მავნებელი სპორტი - მითი თუ რეალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მავნებელი სპორტი - მითი თუ რეალობა

უყურებ ლამაზ, კარგი აღნაგობის სპორტსმენებს და გულის კუნჭულში გშურს მათი. ანთებული თვალები, თავდაჯერებული ღიმილი, უნაკლო სხეული... როგორ შეიძლება, ეს მავნებელი იყოს? შეიძლება და ხშირად მართლაც ხდება ასე. სპორტი ჩვენს ცნობიერებაში სიტყვა “ფიზკულტურის” სინონიმადაც არსებობს (ფიზკულტურისა, რომელსაც სილამაზისა და კარგი განწყობილებისთვის მივდევთ) და “გამარჯვების” სინონიმადაც. პირველ შემთხვევაში ის შემოიფარგლება მოყვარული სპორტსმენის ზომიერების გრძნობით (თუ ზომიერება გიღალატებთ, თვით ჰულაჰუპიც კი შეიძლება სასიკვდილო იარაღად იქცეს), მეორეში ზომიერების გრძნობა კვარცხლბეკისკენ მიმავლ გზაზე ბარიერად იქცევა, იმიტომ რომ პროფესიულ სპორტში პირველობას აღწევს მხოლოდ ის, ვინც მუხრუჭებს არ იყენებს, და როცა ასეა, შედეგებს ვერავინ განჭვრეტს. ამ სტატიაში განვიხილავთ რისკის მხოლოდ რამდენიმე ფაქტორს მათთვის, ვინც სპორტს მისდევს.

გადატვირთვა

ზომიერი დატვირთვა გვმატებს ძალასა და ამტანობას, გადამეტებული - გვართმევს. ადამიანის ორგანიზმს, ისევე როგორც სხვა ყველაფერს, გამძლეობის განსაზღვრული მარაგი აქვს. როცა შესაძლებლობების პიკს ვაღწევთ, ის გვაფრთხილებს: “სდექ! აქედან საშიში ზონა იწყება!” თავდაპირველად ამას ჩუმად და შემპარავად ამბობს - დაღლილობით, მერე - ხმამაღლა და მკაფიოდ, ტკივილითა და ტრავმებით. თუ მის ხმას ყური არ ვათხოვეთ, სიმპტომები უფრო შესამჩნევი ხდება: სახსრების ქრონიკული დაავადებები და ზურგის ტკივილი სპორტსმენთა ჩვეული პრობლემებია. მრავალი მათგანი იძულებულია, ანალგეტიკებზე იჯდეს, რომლებიც მხოლოდ ახშობენ სიმპტომებს და აღრმავებენ შედეგებს. მუდმივად მზარდი დატვირთვა სახსრების, გულისა და კუნთების განლევას იწვევს. მაგრამ ყველაზე მეტად პროფესიონალური სპორტი ვნებს მათ, ვინც მისგან მიდის. დატვირთვა, რომელსაც სპორტსმენია მიჩვეული, ერთბაშად ქრება და ორგანიზმი იძულებული ხდება, ექსტრემალურად გადაეწყოს ახალ რეჟიმზე. ვინაიდან ამ დროისთვის სიმტკიცის, გამძლეობის მარაგი, ჩვეულებრივ, უკვე ამოწურულია, ყველა ვერ ეგუება ამგვარ გადაწყობას. სწორედ ამიტომ ექიმები გვირჩევენ, პროფესიული სპორტიდან წასვლის შემდეგ დატვირთვაზე მთლიანად არ ვთქვათ უარი. ჯობს, ის თანდათანობით შევამციროთ და შევჩერდეთ მინიმუმზე, რითაც შევინარჩუნებთ კუნთებისა და მთელი ორგანიზმის ტონუსს.

დოპინგი, სტიმულატორები და სტეროიდები

სტიმულატორები აიძულებენ ორგანიზმს, დახარჯოს “შავი დღისთვის” შემონახული რესურსები. მას ეს “შავი დღე” მაშინ უდგება, როდესაც იძულებულია, რეაგირება მოახდინოს ცილოვანი კოქტეილების, კარნიტინის, ერითროპოეტინის, დიურეტიკებისა და სხვა დოპინგპრეპარატების ცხენის დოზებზე. შედეგები იმაზეა დამოკიდებული, რას იღებდა სპორტსმენი. მაგალითად, ბეტა ბლოკატორები გულ-სისხლძარღვთა სისტემას ურტყამს, ანაბოლური სტეროიდები მავნე გავლენას ახდენს ღვიძლზე, ნარკოტიკული ანალგეტიკები ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედებს და ასე შემდეგ. მთავარი კი ის გახლავთ, რომ ყველაზე მძლავრი პრეპარატები ხანმოკლე დადებით და ხანგრძლივ უარყოფით ეფექტს იძლევა.

მკვეთრი ჩარჩოები და ნორმატივები

სუმოს მოჭიდავე 100 კილოგრამზე ნაკლებს არ უნდა იწონიდეს, თორემ მას უფრო ძლიერი მოწინააღმდეგეები “გასრესენ”. ბალერინას წონა არ უნდა აღემატებოდეს 60 კილოგრამს, თორემ მას ვერ ასწევს პარტნიორი. მათ ყველაფერი უნდა იღონონ ამ პარამეტრების დასაცავად. თუ ორგანიზმს დააკლდა ცხიმი, დაზარალდება ცენტრალური ნერვული სისტემა - დაიწყება დეპრესია და ნერვული აშლილობა; თუ ჭარბად მიიღო - გული, სისხლძარღვები, საჭმლის მომნელებელი სისტემა. სპორტის თითქმის ნებისმიერ სახეობაში სპორტსმენები იძულებულნი არიან, მკაცრ პარამეტრებში ჩაეტიონ, მაგრამ ვინაიდან ყველა ორგანიზმს სხვადასხვაგვარი შესაძლებლობები აქვს, ეს შესაძლოა მეტად საშიშიც აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ არსებობს მედიცინასა და სპორტში ინდივიდუალური ნორმის გაგება: ეს ის პარამეტრები და პირობებია, რომელთა დაცვისას ორგანიზმი ოპტიმალურად ფუნქციობს. ამ ნორმიდან ნებისმიერ გადახვევას მისი მუშაობის დარღვევა მოჰყვება, რომლის მასშტაბი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გადაიხარა სპორტსმენი ნორმიდან. უნდა ითქვას ისიც, რომ სხვის თარგზე მორგება არა მარტო უსარგებლო, არამედ მავნებელიცაა.

ტრავმები

ღრძობა, დაჟეჟილობა და დაჭიმვა მხოლოდ სარეკლამო რგოლების მიერ მოთხრობილი საშიში ისტორიები კი არ არის, არამედ ყველა პროფესიონალი სპორტსმენის პირქუში ყოველდღიურობაა. პრობლემა ის გახლავთ, რომ ნებისმიერი სერიოზული ტრავმის შემდეგ ტრავმირებული ადგილის (გაჭიმული კუნთის, ნაღრძობი სახსრისა თუ მოტეხილი ძვლის) დატვირთვა დიდი ხნით უნდა შემცირდეს, ამის ფუფუნება კი სპორტსმენებს არ აქვთ: შეჯიბრებები არ იცდის, მწვრთნელები ბრაზობენ, მოწინააღმდეგეებს არ სძინავთ, - ამიტომ ნებისმიერმა, თუნდაც უმნიშვნელო ტრავმამ შესაძლოა სერიოზული პრობლემების პირისპირ დაგვაყენოს. ამის თავიდან ასაცილებლად ზოგჯერ დროული პაუზაც კმარა.

ფსიქოლოგიური დამოკიდებულება

გამარჯვებები, კვარცხლბეკები, ადრენალინი, აზარტი, მაყურებლებისა და ნათესავების აღტაცებული მზერა. სპორტი - ეს თავისებური ნარკოტიკული დამოკიდებულებაა. პროფესიონალმა სპორტსმენებმა არ იციან სიტყვა “საკმარისია”: რაც უფრო თვალისმომჭრელია შედეგები, მით უფრო დიდია მათი გაუმჯობესების სურვილი. რბოლა შეიძლება მანამდე გაგრძელდეს, სანამ ორგანიზმი გულის გამგმირავად არ აყვირდება. რაც უფრო მკაცრია ექიმების ვერდიქტი, მით უფრო ძლიერია მისი გამომაფხიზლებელი მოქმედება. კარგი იქნება, თუ ამ დროისთვის პროფესიული სპორტის ნეგატიური შედეგები შექცევადი მაინც იქნება. თავს გაუფრთხილდით!