აქტიური დასვენება ზამთარში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

აქტიური დასვენება ზამთარში

რა საჭიროა მომზადება? ჯერ ერთი, სამთო-სათხილამურო კურორტები ზღვის დონიდან გაცილებით მაღლაა, ვიდრე თქვენი საცხოვრებელი ადგილი (რასაკვირველია, ბარის მოსახლეობას ვგულისხმობთ). ამ სიმაღლეზე ასვლაც კი ორგანიზმისთვის უკვე სერიოზული დატვირთვაა.  მეორე - სხვაგვარად ტრავმებს ვერ გადაურჩებით. თხილამურებით სრიალს უნიკალური გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს. ამ დროს დატვირთვას განიცდის ჩვენი სხეულის ყველა ჯგუფის დიდი კუნთები. ასეთი დატვირთვა გარემოს დაბალი ტემპერატურის ფონზე დიდ ენერგოდანახარჯს მოითხოვს. იტვირთება ხერხემალიც, რომელიც თხილამურებით სრიალისას განსაკუთრებით ხელსაყრელ პირობებში - ბუნებრივ სამუშაო პოზიციასა და ბიოლოგიურ რიტმში ხვდება. ჩვეულებრივი სირბილის დროს გადახტომის ფაზის შემდეგ ბიძგისა და რყევის თავიდან აცილება შეუძლებელია, თხილამურებით სირბილის დროს კი ორგანიზმი ამგვარ ზემოქმედებას არ განიცდის, რადგან სხეული მიწაზე საერთოდ არ ხტება. მოძრაობის თითოეულ ციკლში ხერხემალი ფარფატით მოძრაობს. ვფიქრობთ, ცოტას თუ მოუვა აზრად, მოუმზადებლად ასწიოს 200-კილოგრამიანი ტვირთი ან მარათონში მიიღოს მონაწილეობა. იგივე შეიძლება ითქვას სამთო-სათხილამურო სპორტზეც.

ციგურები და ჯანმრთელობა

ციგურებით სრიალი ფრენის განუმეორებელი შეგრძნებით არაჩვეულებრივი სავარჯიშო და გამაჯანსაღებელი საშუალებაა. ხერხემლის ყველა ნაწილი, მათ შორის - კისრისაც, განსაკუთრებულ დატვირთვას მხოლოდ საშუალო და დაბალი დაშვებისას განიცდის. სწორი დაშვება და თავისუფალი სუნთქვა ზურგის კუნთების მაქსიმალურ მოდუნებას მოითხოვს. ამასთანავე, ძირითადი დატვირთვა ხერხემლის წელის ნაწილზე მოდის. ყინულზე გამოსვლის წინ და სრიალის შემდეგ რეკომენდებულია, მოთელვაში ჩართოთ დახრა, გაჭიმვა და კორპუსის ტრიალი. ასეთივე ვარჯიშები შეიძლება შეასრულოთ ყინულზეც. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ - წელი არასდროს შეგახსენებთ თავს.

დაბოლოს, მთაში გამგზავრებამდე:

. იზრუნეთ იმაზე, რომ ტანსაცმელი შეესაბამებოდეს კლიმატს.

. ნუ დაივიწყებთ მზისგან დამცავ კრემებს, რადგან მთაში დამწვრობა უფრო მწვავეა.

. თხილამურებზე დადგომამდე კარგად შეისწავლეთ რელიეფი, სასრიალო ტრასები, საშიში ადგილები.

. ნუ აირჩევთ თავიდანვე რთულ დაღმართებს.

. ისწავლეთ სწორად დაცემა - დაღმართზე კორპუსით ზევით. წინააღმდეგ შემთხვევაში სწრაფად შეჩერებას ვერ შეძლებთ და დიდხანს მოგიწევთ დაღმართზე თავდაყირა სრიალი, ეს კი არა მარტო უსიამოვნო, არამედ საკმაოდ საშიშიც არის. თუ მუხლსაფრები არ გიკეთიათ, თოვლში მუხლებით დაცემას ერიდეთ. ეცადეთ, დაეცეთ სხეულის ყველაზე რბილი ადგილით. ექსტრემალურ სიტუაციაში ფეხზე დარჩენას მეტისმეტად ნუ მოინდომებთ. თუ სწრაფად დაეცით, ეცადეთ, დაცემის შემდეგ დაგორდეთ.

ნუ ჩაიცვამთ სრიალა ტანსაცმელს. ნუ გამოიყენებთ ჯოხებს გაჩერებისთვის - შედეგი შესაძლოა ძალიან უსიამოვნო აღმოჩნდეს.

. ნუ ისრიალებთ თუნდაც ოდნავ ნასვამი - ალკოჰოლი ადუნებს და აქვეითებს რეაქციის სიჩქარეს. ნუ ისრიალებთ დაღლილი.

. თუ დამწყები მოთხილამურე ბრძანდებით, არ გაიმეოროთ კინოში დანახული ტრიუკები - მათ პროფესიონალები ასრულებენ.

. არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების დროს (ცუდი ხილვადობა, ყინული) უმჯობესია სასტუმროში დარჩეთ.

. არ გახვიდეთ მარტო უცნობ დაღმართებზე.