რას ურჩევს მშობლებს სპორტის მასწავლებელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას ურჩევს მშობლებს სპორტის მასწავლებელი

არც ის არის დასამალი, რომ ზოგის ფსიქიკას მან განსაკუთრებულად მძიმე დაღი დაასვა. ჯერ კიდევ ე.წ. პირველი ტალღის დროს, ადამიანთა ნაწილი შიშის გამო ისე ჩაიკეტა, რომ კვირაობით არ გამოდიოდა სახლიდან, არ უშვებდა ბავშვებს ეზოში, არ ასეირნებდა ჰაერზე. ასეთ მიდგომას ბევრი დღესაც აგრძელებს, მით უფრო, რომ სახლიდან გაუსვლელად მუშაობა და სწავლა (დისტანციურად, ე.წ ონლაინ რეჟიმში) კარგად ეხმარება უმოძრაობასა და იზოლაციას.

ადამიანები ვერ აცნობირებენ, რომ ჰიპოდინამია და ჩაკეტილობა კიდევ უფრო მეტად აღრმავებს შფოთვისა და განგაშის შეგრძნებას, პანიკურ დამოკიდებულებას ახალი კორონავირუსისადმი, ავითარებს სიზარმაცეს, აძლიერებს აპათიას (ყველაფრისადმი გულგრილობას, უინტერესობასა და უხალისობას), ეს ყოველივე კი განსაკუთრებულად დამღუპველია მოზარდი თაობისათვის!

რატომ არის აუცილებელი რეგულარულად სუფთა ჰაერზე სეირნობა, სპორტული აქტივობა, სისტემატურად ვარჯიში და მოძრაობა, სწორედაც რომ პანდემიის პერიოდში - ამაზე გვესაუბრება ტანმოვარჯიშე (სპორტული აკრობატიკა), საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი, საქართველოს ნაკრების წევრი, ნინო ჭავჭავაძე, რომელიც უკვე 26 წელია მუშაობს ქ. თბილისის ნოდარ ახალკაცის სახელობის მე-9 საჯარო სკოლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლად:

mkurnali.ge- ქალბატონო ნინო, როგორც სპორტსმენი და სპორტის მასწავლებელი რა კომენტარს გააკეთებდით Covid-19-პანდემიის პირობებში სპორტისა და ვარჯიშის მნიშვნელობაზე?

- მოგეხსენებათ, თუ როგორ დიდ როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში ცხოვრების ჯანსაღი წესი, ფიზიკური აღზრდა და სპორტი. მას მრავალი ფუნქცია აკისრია, როგორიცაა ჯამრთელობის განმტკიცება, სიცოცხლისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების ფორმირება და სრულყოფა, ტანადობის ჩამოყალიბება, პიროვნული თვისებების აღზრდა.

Covid-19-მა მართლაც შეცვალა ჩვენი ცხოვრება. ეს მდგომარეობა ყველაზე მეტად ჩვენს შვილებს შეეხო. ეზოს, თამაშს და სკოლის კედლებს მიჩვეულები, უცებ ჩაკეტილ სივრცეში აღმოჩნდნენ. რა თქმა უნდა, სკოლებიც გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე და ბავშვებს ხანგრძლივი დროით უწევთ კომპიუტერთან ჯდომა, ეს მდგომარეობა კი უარყოფითად მოქმედებს მათ ნერვულ და კუნთოვან სისტემაზე.

დღეს, პანდემიის პირობებში, ბევრს საუბრობენ იმუნიტეტის გაძლიერებაზე, ჯანსაღ კვებასა და საკვებ რაციონზე, და ხშირად ავიწყდებათ, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იმუნური სისტემის განმტკიცებისათვის, ორგანიზმის გაჯანსაღებისათვის ფიზიკური აქტივობაა, მინდა ეს განსაკუთრებულად გაითვალისწინონ მშობლებმა, ბავშვებს ჯანსაღ საკვებთან ერთად აუცილებლად სჭირდებათ სუფთა ჰაერი, მზის სხივები და ფიზიკური აქტივობა -სირბილი, ვარჯიში, თამაში და მოძრაობა!

- დისტანციური სწავლების ცხრილში სპორტის, როგორც საგნის გამოჩენამ, დიდი აზრთასხვაობა გამოიწვია, ბევრი მშობელი ახლაც მიიჩნევს, რომ სპორტის ნაცვლად უმჯობესია მათემატიკა, ქართული ან სხვა "სერიოზული" საგანი იყოს დამატებით ჩართული. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ სპორტის მასწავლებლებმაც ადვილად გაართვეს თავი დისტანციურ სწავლებას, ზოგი საინტერესო ვარჯიშების ვიდეოებს უგზავნის ბავშვებს, ზოგიც თეორიულ ნაწილს ასწავლის, ოლიმპიურ თამაშებსა თუ სხვა საინტერესო საკითხებზე, ერთი სიტყვით, სპორტის "ონლაინ გაკვეთილებმაც" გაამართლა, რას იტყოდით ამასთან დაკავშირებით?

- მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური აღზრდა და სპორტის გაკვეთილების დისტანციურად ჩატარება უცნაურად ჟღერს, მინდა გითხრათ, გაკვეთილები საინტერესოდ ტარდება, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში, სადაც ბავშვები მუსიკის თანხლებით ასრულებენ სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობებს. მე პირადად, როგორც მასწავლებელი, კარგად დაგეგმილი აქტივობებით ვცდილობ ბავშვებს ავუხსნა, თუ როგორ უნდა ივარჯიშონ სწორად სახლის პირობებში. ასევე ვიყენებ სპორტის გზამკვლევის სხვადასხვა ელექტრონულ რესურსს, მაგალითად:

1) ჯანსაღი ცხოვრების წესი, მავნე ჩვევები;

2) სახელმძღვანელო ოლიმპიზმი;

3) ოლიმპიური მუზეუმი;

4) ქართველი ოლიმპიელები და სხვა.

ჩვენი სკოლის დირექტორის ქალბატონი მარინა გიგაურის ხელმძღვანელობით საზოგადოდ დიდი ყურადღება ექცევა სპორტის გაკვეთილებს, მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაშიც აქტიურად არიან ჩართულები.

- რას ურჩევდით მოსახლეობას, მოსწავლეებს, მათ მშობლებს, რა მნიშვნელობა აქვს სპორტულ დატვირთვას, ფიზიკურ აქტივობას, შეიძლება თუ არა, რომ ის სხვა წესებთან ერთად დავუპირისპიროთ ახალ კორონავირუსს?

- რა თქმა უნდა, შეიძლება, თუ არ მოვდუნდებით, ვივარჯიშებთ, ვიაქტიურებთ, გავიკაჟებთ სხეულსა და ფსიქიკას! ჩვენ, ხომ ჯანმრთელი მომავალი თაობა გვჭირდება, ამიტომაც მინდა მივმართო მშობლებს - ნუ იქნებიან თქვენი შვილები უმოძრაოდ, მიაქციეთ ყურადღება ტანადობას, ჯდომას, შეეცადეთ დილაობით შვილებთან ერთად შეასრულოთ გამამხნევებელი ვარჯიშები, ისეირნოთ სუფთა ჰაერზე, მიაჩვიოთ შვილები ჯანსაღი ცხოვრების წესს, იმედი არ დაკარგოთ, ყველაფერი გაივლის. გისურვებთ ჯანმრთელობას!

სპეციალურად მკურნალი.გე-სთვის მოამზადა თინათინ გოცაძემ