როგორ დავასვენოთ კუნთები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავასვენოთ კუნთები

მოდუნების, ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს და ახალი ძალებით ავსებს. უპირველეს ყოვლისა, უნდა ვახსენოთ მასაჟი, ჰიდრო და თერმოთერაპიული პროცედურები, ნორმალური ძილი, დასვენება და მედიტაციის ელემენტების შემცველი აუტოვარჯიშები.

მასაჟი მანიპულაციაა, რომლის დროსაც ორგანიზმის რბილ ქსოვილებზე გარკვეული სახის ზემოქმედება ხდება. ეს არის გამაჯანსაღებელი ქმედება, რომელიც ამცირებს გულის შეკუმშვათა სიხშირეს, აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას, ადუნებს კუნთებს, ზრდის ორგანიზმში ენდორფინების სეკრეციასა და მათი მოქმედების დიაპაზონს, ამცირებს ტკივილსა და მშფოთვარე შეგრძნებებს. მასაჟი განსაკუთრებით ეფექტიანია სტრესული დატვირთვის, დეპრესიისა და განგაშის შესამცირებლად, ვინაიდან იგი ამშვიდებს ადამიანს და ამცირებს ტკივილის აღქმას. მასაჟის დროს უმჯობესდება სახსრისა და მის ახლომდებარე ქსოვილთა სისხლმომარაგება, ჩქარდება სინოვიური სითხის წარმოქმნა და მოძრაობა, რის შედეგადაც სახსროვანი ელემენტების ანატომიურ-ფუნქციური მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება. კუნთებში ძლიერდება სისხლის მიმოქცევა და ჟანგვა-აღდგენითი პროცესები, ქსოვილებს მეტი ჟანგბადი მიეწოდება და მათგან ნარჩენი პროდუქტების გამოტანაც გაცილებით სწრაფად ხდება. ქრება დაღლილობა და ტკივილის შეგრძნება, რაც რამდენადმე ზრდის კუნთების ამტანობას. კუნთების მოსადუნებელი მასაჟის დროს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გარემოს, მასაჟი უნდა ტარდებოდეს თბილ, მშვიდ, გარემოში. ეს ხელს უწყობს ნერვული სისტემის დამშვიდებას და კუნთების ტონუსის დაქვეითებას. სპეციალური არომატები, დაბალი ტონები და მშვიდი მუსიკა ასევე ადუნებს კუნთებს. ეფექტს ზრდის საცხები, რომლებიც სხეულზე ხელით შეხების დროს ამცირებს ხახუნს და აადვილებს მასაჟს. ზოგადი მასაჟი ტარდება მთელ სხეულზე განსაკუთრებული მოძრაობების თანამიმდევრობის მკაცრი დაცვით, მას უმეტესად პროფილაქტიკური მიზანი აქვს, ემსახურება ორგანიზმის გამძლეობის გაზრდას და დაღლილობის მოხსნას. ლოკალური (ადგილობრივი) მასაჟი ტარდება სხეულის რომელიმე ნაწილზე როგორც პროფილაქტიკური, ისე სამკურნალო მიზნით. მისი მიზანია სხეულის კონკრეტული უბნის მოძლიერება და ფუნქციათა აღდგენა-გაუმჯობესება.

ჰიდრომასაჟი ორგანიზმზე წყლის ძლიერი ნაკადით ზემოქმედებაა. ამ დროს მასაჟდება ზურგი, ქვედა კიდურები, მკერდი, ზედა კიდურები, რაც აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ააქტიურებს ქსოვილთა სისხლმომარაგებას, ხსნის კუნთების დაჭიმულობას და ადუნებს სხეულს. მასაჟის ჩატარება არ შეიძლება, როდესაც ადამიანს აქვს ღია ჭრილობა ან კანის ინფექცია. ჩვეულებრივი დამამშვიდებელი მასაჟი მტკივნეულ შეგრძნებებს არ უნდა იწვევდეს. გამონაკლისია სპეციალური ტექნიკა.

ჰიდრომასაჟი ჰიდროთერაპიის ერთ-ერთი სახეა. ამ დროს ადამიანზე მოქმედებს სხვადასხვა ტემპერატურისა და წნევის წყლის ჭავლი. წყლის ტემპერატურაზე უშუალოდ არის დამოკიდებული ჰიდრომასაჟის შედეგი, კერძოდ, ცივი წყალი კუნთების ტონუსის მატებას იწვევს, თბილი და ცხელი წყლით კი კუნთების ტონუსის დაქვეითება და მოდუნება მიიღწევა. ჰიდრომასაჟის ყველაზე გავრცელებული სახე შხაპია. მისი მრავალი სახეობა არსებობს: წვიმისებრი, ნემსისებრი, მტვრისებრი (დაღმავალი შხაპი), შორისის შხაპი (აღმავალი), ნაკადისებრი (შარკო და შოტლანდიური), მარაოსებრი და ცირკულარული. შხაპები ერთმანეთისგან განსხვავდება წნევის ძალითაც. ორგანიზმზე დამამშვიდებლად მოქმედებს წვიმისებრი, მარაოსებრი და ცირკულარული შხაპი, რომელიც მიიღება დაბალი წნევის თბილი წყლის ჭავლით. ეფექტიანია არომატული აბაზანებიც. ამ მხრივ გამოირჩევა წიწვის აბაზანა. წიწვების ექსტრაქტი იწვევს სასიამოვნო შეგრძნებებს და დადებით ემოციებს. კანის რეცეპტორებისა და ყნოსვის ანალიზატორების გაღიზიანება რთული რეფლექსური გზით სედაციურად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და ორგანიზმის საერთო მოდუნებას იწვევს. გამოიყენება ვიბრაციული აბაზანებიც: სხეულზე მოქმედებს მექანიკური ვიბრაცია, რომლიც მას თბილი წყლის ფენით გადაეცემა. ვიბრაციული აბაზანის დროს, თერმულ და ჰიდროსტატიკურ ეფექტთან ერთად, ორგანიზმი განიცდის ვიბრაციის მექანიკურ ზემოქმედებას. დაბალი ბგერითი სიხშირის მექანიკური რხევა იწვევს ანალგეტიკურ, მასენსიბილიზებელ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, აუმჯობესებს ქსოვილების კვებას. დოზირებული ვიბრაციის ზემოქმედებით უმჯობესდება სისხლისა და ლიმფის მიმოქცევა, ქსოვილებში ძლიერდება ნივთიერებათა ცვლა; დატვირთვის შემდგომ მცირდება კუნთების დაღლილობა და იმატებს მათი შრომისუნარიანობა. განსაკუთრებით კარგია კისრისა და გავა-წელის ოსტეოქონდროზით დაავადებულებისთვის, ასევე - საყრდენ-მამოძრავებელი ორგანოების ტრავმის შემდგომ.

იხილეთ ვრცლად