ჯანმრთელები და ტანადები რომ ვიყოთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანმრთელები და ტანადები რომ ვიყოთ

მოსახლეობაში ძალიან დაბალია ცხოვრების ჯანსაღი წესის მოტივაციის დონე. რა საჭიროა ვარჯიში?

ადინამია, ჰიპოდინამია, მარტივად რომ ვთქვათ, უმოძრაობა, ცივილიზაციის დაავადებაა. სიმშვიდესა და მოსვენებას ისე ვესწრაფვით, რომ ელექტროჩაიდნის გამორთვასაც კი ავტომატიკას ვანდობთ. ასეთ მიდგომას კარგი არაფერი მოაქვს, განსაკუთრებით ჩვენს დროში, როდესაც ჯანმრთელობა ეკონომიურ კატეგორიად არის ქცეული. ჩვენ კომპიუტერებისა და "სწრაფი კვების" ტყვეები ვართ.

ადამიანების უმეტესობას აწუხებს ქოშინი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ჭარბი წონა. ავადობის გამო არსებული დანაკარგი (როდესაც ადამიანი ვერ ასრულებს საკუთარ შრომით ვალდებულებებს) ყოველწლიურად საკმაოდ სოლიდურ თანხას შეადგენს. როგორ ვიპოვოთ გამოსავალი ამ ერთი შეხედვით გამოუვალი მდგომარეობიდან?

ფიზიკური ვარჯიში აუცილებელია კარგი ჯანმრთელობისა და ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად, იმისთვის, რომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში გქონდეთ მოქნილი, მოძრავი სხეული და არა სქელი უფორმო ხორცის მასა. კარგი ფიზიკური ფორმა - ეს არის ძალა, გამძლეობა, მოქნილობა. Johnson & Johnson, Xerox, Google, General Motors-ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ კომპანიებისა, რომლებმაც სამუშაო დროის გრაფიკში აუცილებელი წესით ჩართეს ფიტნესი.

ჯანმრთელობა თავისთავად კაპიტალია, ამიტომ მის შესანარჩუნებლად ყველა ღონეს უნდა მივმართოთ, მაგრამ თავდაპირველად რაღაც უნდა შევცვალოთ ჩვენს ფსიქოლოგიაში.

რა საჭიროა ტრენაჟორები, როდესაც შეიძლება ვირბინოთ კუს ტბაზე, იპოდრომზე, ვაკისა თუ ვერის პარკში ან ჩვენივე მიკრორაიონის ქუჩებში, საკუთარი სადარბაზოს კიბეზე ან სულაც აივანზე?

გარეთ სირბილის უპირატესობა არის ის, რომ მინიმალურ ფინანსურ დანახარჯს მოითხოვს, არ საჭიროებს თანხებს სპეციალური ეკიპირებისთვის, მინუსად კი შეიძლება ჩაითვალოს ქუჩებში ჰაერის დაბინძურება, კლიმატურ პირობებსა და ამინდზე დამოკიდებულება და, რაც მთავარია, დროის სიმცირე, რომელსაც თანამედროვე ადამიანი ასე მწვავედ განიცდის.

სახლში, ტრენაჟორზე, დამოუკიდებელი ვარჯიშის უპირატესობა სწორედ დროის ეკონომიაა. თანამედროვე საცხოვრებელ სახლებში ტრენაჟორი სულ უფრო ხშირად ხდება ინტერიერის განუყოფელი ნაწილი. ბოლო ხანს ბინებში მინი-სპორტდარბაზების მოწყობის ტენდენციაც კი შეიმჩნევა. სიახლე, ნოვაცია - ეს ის არის, რითაც შეიძლება ადამიანი დაინტერესდეს. სწორედ ნოვაციაზეა ორიენტირებული კომპანია "მასტერ სპორტი", რომელიც მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს მსოფლიოს წამყვანი მწარმოებელი ფირმების ტრენაჟორებს. ვესაუბრებით კომპანია "მასტერ სპორტის" მარკეტინგის მენეჯერს პაატა ბაკურაძეს:

- კომპანია "მასტერ სპორტი" ოთხ წელიწადზე მეტია აქტიურად მუშაობს საქართველოში. მისი მიზანია სტაბილური და ურთიერთხელსაყრელი პარტნიორობა კერძო და კორპორაციულ მომხმარებელთან, რომელსაც სთავაზობს ხელსაყრელ პირობებს საქართველოში ფიტნესის განვითარებისთვის. დღეს საქართველოში ბევრი უჩივის სიმსუქნეს, ფიზიკურ სისუსტეს. ჩვენი მთავარი მიზანია, ხალხი მივაჩვიოთ აქტიურ, ყოველდღიურ ვარჯიშს, აერობიკასა და ტრენაჟორებს.

- უმთავრესად რა ტიპის ტრენაჟორებს სთავაზობთ მომხმარებელს?

- საზოგადოების ყველა ფენას, ბავშვებიდან დაწყებული, ზრდასრულებითა და ხანშიშესულებით დამთავრებული, კომპანია "მასტერ სპორტი" სპორტული ინვენტარისა და აქსესუარების ფართო არჩევანს სთავაზობს.

სპორტული ტრენაჟორები პირობითად ორ ჯგუფად იყოფა: კარდიოტრენაჟორებად და ძალისმიერ ტრენაჟორებად. კარდიოტრენაჟორების საშუალებით შესაძლებელია კანქვეშა ცხიმგროვებისგან გათავისუფლება, ძალოვანი ტრენაჟორებით - სუსტი კუნთების განვითარება.

კარდიოტრენაჟორები ანუ გულის ტრენაჟორები აღჭურვილია მონიტორული სისტემით, რომლის საშუალებითაც ადამიანი თვალს ადევნებს გულისცემის სიხშირეს, ორგანიზმში ცხიმიანობის მაჩვენებელს. ადამიანის მასის ინდექსის მიხედვით ტრენაჟორის მონიტორი აფასებს ორგანიზმში ცხიმიანობის სტანდარტულ დონეს. ტრენაჟორების მონიტორზე გამოსახული სხეულის ცხიმიანობის მაჩვენებელი გვეხმარება განვსაზღვროთ, რამდენად ჯანმრთელ მდგომარეობაშია ორგანიზმი. ასევე, ტრენაჟორი შეგვირჩევს დატვირთვას ასაკის, წონისა და სქესის გათვალისწინებით. ცალკე უნდა გამოვყოთ დამხმარე აქსესუარები, რომელთაც ადამიანი ვარჯიშისთვის იყენებს: სამედიცინო ბურთები, ჰანტელები და სხვა, - რომლებიც საშუალებას გვაძლევს, კუნთის ზედმეტი დაჭიმვის გარეშე შევასრულოთ აერობიკის ვარჯიშები. საზოგადოდ, ნებისმიერი ვარჯიშის დაწყებამდე საჭიროა აერობიკა, მოთელვა, რათა კუნთები გახურდეს და სერიოზული ვარჯიშების შესასრულებლად მოემზადოს.

- რა ფართობს იკავებს ტრენაჟორი?

- სახლის ტრენაჟორები მცირე ზომისაა - საშუალოდ 2 კვ. მეტრს იკავებს. მათგან განსხვავებით, კლუბური ტენაჟორები დიდია, მასშტაბური, მოქნილი, ყველა ზომისა და წონის ადამიანს მორგებული.


- ესე იგი, სახლის ტრენაჟორის შეძენისას ადამიანის წონა და სიმაღლეც უნდა გავითვალისწინოთ?

- აუცილებლად. მაგალითად, ველოთხილამურის შეძენისას თუ სიმაღლე არ გავითვალისწინეთ, ამ ტრენაჟორზე ვარჯიში შესაძლოა უეფექტო აღმოჩნდეს, რადგან სხეულის გადახრის კუთხე, ჩასვლები, დახრილობა ისეთი არ იქნება, როგორიც კონკრეტულად ამ სიმაღლის ადამიანისთვის არის საჭირო მაქსიმალური ეფექტის მისაღებად.

ყველა ტრენაჟორს აქვს განსაზღვრული მასა. თუ ტრენაჟორი განკუთვნილია 100კგ-მდე წონის ადამიანისთვის, არ შეიძლება, მასზე 120კგ-იანმა ადამიანმა ივარჯიშოს - ვერც სასურველ შედეგს მიიღებს და ტრენაჟორსაც დააზიანებს. ბარემ აქვე გეტყვით, რომ სახლის ტრენაჟორები საშუალოდ 120 კგ-მდე წონაზეა გათვლილი, ხოლო კლუბური ტრენაჟორები - 200 კგ-მდე წონაზე. გასათვალისწინებელია სქესიც. ქალბატონებს უმეტესად სახსრების გავარჯიშება, პრესის კუნთების განვითარება, ცელულიტის საწინააღმდეგო ვარჯიშების შესრულება სურთ. ჩვენი კონსულტანტები მომხმარებლებს მათთვის შესაფერისი მოწყობილობის შერჩევაში ეხმარებიან, რათა ვარჯიში სასიამოვნო და შედეგიანი იყოს.

- მეტად მნიშვნელოვანი მომენტია ფასი - საქართველოში ფინანსური ვითარება არც ისე სტაბილურია, რომ ტრენაჟორის შეძენა ყველა მსურველს შეეძლოს...

- კომპანია "მასტერ სპორტი" იმაზეც ზრუნავს, რომ მაღალი ხარისხის პროდუქცია მაქსიმალურად მისაღებ ფასად შემოიტანოს და საზოგადოების ყველა ფენის მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ცხადია, ძვირიან პროდუქციასაც ჰყავს თავისი მომხმარებელი, მაგრამ ჩვენი მიზანი მხოლოდ საზოგადოების შეძლებული ფენის დაკმაყოფილება არ არის. ჩვენი სურვილია, ტრენაჟორების შეძენა და გამოყენება რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს, რადგან, როგორც უკვე მოგახსენეთ, გვინდა, ერის გაჯანსაღებასა და გაძლიერებაში ჩვენც შევიტანოთ ჩვენი წვლილი.

ჩვენთან ფასები პერმანენტულად კი არ იზრდება, პირიქით, იკლებს. ტრენაჟორები 150-დან 3000 ლარამდე ღირს. აქსესუარების ფასი 20 ლარიდან იწყება. გვაქვს ფასდაკლებათა მოქნილი და მისაღები სისტემა, შესაძლებელია განვადებაც და პროდუქციის ონლაინ რეჟიმში შეძენაც. ყველას, ვისაც რეაბილიტაციის ცენტრისა და ფიტნესკლუბის გახსნა სურს, ჩვენ ვთავაზობთ ამერიკული და კანადური კომპანიების ტრენაჟორებს შეკვეთით, მაღალი ხარისხის გარანტიით.

- ტრენაჟორი შესაძლოა მწყობრიდან გამოვიდეს. რა ტექნიკურ თუ საგარანტიო მომსახურებას სთავაზობს "მასტერ სპორტი" მომხმარებელს?

- სამწუხაროდ, დღეს საქართველოში არიან ფირმები, რომლებიც მომხმარებელს უხარისხო ტრენაჟორებს სთავაზობენ. მდარე ხარისხის ტრენაჟორის შეკეთების ალბათობა მცირეა. აქედან გამომდინარე, ეს მაღაზიები მომხმარებელს ან საერთოდ არ სთავაზობენ საგარანტიო მომსახურებას, ან 3-4-თვიანი გარანტიით იფარგლებიან. უხარისხო მოწყობილობები მალე გამოდის მწყობრიდან, ხმაურობს და მფლობელს შესაძლოა საბოლოოდ გაუქრეს კიდეც ვარჯიშის სურვილი. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს ისეთი ტრენაჟორები მივაწოდოთ, რომ მათზე სიამოვნებით ვარჯიშობდეს. თქვენთვისაც გაცილებით ხელსაყრელია, ოდნავ მეტი გადაიხადოთ და ხარისხიანი, გამძლე ნაწარმი შეიძინოთ, რომელიც დიდხანს და კომფორტულად გემსახურებათ. ცხადია, უნდა გაითვალისწინოთ ის რჩევებიც, რომელთაც კომპანიის კონსულტანტები მოგცემენ და დაიცვათ პროდუქციის ექსპლუატაციის წესები, რათა ტრენაჟორმა გამართულად იმუშაოს. ჩვენი კომპანია გარანტიას იძლევა 6-დან 24 თვემდე ვადით. რა თქმა უნდა, მსურველებს ამ ვადის გასვლის შემდეგაც ვემსახურებით. ეს მომსახურება ფასიანია, მაგრამ ფასიც, ვცდილობთ, მომხმარებლისთვის ხელსაყრელი იყოს.

- თქვენი პროდუქციის შეძენა მხოლოდ თბილისელებს შეუძლიათ თუ საქართველოს სხვა ქალაქების მოსახლეობისთვისაც ხელმისაწვდომია?

- "მასტერ სპორტი" ინტენსიურად მუშაობს ფიტნესკლუბებთან მთელ საქართველოში: ბათუმში, ქობულეთში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორში, რუსთავში, კახეთის რეგიონში. სახლის ტრენაჟორებზე მოთხოვნა რეგიონებში, სამწუხაროდ, ნაკლებია, თუმცა ჩვენ ყოველგვარი საშუალებით ვაწვდით ინფორმაციას მოსახლეობას და შეკვეთის შემთხვევაში პროდუქცია ადგილზე მიგვაქვს. ბუნებრივია, უფასოა თბილისში ტრანსპორტირებაც - "მასტერ სპორტი" შეკვეთილ პროდუქციას დანიშნულ ადგილზე აწვდის მომხმარებელს და უფასოდ უწყობს. გარდა ამისა, კომპანიის წარმომადგენელი იქვე აცნობს ახალ მფლობელს ტრენაჟორის მოხმარების წესებს. ჩვენ მიერ აწყობილ პროდუქციაზე, რა თქმა უნდა, გარანტიასაც ვიძლევით.

- ჩვენ ვსაუბრობთ ვარჯიშის დადებით მხარეზე, ტრენაჟორებსა თუ სავარჯიშო აქსესუარებზე, მაგრამ არაფერი გვითქვამს სპორტულ ტანსაცმელზე, რომლის გარეშეც ვარჯიში წარმოუდგენელია...

- "მასტერ სპორტში" შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა ბრენდის: "ნიუ ბალანსის", "ადიდასის", "ნაიკის", "პუმას", "სპიდოს" - მაღალი ხარისხის პროდუქცია. სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის კოლექცია ყოველ სეზონზე ახლდება. კომპანია იღვწის იმისთვის, რომ ქვეყანაში დანერგოს ცხოვრების ჯანსაღი წესი, რადგან ფიზიკურად ჯანმრთელი ადამიანები ადვილად დაიპყრობენ სოციალური, ეკონომიკური თუ ინტელექტუალური სფეროს მწვერვალებს.

ეწვიეთ "მასტერ სპორტის" მაღაზიებს

მის: მარჯანიშვილის 2; თაქთაქიშვილის 7

ტელ: 91 12 42; 47 15 16

მობ: 855 57 50 53

ელფოსტა: sale@mastersport.ge

ვებგვერდი: www.mastersport.ge