ვარჯიშები ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვარჯიშები ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს

მართალია, ფქოდ-ის დროს ვარჯიში არ აუმჯობესებს ფილტვის ფუნქციას, მაგრამ ზრდის მისი არსებული რეზერვის გამოყენების უნარს. ვარჯიში აძლიერებს კუნთებს, აუმჯობესებს სუნთქვას, ზრდის ფიზიკური დატვირთვისადმი ამტანობას (ისე რომ, უფრო მეტხანს გაუძლებთ).

ვარჯიშის დამსახურებაა, რომ ფქოდ-ის მქონე პაციენტები ეწევიან ყოველდღიურ საქმიანობას - დადიან მაღაზიაში, ამზადებენ საკვებს, დროს ატარებენ მეგობრებთან ერთად. მათ ნაკლებად აწუხებთ სუნთქვის გაძნელება, ნაკლებად იღლებიან და მეტად დამოუკიდებლები ხდებიან. საბოლოო ჯამში, მათი ცხოვრების ხარისხი უმჯობესდება.

როგორ ვივარჯიშოთ ფქოდ-ის დროს

ფქოდ-ის დროს ვარჯიში მარტივია და მცირე ხანს მოითხოვს. ძირითადად ეს არის აერობული ვარჯიში, რომელიც ზრდის კუნთებისთვის ჟანგბადის მიწოდებას და სხეულის ზედა და ქვედა ნაწილების ვარჯიში, რომლის მიზანი კუნთების გაძლიერებაა. თუ ვარჯიშისას გაგიჭირდათ სუნთქვა, მიეყრდენით სკამის საზურგეს და სუნთქვის აღდგენამდე დაისვენეთ.

ვარჯიშის დაწყებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან. ყოველი სავარჯიშოს ხანგრძლივობა და განმეორებათა რიცხვი პაციენტის უნარზეა დამოკიდებული. ვარჯიში გრძელდება სუნთქვის ზომიერ გაძნელებამდე.

ამის შემდეგ აუცილებელია დასვენება. ვარჯიშის ხანგრძლივობა და რაოდენობა ყოველკვირა უნდა გაიზარდოს. ფიზიკური აქტივობის დოზა ისეთი უნდა იყოს, რომ სიამოვნებას გგვრიდეთ. ვარჯიში თანდათანობით უნდა დაიწყოს და დასრულდეს. ყურადღება მიაქციეთ სუნთქვას, ეცადეთ, ნელა ისუნთქოთ. ისუნთქეთ ცხვირით, პირი მოკუმული გქონდეთ. მხოლოდ ცხვირით სუნთქვის დროსაა შესაძლებელი ჰაერის გათბობა და დატენიანება.

ვარჯიში ფქოდ-ის დროს

აერობული ვარჯიში - ზრდის კუნთებისათვის ჟანგბადის მიწოდებას. აერობული ვარჯიშია სიარული, ველოსიპედის ტარება, ველოტრენაჟორზე ვარჯიში, ცურვა. აერობული დატვირთვაა ყოველდღიური აქტივობაც - სამსახურში სიარული, დავალებების შესრულება, სახლის დალაგება (შეიძლება მუსიკის თანხლებით), თამაში ბავშვებთან და ძაღლის გასეირნება. დატვირთვის დონე ადვილად შეიძლება შეფასდეს:

  • თუ ვარჯიშისას საუბარი არ შეგიძლიათ, ესე იგი დატვირთვა დიდია;

  • თუ ვარჯიშისას თავისუფლად საუბრობთ, დატვირთვა ნორმალურია;

  • თუ ვარჯიშისას სიმღერაც შეგიძლიათ, ესე იგი სათანადოდ არ იტვირთებით. სხეულის ქვედა ნაწილის ვარჯიში - ეს ვარჯიშები აძლიერებს სხეულის ქვედა ნაწილის კუნთებს.

 

  • დაჯექით სკამზე, ფეხები ოდნავ განიგან დადგით. ამოსუნთქვისას ფეხი მუხლში გამართეთ და მაღლა ასწიეთ, ჩასუნთქვისას მოხარეთ და საწყის მდგომარეობას დაუბრუნეთ.

  • საწყისი მდგომარეობა იგივეა, ამოსუნთქვისას მუხლში მოხრილ ფეხს ზემოთ სწევთ, ჩასუნთქვისას უკან აბრუნებთ.

  • დადექით კიბესთან, ერთი საფეხურის ავლისას ჩაისუნთქეთ, ჩამოვლისას ამოისუნთქეთ. სხეულის ზედა ნაწილის ვარჯიში - ეს ვარჯიშები აძლიერებს მხრისა და ბეჭების კუნთებს, რაც აუმჯობესებს ნეკნების მოძრაობას, სუნთქვას. გარდა ამისა, ამ კუნთების გაძლიერება გვეხმარება ყოველდღიურ აქტივობაში, საოჯახო საქმეების შესრულებაში, პროდუქტების მოტანისას მძიმე ჩანთების ტარებაში.

  • ზედა კიდურების განზიდვა - ამოსუნთქვისას გაშლილი ხელი ასწიეთ ჰორიზონტალურ დონემდე, შესუნთქვისას დაუბრუნეთ საწყის მდგომარეობას.

  • მიიტანეთ მტევნები მხართან, შეასრულეთ წრიული მოძრაობა და თან ამოისუნთქეთ, ხოლო ჩაისუნთქეთ მოძრაობის დასრულებისას.

  • მოხრილი ხელები ასწიეთ გულმკერდის დონეზე, ჩასუნთქვისას ბეჭები მაქსიმალურად დააცილეთ ერთმანეთს, ამოსუნთქვისას კიდურები საწყის მდგომარეობას დაუბრუნეთ.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ:

  • გაქვთ ფქოდ და გსურთ ვარჯიშის დაწყება;

  • უკვე ვარჯიშობთ, მაგრამ შეგაწუხათ ქოშინმა.