მუდამ ფორმაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მუდამ ფორმაში

ფიტნესი თანამედროვე ცხოვრების წესის, უფრო ზუსტად,  ჰიპოდინამიის (ჩვენებურად - უმოძრაობის) საწინააღმდეგოდ შეიქმნა. იგი მოიცავს ფიზიკურ კულტურასა და სამოყვარულო სპორტს. ფიზიკურ დატვირთვასთან ერთად დიდი ყურადღება ექცევა კვების რეჟიმსა და საკვების ხარისხს, მავნე ჩვევების (სასმელი, სიგარეტი) დათმობას. ფიტნესაერობიკის სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ ჯანმრთელობის პრობლემები (ტრავმა, ესა თუ ის დაავადება) ვარჯიშისთვის უკუჩვენებას არ წარმოადგენს. პირიქით - სწორად შერჩეული დატვირთვა თურმე საჭიროც კია. თუ ზურგი გტკივათ, ვარჯიში ფრთხილად უნდა დაიწყოთ. საკმარისია მინიმალური დატვირთვა სატრენაჟორო დარბაზში. არ გირჩევთ აერობიკას. თქვენთვის სასარგებლოა ცურვა და პილატესი. წყალში ვარჯიშის დროს ხერხემალი ნაკლებად იტვირთება, ვარჯიშიც უფრო სასიამოვნოა. ნებადართულია იოგაც, მხოლოდ სწორად შერჩეული და აუცილებლად ინსტრუქტორის მეთვალყურეობით!

ტვინის შერყევის შემდეგ კარგია ცურვა (ცხადია, მას შემდეგ, რაც ექიმი ადგომის ნებას დაგრთავთ).

ვენების ვარიკოზის დროს სასარგებლოა ცეკვა და აერობიკა. განსაკუთრებით კარგია სიარულის სპეციალური სახეობა, რომელიც გულისხმობს თანაბარი, მცირე ნაბიჯებით სიარულს, სიმძიმის გადატანით ქუსლებიდან თითის წვერებზე. დატვირთვის ამ სახეობას ფლებოლოგიური სიარული ეწოდება (ბერძ. ფლებო - ვენა). სასარგებლოა კონტრასტული აბაზანებიც: უნდა აიღოთ ორი ღრმა თასი ან ვედრო, ერთში ჩაასხათ თბილი წყალი, მეორეში - გრილი, ფეხები (მუხლებამდე) ჯერ თბილ წყალში ჩაყოთ, შემდეგ ცოტა ხანს ადგილზე იაროთ და გრილ წყალში გადაინაცვლოთ. გაიმეორეთ 3-ჯერ.

სტატიკურ დატვირთვას, მაგალითად, ხანგრძლივად ფეხზე დგომას, არ გირჩევთ. გულს (არ ვგულისხმობთ მძიმე დაავადებებს) ყველაზე მეტად უხდება იოგა. მთავარი ამ შემთხვევაში სწორი სუნთქვაა.

სტრესის მოსახსნელად, განსატვირთავად შეგიძლიათ ეწვიოთ სპა სალონს და საუნას. კარგია იოგაც. მეტ-ნაკლებად ეფექტურია ველოსპორტი, სირბილი, სიარული და ცურვა. მოტეხილობა სათავეს უდებს უსიამოვნებათა მთელ კომპლექსს: თაბაშირი, მოტეხილი ნაწილის უმოძრაობა, კუნთებისა და მყესების ატროფია, სისხლის მიმოქცევის დარღვევა. ამიტომ, როგორც კი თაბაშირს მოგხსნიან, დაიწყეთ ვარჯიში. თავდაპირველად საკმარისია უბრალოდ თითების მოძრაობა. თანდათან დატვირთვა გაზარდეთ. არც ჰანტელებით და შტანგით ვარჯიშია აკრძალული, ოღონდ განმეორებითი ტრავმა თავიდან რომ აიცილოთ, ივარჯიშეთ მცირე წონით და დატვირთვა თანდათანობით გაზარდეთ. კარგია აკვააერობიკა, მორბენალ ბილიკზე ან ველოტრენაჟორზე ვარჯიში.

 

კვების რეჟიმის შესახებ

ზედმეტი წონის მქონე ადამიანების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. ეს სამწუხარო ფაქტი ჩვენი ყოველდღიური, უმოძრაო ცხოვრების შედეგია. არადა, 4-5 ზედმეტ კილოგრამსაც კი შეუძლია, ორგანიზმში ისეთი ცვლილებები გამოიწვიოს, რომლებიც სერიოზულ დაავადებამდე მიგვიყვანს.

ექიმების მტკიცებით, იდეალურია, როცა ადამიანს მთელი სიცოცხლე იგივე წონა აქვს, რაც 25 წლის ასაკში ჰქონდა. რა განსხვავებაა ჭარბ წონასა და სიმსუქნეს შორის? ჭარბი წონა ზედმეტი ცხიმოვანი შრეა. უსიამოვნოა, მაგრამ საშიში - არა. სიმსუქნე არის ცხიმოვანი შრე, რომელიც საფრთხეს უქადის ადამიანს.

ორგანიზმმა ყველა სასიცოცხლო ფუნქცია რომ შეასრულოს, საკვებთან ერთად საჭირო რაოდენობის ენერგია უნდა მიიღოს. წონა სტაბილური რომ იყოს, მიღებული და დახარჯული ენერგიის ოდენობა ერთმანეთს უნდა გაუთანაბრდეს. როცა მიღებული აჭარბებს მოხმარებულს, იწყება სიმსუქნე. ზედმეტი ცხიმი რომ მოვიშოროთ, საჭიროა კვების რეჟიმისა და ცხოვრების წესის კორექცია. ამასთან ერთად ექიმები გვირჩევენ სიარულს, სირბილს, ველოსპორტს, თხილამურებით, ციგურებით, გორგოლაჭებით სრიალს. მთავარია, ვარჯიში სისტემატური იყოს. თუ რეგულარულად არ ივარჯიშეთ, დატვირთვა მხოლოდ მადას გააძლიერებს. იკვებეთ სწორად, ივარჯიშეთ რეგულარულად და იყავით ჯანმრთელი!