი და ტკბილი საკვებისადმი ლტოლვას, ასევე ზრდის კუნთების მოცულობასა და ძალას.
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად